როგორი უნდა იყოს იდეალური საბავშვო სამოსი?
რა თქმა უნდა ფერადი, მხიარული, ელეგანტური. ბავშვობა და მოზარდობ
ა არც ისე დიდხანს გრძელდება რომ ეს პერიოდიც მუქ და ერთფეროვან სამოსში გავატარებნოთ ჩვენს შვილებს.
ზუსტად ამ იდეით შეიქმნა InkyGold.
InkyGold – ქართველი დიზაინერის ლია გოგლიძის მოდური ხაზია, რომელიც აერთიანებს პატარა გოგონების (4-12წ) და მოზარდების (12-19წ) სამოსს.
ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ფლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.
მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold!
“მომავალი ტენდენციები ბავშვებს ეკუთვნით და მათთვის მუშაობა ბევრად საინტერესოა, თინეიჯერებისთვის საკმაოდ ექსპერიმენტული ტანსაცმლის კეთება შეიძლება – გაცილებით ამყოლები და გაბედულები არიან.
კოლექციაში გამოყენებულია ძირითადად ღია, ჭრელი ფერები. მაგალითად, ჟოლოსფერი, ყვითელი. სხვადასხვა ფერის ერთმანეთთან შეხამება, რაც ერთი შეხედვით თოთქოს ქაოსურია, ამ დროს კი ძალიან დალაგებული და აწყობილი შეხამება გამოდის”
InkyGold – ის თითოეული პროდუქტი ხელით იქმნება, ხარისხზე და დეტალებზე განსაკუთრებული სიფრთხილით ვმუშაობთ. – ლია გოგლიძე
InkyGold -ის სამოსი თავთაპირველად მხოლოდ ონლაინ იყიდებოდა, ელექტრონულ მაღაზიაში www.inkygold.com და ძალიან მალე დაინტერესდნენ უცხოელები და პირველმა გაყიდვებმაც არ დააყოვნა, ცოტა ხანში ქართველებიც დაინტერესდნენ ამ სამოსით და გაიხსნა InkyGold -ის პირველი მაღაზია თბილისში, ვაკეში თაქთაქიშვილის 3 ნომერში (ყოფილი რიგის ქუჩა).
ბავშვის სამოსი განსაკუთრებულად სენსიტიური თემაა მშობლებისთვის და ამიტომ ბრენდმა საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ქართველ მომხმარებელშიც. სამოსი უკვე თბილისში, ბათუმში, მოსკოვში, ინსბრუკსა და ვენაში იყიდება.
2015წ. იანვარში და შემდეგ აგვისტოში InkyGold იღებდა მონაწილეობას დანიაში, კოპენჰაგენში გამართულ საერთაშორისო მოდის ფესტივალში – CIFF Kids ,ფესტივალი სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დიდ ღონისძიებას წარმოადგენს, სადაც სპეციალურად ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დამზადებული ტანსაცმლისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა იმართება. აქაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება და მოწონება ჰპოვა.
—–
InkyGold -ის გოგონა მხიარული, ფერადი და ძალიან გემოვნებიანია. ყავს უამრავი მეგობარი და ძალიან უყვარს მათთან ერთად დროის გატარება. ის ძალიან მოდურია, დამოუკიდებელი და ყოველდღიურად თავად ირჩევს სამოსს.
InkyGold -ის თინეიჯერი თავისუფალი და ძალიან გემოვნებიანია, მისთვის ტანსაცმელს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ცდილობს ხარისხთან ერთად ტენდენციებიც გაითვალისწინოს. უყურებს თინეიჯერების სერიალებს, უსმენს მუსიკას და ცდილობს იცოდეს ყველაფერი რაც არის აქტუალური ინტერნეტში.
InkyGold -ის თინეიჯერებს არ შეუძლიათ ინსტაგრამის და მუსიკის გარეშე ცხოვრება, ეს მათი ცხოვრების ნაწილია და ჰაერივით სჭირდებათ!
Comments