HotelSplitSeaLaroma-anticellulite-massage-2000

ვიწყებ ცელულიტთან ბრძოლას

უკვე მეორე გაზაფხულია რაც აქტიურად ვარ ჩართული ჩემი სხეულის “მიშვებულ” უბნებთან ბრძოლაში.

გადატვირთული გრაფიკის გამო ცოტა დამაგვიანდა დაწერა და თქვენთვის კარგი ამბების გაზიარება, მაგრამ მსურველისთვის არც ახლაა გვიანი, თუმცა მე ზაფხულისთვის მზადებას აპრილის ბოლოდან ვიწყებ ხოლმე.

სინამდვილეში, უფრო სწორია როდესაც თებერვლის ბოლოდან მაინც იწყებ და აუჩქარებლად, დაგეგმილად და მშვიდად მიდიხარ სასურველ შედეგამდე, მაგრამ არც ახლაა ძალიან დაგვიანებული.

2017-04-05 00.45.13მოკლედ საქმე იმაშია, რომ როგორც შარშან წელსაც არ მომიკლავს თავი ვარჯიშით, არ გამიკეთებია არც ერთი პრესი, არ მირბენია და არ მივლია არც იოგაზე და არც სხვა რამეზე და შედეგად მაქვს: მოშვებული მუცელი, ცელულიტები და მოკლედ რომ ვთქვათ “გამოსაძერწი სხეული”. მითუმეტეს რომ ახლა მეტი მოტივაცია მაქვს და მინდა ძალიან მალე გამოვაჩინო ჩემი ტატუ :))

მას შემდეგ რაც მასაჟებზე დავიწყე სიარული ყველაზე ხშირად მისვამენ კითხვას: შენ რა გახდომა გინდა?

  • მართალია, არანაირად არ მინდა გახდომა, მაგრამ მინდა სხეულის გამოყვანა და გამოძერწვა რაც უფრო გასაგები რომ იყოს, შემდეგნაირად გამოიყურება.

Untitled-1

რა თქმა უნდა როგორც შარშან, ბევრი ვიარე და ვიკვლიე, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ სალონს ან ესთეტიკურ ცენტრს ვანდობდი ჩემს თავს და წლევანდელი ჩემი არჩევანი შევაჩერე სხეულის საკორექციო ცენტრზე Body Care  

არჩევანს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა: ძალიან ზუსტი და კვალიფიციური მიდგომა საკითხისადმი, ძალიან და ზედმიწევნით ზუსტი და კარგი კონსულტაცია, კარგი ლოკაცია, შინაურული გარემო და რეკომენდაციები, რომლებიც ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე ამ ცენტრის შესახებ.

პირველი ვიზიტი ქ-ნ მარი მილორავასთან მქონდა, რომელის სახელიც ალბათ ყველას სმენია, ვისაც თავის მოვლა, სწორი კვება და მასაჟები უყვარს, რადგან ამ ქალბატონს მიჰყავდა არაერთი გადაცემა და შეგეძლოთ მისი ნახვა სხვადასხვა შოუებში, როგორც მიწვეული სტუმრის.

პირველ ვიზიტს “განაჩენის გამოტანას” ვეძახი ხოლმე,  ძალიან სასაცილო მომენტია, რომ გსინზავენ, გათვალიერებენ :))

ამჟამად ასე გამოიყურება ჩემი სხეული, სურათი პირველ მასაჟამდე გადავიღეთ:

20170519_114154

გასასწორებელია: მუხლების ზედა და შიდა გვერდითი ნაწილები, მუცელი და წელის გარშემოწერილობა, თეძოს არე და დუნდულა კუნთების არე.

კურსი რომელიც მე დამენიშნა არის კომპლექსური და მოიცავს: მიკროდენების აპატარით ღრმა ცელულიტის დასაშლელად,  ვაკუუმის, თაფლის, ლიმფოდრენაჟული, ანტიცელულიტური მასაჟები სპეციალური კრემით, ტალახისა და თიხის შეფუთვები, პრესოთერაპია, საუნა, წყალქვეშა მასაჟი და ბრაზილიული მასაჟი…

მიკრო დენების აპარატი, ვაკუუმი და პრესოთერაპია უკვე გადავლახე. პრესოთერაპია ყოფილა ისეთი მაგარი, რომ სურვილი გამიჩნდა უბრალოდ ამაზე ვიარო ხოლმე ხანდახან.

აი ასეთ უცნაურ რამეში წევხარ და ძალიან სასიამოვნოდ და ვინც ჩემსავით ღიტინზე ძალიან სენსიტიურია, სასაცილოდაც იპრესები :)))

2017-05-29 17.34.22-1

პრესოთერაპია 2 ეტაპად კეთდება, ერთი ფეხებზე და მეორე მუცელზე, გვერდებზე  და წელზე. პროცედურა ტარდება სპეციალური ქსოვილისგან დამზადებული კოსტიუმის გამოყენებით, რომელიც კუნთებზე, კანზე, ცხიმოვან ფენებზე და ლიმფატურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე ზეწოლის შესაძლებლობას იძლევა. ამ აპარატის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მასაჟისტის ხელების მოძრაობის იმიტაციას ახდენს, მხოლოდ ისე რომ მთელი სხეული არის მოცული ერთდროულად. ტალღისებური მოძრაობების მეშვეობით ქსოვილების შეკუმშვა ხდება, რაც სისხლის და ლიმფის ცირკულაციას აჩქარებს.

ამ პროცედურის დროს ხდება ფიზიოლოგიური დრენაჟი და შედეგად: გვეხსნება შეშუპება, იცვლება ზომები, უკან იხევს ცელულიტები და ჯანმრთელდება კანი. პრესოთერაპია ასევე  სამკურნალო პროცედურაა, ის ხსნის კუნთების დაძაბულობას, სიმძიმეს კიდურებში, მოჰყავს ტონუსში სისხლძარღვების კედლები და გამოიყენება ვენური უკმარისობის დროს.

massage-your-legsამის მერე გამიკეთეს ლიმფოდრენაჟული მასაჟი 4 ხელში – ეს იყო სრულიად საოცრება, ნეტარება და ჯადოქრობა. თავიდან იბადები და ენერგიით ივსები, ისეთი შეგრძნება გაქვს რომ პატარა ბავშვი ხარ უგლუვესი კანით და უზომოდ ბევრი ენერგიით.

მოკლედ დიდი სიამოვნებაა  და წინ კიდევ მეტი მელის, რადგან 3 ეტაპად იყოფა ეს კურსი და დანარჩენებზეც მოგიყვებით როცა გავიკეთებ.

Comments

comments

3 thoughts on “ვიწყებ ცელულიტთან ბრძოლას

  1. Ellee says:

    ცოტა უცნაურია ამ სურათს რომ ვუყურებ და მეც დაგიწერ:
    შენ რა გაქვს სამასაჟე? სულ უნდა გაქრე?
    წყენის გარეშე, მაგრამ მართლა ვერ ვხვდები რას ერჩი შენს ტანს :დ

  2. Taa says:

    ELLEE

    დავწერე ზევით რასაც ვერჩი,
    არა რა საწყენია 🙂 უბრალოდ ის რაც არ მომწონს უნდა გამოვასწოროთ

  3. Taa says:

    Nutsa Gogelia Shevchenko

    ნუცა თითო მასაჟი მოიცავს 2 პროცედურას და ერთჯერადად ჯდება 60 ლარი
    მაგრამ თუ იღებ კურსს მაშინ ჯდება 50 ლარი
    მე დავდივარ კვირაში 3-ჯერ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *