Honey massage

Anti-Cellulite Treatments

პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ ლინკზე.

მოკლედ როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, Body Care თან ერთად, ძალიან აქტიურად ჩავერთე ცელულიტთან ბრძოლაში. სამწუხაროა რომ გამარჯვებას ერთჯერადი მოგებით ვერ მოიპოვებ და შენარჩუნებაც უნდა, მაგრამ ის ძალიან თვალნათლივ ხილული შედეგი რომელიც უკვე მოვიპოვე, მაფრთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად საბრძოლველად განმაწყობს.

დავასრულეთ ამ ბრძოლის მეორე ეტაპი და მინდა მოგიყვეთ დეტალურად იმ პროცედურების შესახებ, რასაც მეორე ეტაპი მოიცავს.

Body Care – ის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არავინ გეუბნება და გპირდება რომ 10 დღეში ყველაფერს გამოვასწორებთ, თან გაგახდუნებთ, თან გამოგძერწავთო. არა! პირიქით, ყველა კლიენტს ინდივიდუალურად უდგებიან, ყველა კლიენტს თავისი პროგრამა აქვს რომელიც 25- 30 მასაჟისგან შედგება და მოიცავს როგორც გახდომას, ასევე ცელულიტთან ბრძოლას, გამოძერწვასაც და გამკვირივებასაც.

აქ ერთი ვიზიტიარ ნიშნავს ერთ მასაჟს, ერთი ვიზიტი 2 პროცედურას მოიცავს და მინდა დეტალურად მოგიყვეთ ამ პროცედურებზე. დავიწყებ ყველაზე ზღაპრულით – ჰიდრომასაჟი <3

უუუზარმაზარ აბაზანაში, რომელიც თქვენს შესვლამდე ქლორითა და სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ირეცხება,  ძლიერი წყლის ჭავლით მუშავდება თქვენი სხეულის თითოეული ნაკვთი. აქ თბილი წყლის დამამშვიდებელ მოქმედებას ემატება ცხიმების დაშლის სტიმულაცია, კანისა და კუნთების ტონუსი და მთელი სხეულის ლიმფოდრენაჟი. + წყალში ყრია ზღვის მარილი სხვადასხვა ეთერზეთებით და რომ ამოდიხარ ახალდაბადებულივით ხარ. იმდენად ძლიაერია ეს ჭავლი, წყლის ზევით ვერ გაუძლებდით და იმხელა ზემოქმედებას ახდენს ტანზე, რომ მეორე დღეს ვარჯიშის მერე რომ იცის კუნთების ტკივილი – ეგრე მტკიოდა მთელი სხეული.

ჰიდრო მასაჟი hydro massage 2

ჰიდრო მასაჟი hydro massage 3

2017-06-21 18.18.41

ჰიდრომასაჟის შემდეგ კეთდება წვივებისა და ტერფების მასაჟი, რომელიც ისეთი სასიამოვნოა, რომ საერთოდ აღარ გინდა მასაჟის საწოლიდან ადგომა და სადმე წასვლა 🙂

Closeup of sexy legs receiving massage on white

შემდეგი ჩემი უსაყვარლესი პროცედურა, რომელზეც ზუსტად ვიცი რომ ისედაც ვივლი ხოლმე ყველანაირი პროგრამის გარეშე არის პრესოთერაპია –  ფეხებზე ან წელისა და მუცლის არეში შეკუმშული ჰაერით ზეწოლა, რომელიც სპეციალური სამოსით გადაეცემა კანს, კუნთებს, ვენურ და ლიმფურ სადინარებს.  მოქმედებს ცელულიტის ჩამოყალიბების ძირითად მიზეზზე – ამცირებს ჰიპოქსიას და უჯრედშორისი სითხის შეგუბებას კანქვეშა ქსოვილებში და ძალიან კარგია მოდუნებული და სტრიებიანი კანისთვის.

ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთი პრესი და დაჭმუჭვნა სიამოვნებას მომგვრიდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ იმდენად კომფორტული და ზღაპრული შეგრძნებაა, რაღაცნაირად რელაქსდები და მე პირადად მეძინება ხოლმე. ოღონდ მართლა მეძინება და მძინავს სანამ არ გაითიშება ეს ჩამოცმული ტომარები :))

feature2

პრესოთერაპიის შემდეგ აკეთებენ ლიმფოდრენაჟულ მასაჟს, რომელიც ხსნის შეშუპებას, არბილებს ღრმა ცელულიტებს და გამოყავს ის სითხესთან ერთად, ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ტოქსინებისგან განტვირთვაში, აღადგენს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას.

ან ყველა ქალისთვის საოცნებო ბრაზილიურ მასაჟს – აღადგენს დრენაჟულ სისტემას, ხელს უწყობს ცელულიტების  დაშლას, განსაკუთრებით დუნდულებისა და გალიფეს მიდამოებში. აგრეთვე დუნდულა კუნთებს წევს მაღლა.

6efed023200e4eb936096855dd43a1a0

და ბოლოს ირ რაც ყველაზე ნაკლებად სასიამოვნო, მაგრამ უდაოდ ძალიან სასარგებლო და მულტიფუნქციურია: თაფლის მასაჟი – ამ პროცედურის დროს ორმაგი მასაჟი კეთდება – მოსამზადებელი > სპეციალური ანტი ცელულიტური კრემებით, რომელიც ძალიან სასიამოვნოა და  მეორე  შემწოვ – ვიბრაციული > თაფლით – რაც მე არ მიყვარს, რადგან ცოტათი უსიამოვნო და მტკივნულია. თუმცა თუ გავითვალისწინებთ მის ძალიან მრავალფეროვან სასიკეთო ზემოქმედებას ჩვენს სხეულზე, ეს ტკივილი არაფერია ამის ფონზე. სწორედ თაფლის მასაჟებს გამოყავს სხეულის კონტური.

თაფლის მასაჟის შემდეგ ან შეფუთული მიდიხარ სახლში და 1 – 1.5 საათის შემდეგ ბანაობ, ან შედიხარ საუნაში, პარკებგადაკრული, თაფლში ამოვლებული და მართლა თავიდან იბადები, იქვე კარგავ ძალიან ბევრ გრამებს, ივსები წყლის საოცარი ენერგიით და მიდიხარ სახლში ბედნიერი…

Honey massage თაფლის მასაჟი 1

Honey massage თაფლის მასაჟი

 

Comments

comments

3 thoughts on “Anti-Cellulite Treatments

  1. Ellee says:

    თათა რამდენ ხანს გრძელდება ეფექტი?
    რომ დაასრულებთ მერე რა ხდება?
    მეც არ ვარ მსუქანი, მაგრამ გარკვეულ ცვლილებებს შევიტანდი ჩემს ტანში :)))

  2. ლელა says:

    100% გეთანხმები თოთოეულ წინადადებაში,
    მიხარია რომ ასე დეტალურად წერ, ძალიან ბევრმა არ იცის ამ მასაჟების დანიშნულება და მათ მიერ მოგვრილი სიამოვნების შესახებ.
    ყველა ქალმა უნდა ისწავლოს, რომ თუ პერმანანტულად მიხედავენ თავს, არ მოუწევთ მერე ერთდროულად 1000-ობით ₾არის გადახდა.
    პრესოთერაპია არის ნამდვილი სამოთხე !!!

  3. Taa says:

    ELLEE

    რომ დაასრულებ, სასურველია თვეში 2-3 ჯერ იკეთო მთელი წლის განმავლობაში.
    ამით თავიდან აიცილებ სამომავლოდ ისევ სრული კურსების ჩატარებას, დროს დაზოგავ და ხარჯებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *