at-home-vs-professional-teeth-whitening-pict

კბილების გათეთრება კაპებით

კბილების გათეთრების შესახებ პოსტი, საქართველოში მომსახურების უბადრუკობით უნდა დავიწყო.

მოგეხსენებათ (ბლოგის აქტიურ მკითხველებს) რომ მწეველი ვარ და არც ყავასა და წითელ ღვინოზე ვამბობ უარს, ამიტომ 2 წლის წინ, როდესაც უკვე სავალალოდ მივიჩნიე  ჩემი კბილების ფერი და მდგომარეობა დავიწყე ინფორმაციის მოძიება კბილების გათეთრების შესახებ.

ჯერ Air Flow ვცადე, მართლა ძალიან კარგი პროცედურაა, მაგრამ ჩემს კბილებს ეგ ვერ უშველიდა. მერე დავიწყე კონკრეტულად გათეთრებაზე გამოკითხვა და ვიზიტები.

წინა კბილებიდან 2 ადგილზე მაქვს პლომბი, ამის გამო ყველა კლინიკა მეუბნებოდა:

  • იცით რაა პლომბი არ თეთრდება! – და აქ ასრულებდნენ კომუნიკაციას, არც რჩევები არც გზის შეთავაზება და არც არაფერი და მეც ბატივით მოვდიოდი ხოლმე უკან ან ვთიშავდი ტელეფონს.

მერე ნელნელა მივივიწყე ეს თემა და ვყიდულობდი სხვადასხვა გამათეთრებელ კბილის პასტებს სასწაულების მოხდენის იმედად.

სასწაული მართლაც მოხდა, ისე რომ არ მოველოდი. ვიკიკო მყავდა კბილის ექიმთან Happy Dent- ში, რომელიც იმდენად მომეწონა რომ მეც დავიწყე სიარული და მანდ ვიკითხე “სხვათა შორის”  – იმედი რომ გაქვს გადაწურული – აი მაგ განწყობით.

დამისვეს მომიყვეს სხვადასხვა გზების შესახებ, რა აქვს კარგი, რა უარყოფითი, მე რას მირჩევენ, დამითვალიერეს კბილები, აღნიშნეს რომ

  • პლომბებს მათეთრებელი სრულად არა მაგრამ ოდნავ ათეთრებს.
  • ჩემი ბჟენები ჩემს ამჟამინდელ კბილის ფერზე ღიაა ისედაც
  • თუ საკმაოდ შესაჩნევად გათეთრება გსურთ და აცდენა იქნება ფერებში – გამოვცვალოთ ბჟენებიო !!!

წარმოგიდგენიათ, უმარტივესად, ზუსტად 5 წუთში მოვაგვარეთ და დავიწყეთ:

  1. ამიღეს ზომები კაპებისთვის
  2. დამიმზადეს კაპები
  3. მომცეს პროდუქცა და რჩევა დარიგებები
  4. დავიწყე

სურათზე არის ჩემი კაპები და Opalescence-ის პროდუქცია 15% და 20% -იანი გელები.

2017-06-17 21.02.12

როგორ ტარდება ეს პროცედურები სახლის პირობებში?

  1. ღამე ძილის წინ, კბილებს იხეხავ იმ პასტით, რომელიც ნაკრებს მოჰყვება.
  2. იღებ კაპებს და უსვამ ჯერ 15%-იან გელს და იჩერებ მხოლოდ 4 საათს ღამეში.
  3. როგორც კი გავა 4 საათი, ამოიღეთ კაპები, გარეცხეთ, გამოივლეთ თბილი წყალი პირში, რომ დარჩენილი გელიც მოგშორდეთ და დაიძინეთ ისევ.
  4. არ დაიტოვოთ კაპები მითითებულზე მეტ ხანს და არ დაიტოვოთ გელი კბილებზე – გაფრთხილებთ !!!
  5. როცა დასრულდება 15%-იანი გელი მხოლოდ მერე გადადიხართ 20%-იანზე და იტოვებთ მხოლოდ 2 საათი!
  6. დაიცავით დროების ზუსტად !!

რატომ გაფრთხილებთ იცით რომ არ გადააჭარბოთ დროებს?

ვერ წარმოიდგენთ რამხელა ტკივილია როცა კბილებზე მგრძნობელობა გემატებათ, არაფერი არ შველის ამქვეყნად, არც სავლებები რომლებიც გამომიწერეს და 15 წუთში ერთხელ ვივლებდი, არც გამაყუჩებელი – ვცადე!! საშინელებაა 🙁

შეთამხმება იყო ასეთი – ყავა უნდა დამელია მხოლოდ ერთხელ ისიც ცივი ან გრილი და საწრუპით, სიგარეტი არ უნდა მომეწია დღეში 3 ღერზე მეტი, არავითარი წითელი ღვინო და ჭარხლის შემცველი საჭმელები!

ყველა წესი მესამე დღეს დავარღვია, რა ვქნა ვერ შევძელი 😀

გარდა ამისა ხანდახან ღამეებს ვტოვებდი და არ ვიძინებდი კაპებით, მეტსაც გეტყვით 1 შპრიცი ჯერ კიდევ დამრჩა, მომბეზრდა კაპებით ძილი და უკვე 1 კვირაა ტაიმ აუტი ავიღე.

და მოიხედავად ამ ყველაფრისა, შედეგი იხილეთ სურათზე 🙂

Untitled-1

Comments

comments

One thought on “კბილების გათეთრება კაპებით

  1. ელენე says:

    საინტერესო პოსტია და რა ღირს ეს სიამოვნება?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *