როგორც წინა პოსტებში გიყვებოდით:
უსასტიკესი ბრძოლა გამოვუცხადე ცელულიტებს მასაჟების, სხეულის გამოძერწვისა და სხეულის მოდელირების კურსით, რომელსაც Body Care -ში ვიკეთებ.
კურსის პირველი და მეორე ეტაპი ძალიან წარმატებით და უდიდესი კმაყოფილებით დავასრულეთ და გადავედით მესამე დასკვით ნაწილზე, რომელსაც სხეულის გამკვრივება ჰქვია, ხოლო ბოდი ქეარის გოგონები ტონინგს ან “მოჭერებს” ეძახიან.
სხეულის გამკვრივებისთვის 10 პროცედურას იტარებთ, პირველი ამათგან არის პარაფანგო – ზღვის წყალმცენარეებისა და პარაფინის პროცედურა, რომლის დროსაც ამ პროდუქტების ერთობლივი მოქმედება ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისაგან და ამკვრივებს კანს. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი სხეული რეალურად მცირდება სანტიმეტრებით და ძალიან დიდ სიამოვნებასაც იღებთ.
ამის შემდეგ იწყება “ვარჯიშები თავისთავად” – ასეთი უცნაური პროცედურებია, წევხარ შენთვის კომფორტულ სამასაჟე საწოლზე, ე.წ. პრობლემურ ადგილებში – როგორებიცაა: მუცელი, მკლავები, დუნდულა კუნთები, მუხლის ზედა ნაწილი და ბარძაყები, გაქვს შემოხვეული რაღაც ქსოვილი, რომელშიც არის ჩატანებული სადენებიანი თავაკები, რომლებიც უშვებენ მიკრო დენებს და აკეთებენ ვარჯიშებს შენს ნაცვლად, ასტიმულირებენ კუნთებს.
ჩემთვის ეს პროცედურა დიდად სასიამოვნო არ იყო, მაგრამ რამდენიმე ადამიანისგან გავიგე რომ ისე სიამოვნებდათ ეძინებოდათ კიდეც პირდაპირ “ვარჯიშის დროს.
დაახლოებით ასეთი აპარატია, მაგრამ ეს არ არის და დაახლოებით ისე გაკრავენ როგორც მეორე სურათზეა.
ეს პროცედურა მკლავებზეც კეთდება, მაგრამ მე არ გამიკეთებია მკლავებზე.
ეს პროცედურები რომ დავასრულე, გადავდიოდი შემდეგ აპარატზე – Esma – მრავალფუნქციური აპარატი, ესთეტიური და გამაჯანსაღებელი ფუნქციებით, ის აძლევს თქვენს სხეულს სასურველ ფორმებს და აჯანსაღებს მას. ამ აპარატის 15 წუთიანი პროცედურა რამდენიმე საათიანი ვარჯიშის ტოლფასია. მაგრამ ზღვაზე წასვლის დრო დამემთხვა და დარჩენილი 5 პროცედურა სექტემბრისთვის შემოვინახე.
მთელი სიხარულით კი უნდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ კურსის ჩატარებით, არანაირი თანხა არ შეედრება იმ კმაყოფილებას და შედეგებს, რასაც ეს კურსი გაძლევს. გამკვრივების პროცედურების შემდეგ ხომ საერთოდ, ისეთი ენერგიული ხარ, თითქოს მართლა გევარჯიშოს მთელი დატვირთვით.
როდესაც დავუბრუნდები დარჩენილ 5 პროცედურას, ძირითადი აქცენტი მუცელზე უნდა გადავიტანო, რადგან ორსულობების შემდეგ კანი მაქვს მოშვებული. სხვა მხრივ შედეგი სახეზეა 🙂
Comments