Weekend Max Mara – ს მაღაზია ალბათ ბევრს შეგინიშნავთ თბილისში, ჭავჭავაძეზე ერთ ერთი ყველაზე ლამაზი მაღაზიაა, ყოველთვის საოცრად გაფორმებული ვიტრინებით.
ამ ზაფხულს განსაკუთრებით კარგ ხასიათზე მაყენებდა ხოლმე ამ მაღაზიის ვიტრინიდან გადმოსული საოცარი ფერები და განწყობა. Weekend Max Mara -ს მაღაზია ჭაჭავაძის და თაქთაქიშვილის კუთხეშია და ყოველდღე მიწევდა ხოლმე ამ საოცარი ვიტრინის წინ გავლა, როცა სამსახურში მივდიოდი.
იგივე განწყობა გხვდებათ შიგნით შესულს, საუცხოო სილამაზე, სიმყუდროვე, სურნელი, ფერები და მომსახურება. მოკლედ თბილისური შოპინგისთვის ერთ ერთი must go ადგილია.
მთავარი ამბავი ცოტა გადავდოთ და მოდით თვით ამ ბრენდზე მოგიყვებით ორი სიტყვით: Weekend Max Mara წარმოადგენს Max Mara Group-ის “Life-style” ხაზს, რომელიც 1984 წელს შეიქმნა როგორც ვიქენდზე ჩასაცმელი იდეალური ტანსაცმელი. შესანიშნავი მარკეტინგული სვლაა კომპანიის მხრიდან, ბრენდი რომელიც გიმარტივებს საქმეს და პირდაპირ მესიჯს გიგზავნის – აგერ ვარ შენი ვიქენდის აუტფიტისთვისო <3
მდიდრული და დახვეწილი Weekend Max Mara მოიცავს სამოსის მრავალ კატეგორიას: ძვირფასი პალტოები, ყველანაირი ნაქსოვი სამოსი, პერანგები, მაისურები, ჯინსის სამოსი და ბევრი სხვა, რომელსაც სრულყოფილს ხდის აქსესუარების სრული არჩევანი (ფეხსაცმელი, ჩანთები, შარფები, ქამრები, შალის მოსასხამები და სამკაული,) იმისთვის რომ ქალბატონებმა გამოიყენონ ნებისმიერ ვითარებაში.
Weekend Max Mara თავის კოლექციებში იყენებს ძალიან მრავალფეროვან და ხარისხიან ქსოვილს დაწყებული ტილოდან დამთავრებული ტვიდით, ქაშმირით და აბრეშუმით. ყოველივე ეს, თავისი გამოგონილი ფერებით, პრინტით და საოცრად დახვეწილი დეტალებით ქმნის Weekend Max Maras გამორჩეულ სტილს.
თბილისის მოდის კვირეულის პირველსავე დღეს, მოდის კვირეულის ფარგლებში Weekend Max Mara-ს მიერ ორგანიზებული “იტალიური საღამო” მოეწყო, რომელზეც მეც მიმიწვიეს და დიდი სიამოვნებით დავესწარი.
მანამდე კი, ჩვენებების ჩატარების ლოკაციაზე ჰოლში Weekend Max Mara- ულამაზესი სტენდი იყო მოწყობილი სადაც სტუმრები ძალიან მხიარულად იცვლიდნენ და ირგებდნენ მაქს მარას პალტოებს.
მართლაც არაჩვეულებრივი საღამო იყო: იტალიურ განწყობას რედისონის ფილინის საუცხოო ინტერიერი, იტალიური სამზარეულო, იტალიური ყველასთვის საყვარელი სასმელი ლიმონელო, სალომე ბაკურაძის შესრულებული იტალიური სიმღერები და საუცხოო DJუზრუნველყოფდნენ.
საღამოზე Weekend Max Mara-მ 2017 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია – „შატმის“ წარმოადგინა. „ჯეო მოდელსის“ გოგონებმა საოცრად კომფორტული და დახვეწილი პალტოები, კაბები, ფეხსაცმელი და ნაქსოვი სამოსი მოირგეს. ამ სეზონზე იტალიურმა ბრენდმა ყველაზე იდუმალი და ცოცხალი ცხოველი – კატა აირჩია, რომელიც მიჩნეულია ყველა დროის ფუფუნების, კომფორტის და სიმდიდრის სიმბოლოდ.