1927-CWS-_Page_032-sport-wear-teens

Fashion of 20’s – what did it look like

პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგი პერიოდი ეკონომიკისა და წარმოების ზრდის ეპოქაა, რაც აქტიურად დაეტყო არა მხოლოდ ეკონომიკას არამედ სოციალურ სფეროსაც. ომიდან გამომდინარე, როდესაც ქალებს მასიურად მოუწიათ მანამდე “მამაკაცებისთვის” განკუთვნილი საქმეებისა და სფეროების ათვისება, როს შედეგადაც ქალები მასიურად ხდებოდნენ დამოუკიდებლები. ამ ყველაფრის ფონზე კორსეტები გრძელი კაბები საკმაოდ მოუხერხებელი იყო, ამიტომ ქალებმა მოირგეს შარვლები, კომბინეზონები და დაიმოკლეს ქვედაბოლოები.

ეს არის ე.წ. Flapper გოგონების ეპოქა, რომლებიც გაცილებით აქტიურად და საკმაოდ პროვოკაციულადაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. ქალებმა დაიწყეს მოწევა, გაუჩნდათ გაცილებით დიდი სექსუალური გამოცდილება და ხმის მიცემის უფლებაც. გაჩნდა თავისუფლად აჭრილი კაბები, სწორი სილუეტი, წელის ხაზმა დაბლა დაიწია, გაჩნდა ღრმა ამოჭრა ზურგზე, პლისე და ტერფამდე და შემდეგ თითქმის მუხლამდე დამოკლებული კაბები და ქვედაბოლოები – რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.

უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მოდის ჟურნალებმა და ქალებმა მასიურად დაიწყეს  Vogue, The Queen, Gazette და Harper’s კითხვა. კორსეტების გაუქმება გითვლება ამ ეპოქის თავისუფლების სიმბოლოდ !

Anette Kellerman – პირველ ნაქსოვ საცურაო კოსტუმებს სთავაზობს 20-იანი წლების ქალბატონებს.

1921 წელს შანელი იწყებს ცნობილ ხაზს Chanel No 5, სამოსის სილუეტი ხდება გაცილებით თავისუფალი და ქამრით წელზე. 1925 წელს მუხლს ქვემოთ არსებული ხაზი ზევით იქევს და მომდევნო რამდენიმე წლის მანილზე მუხლს ზემოთაც კი ადის. სამოსს ამშვენებს ნაქარგები, ფოჩები (fringes) ქსოვილი არის მსუბუქი და გამჭვირვალე.

chanel line 20's-ის სურათის შედეგი

chanel line 20's-ის სურათის შედეგი

1920s fashion

პალტოები არის მძიმე და ტანზე ისე დგას როგორც კიმონო

უსახელო ბლუზონები, ამოჭრილი საყელო და პირველად მოდის სამყაროში – სვიტერი – ხდება ამ პერიოდის ჰიტი. ქვედაბოლოებს უჩნდებათ ნაკეცები, ბაფთები, ყვავილები, მძივები და ცოტა მოგვიანებით გეომეტრიული ფიგურებიც.

აქსესუარები:

 ბეწვი ხდება ამ ეპოქის  ქალების უსაყვარლესი მეგობარი. მოდაში შემოდის გრძელი ყელსაბამები, კანისფერი წინდები, ფეხსაცმელი რომელსაც აქვს კოჭთან შესაკრავი, რადგან ისინი ძალიან მოსახერხებელია ცეკვისათვის. ეს ეპოქა კი ცეკვების ერაა როგორც ვიცით 🙂 ქალბატონები მასიურად ესევიან სიგარეტს მუნდშტუკებით.

1920s fashion

თვალებზე მხოლოდ რუხ და შავ ჩრდილებს იყენებენ, ტუჩებზეც მუქ ფერებს, მეწამულს და ბურგუნდის. თმის ვარცხნილობებს ატარებდნენ  “a la garçonne” – ბიჭურ სტილში. ვარცხნილობა ითვალისწინებდა შუბლზე თმასაც, სწორს ან დატალღულს.

კოკო შანელი გახდა ეპოქის სახე და ქალბატონების ელეგანტურობის სიმბოლო. ზუსტად ამ პერიოდში იქმნება შანელის უცნობილესი  “little black dress”– მუხლამდე სადა შავი კაბა, მრგვალი ყელითა და გრძელი სახელოებით.

chanel 20's-ის სურათის შედეგი

სხვა ცნობილი დიზაინერები: SONIA DELAUNEY, JEAN PATOU, MADELEINE VIONNET

Jean Patou (1880-1936) French

JEAN PATOU-ის სურათის შედეგი

Madeleine Vionnet

Photo 44 from Madeleine Vionnet (1876-1975)

ეპოქის კერპები:

Anita Loos, Clara Bow, Louise Brooks, Marion Morehouse, Josephine Baker, Kiki de Montparnasse, Nancy Cunard, Coco Chanel

Marion Morehouse

Comments

comments

5 thoughts on “Fashion of 20’s – what did it look like

  1. ნინა says:

    მომეწონა, უბრალოდ ვერ ვაშეარებ ან ვალაიქებ

  2. nincho says:

    ძალიან საინტერესო პოსტი იყო საინტერესო ინფორმაციებით
    გემრიელად ჩავიკითხე

  3. ლილიკო says:

    პოპკორნი რომ მქონოდა გამისწორდებოდა, ისეთი სიამოვნებით ჩავიკითხე ეს პოსტი და გადავედი 20-იან წლებში.

    აი ამიტომაც ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგს, კარგ რამეებს წერ ხოლმე

  4. Taa says:

    მადლობა ყველას კომენტარებისთვის <3

    ლილიკო

    ვწერდი 🙁 რამდენი წელია უკვე აქტიურრად აღარ მიწერია ამ ბლოგზე 🙁
    ხანდახან ძალიან მენატრება ხოლმე.
    მადლობა, რომ ამდენი წლის განმავლობაში სულ შემოდიხარ და კითხულობ <3

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *