Archive for the ‘ბლოგოსფერო’ Category
საერთოდ ტეგ თამაშები და მითუმეტეს ასეთი შინაარსის არ მიყვარს
მაგრამ ვის, ვის და გაბოს (რომელმაც დამტაგა) ხათრს ვერ გავუტეხავდი და ვერ ვაწყენინებდი
ამიტომ ორიოდე სიტყვით დავწერ
ჯერ ერთი შევთანხმდეთ :დ რომ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, საღამოს 7 საათამდე – გამორიცხულია სადმე შეგხვდეთ.
მაგ დროს მე ჩემს ციხესიმაგრეს ვეკუთვნი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე
სად
სამსახურის გარდა შეიძლება შეგხვდეთ: კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, კიკვიძის ბაღში, კანდელაკის 6თან, ზოოპარკში – ბავშვთან ერთად
ღამის კლუბებში, პიცერიებში, კორპორატიულ ღონისძიებებზე, პრაიმ ფიტნესში, კინოებში – დიმასთან ერთად ან გოგოებთან ერთად
რითი
თუ ბავშვთან ერთად ვარ ჯინსით ან შორტით და ბოტასებით ან კეტებით
თუ მარტო ან დიმასთან ქუსლოჩკებზე მაგრამ ძირითადად მაინც შარვლებით
როგორ?
ძირითადად ჩემი დაბუდათი, სათვალეებით და მომღიმარი
მანქანა ძირითადად გაურეცხავი მყავს უდროობის გამო
ცუდ ხასიათზეც იშვიათად ვარ და ამიტომ თუ შემხვდებით მაშინაც ვიქნები მსიარული და ხალისიანი – თუ რამემ არ გამაბრაზა
რას?
ეს შეკითხვა რას ემსახურება არ ვიცი მაგრამ ძირითადად ვეწევი სიგარეტს
ამ ბოლო დროს კრეტეკებს
ვლაპარაკობ ბევრს ტელეფონზე (სამსახურის მერეც არ მასვენებენ)
მუსიკას (ძირითადად რადიოს) ვუსმენ მანქანაში
ვსვამ მარტინის
ველოდები AUDI TT-ს ოდესმე
ვისთან ერთად?
ამას დავასურათებ - აი ამათთან
გუშინ მთელი დღე საღამოს მოლოდინში ვმუშაობდი, ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა საღამოს 7 საათი და პავლოვზე AcidBar-ში როდის წავიდოდით მე დოდკა და ნინო. დოდკას უნდა ჩაეტარებინა მინი ლექცია ჩვენთვის სოციალურ მედიაზე.

8ის ნახევარზე შევიკრიბეთ, უგემრიელესი პიცა და ცეზარიც მივირთვით და უუუამრავი სილაპარაკეთ. თან ლექციაც იყო და თან არც იყო ლექცია, ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა.
რარაც ახლებიც გავიგე რამაც ძალიან მიბიძგა მოქმედებისკენ, დღესვე უკვე ახალი ნატების გვერდი გავაკეთე ფეისბუქზე, ასევე ვაპირებ ცვენს საიტს ჩავუჯდე პროგრამისტთან ერთად და რაღაცეები დავამატო.
გარდა ამისა ამ ბოლო დროს 3 პოპულარულ ვებ გვერდზე გავუშვი ჩვენი ბანერები, ასევე ერთობლივ აქციას ვაკეთებ Unicard-თან, ხვალ შეიტყობთ ამის შესახებ. მოკლედ რაღაცნაირად job oriented გავხდი ბოლო 3 დღეა და გუშინ კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეს გრძნობა.
ლექციის მერე დიმას მივაკითხე, ხატია და გიოს შევხვდით, პიცა შევუკვეთეთ ეისიდში ისევ, ჩემი რეკომენდციებით – მართლა ძალიან გემრიელი იყო დოდკას არჩეული პროშუტო. მერე მეც იგივე ვურჩიე დიმას, ვიყიდეთ რაღაცეები და ავედით კუს ტბაზე სადაც 2 საათამდე ვიყავით მგონი ღამის. ისე მეძინებოდა თვალებს ვეღარ ვახელდი, რის გამოც დღეს ფეისბუქზე ვწუწუნებდი რომ:
რა უბედურებაა, იმის მაგივრად რო ბავშვი აქ არ მყავს და დავისვენო და გამოვიძინო, 3ის ნახევარზე შევდივართ სახლში და ლამის ტანსაცმლიანად დავიძინო ხოლმე ისეთი დაღლილი ვარ :დ
არადა
MARTINI PARTY @TAA იყო ქართველი ბლოგერი გოგონების შეკრება
რამდენი ხანია მქონდა ეს იდეა რომ შევკრებილიყავით ბლოგერები, გოგოები, და გოგოები და ბიჭებიც ერთად, მაგრამ ვერ ვახერხებდი ვიკიკოს გამო.
ამიტომ როგორც კი გავისტუმრე ვიკი, დავგეგმე ეს შეკრება ჩემთან სახლში. ფეისბუქზე სადაც ყველა ბლოგერია თავმოყრილი დავასტატუსე რომ ვაპირებდი ასეთი შეკრების ორგანიზებას და ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდით მეთქი და იმისათვის რომ დისკომფორტი არ გვეგრძნო ადგილის გამო დავწერე მაქსიმუმ 10 ადამიანითქო. საბოლოოდ მსურველი 12 აღმოჩნდა და შევთანხმდით დროზე …
7ზე სამსახურიდან გავქანდი სახლში რომ დროზე მიმესწრო, დ გოგონებიც ნელ ნელა მოვიდნენ, ჯერ ქეთი და ნასტასია, მერე მაკა, პიკოლინა, დოდკა, მაგდუ და ბოლოს ნინო.
სიტუაცია იყიო ძალიან თბილი, საყვარელი, შინაურული და გემრიელი. ბევრი დავლიეთ, ბევრი მოვწიეთ და უამრავი ვიჭორავეთ. მე პირადად ძალიან მაგრად მესიამოვნა და დიდი მადლობა ყველას მოსვლისათვის.
კიდევ კრეტეკების დეგუსტაცია გვქონდა, ყველას მოგვეწონა ზოგადად მაგრამ ზოგს უფრო სავი ზოგს უფრო ალუბლის.
მაგრამ ყველაზე ყველაზე მაგარი მაინც ვილი იყო, ჩვენი საღამოს პრინცი, უუუსაყვარლესი და უმაგრესი წყნარი ბაია, ვიკიკო რომ ყოფილიყო გადაგვდგამდა, ვილი ძალიან ჯიგრობაა ამ საკითხში
თან ტავისით რო იძინებს ამან საერთოდ გამაგიჟა, მერე ცოტა რო დავბუხოვდი ვიკიკოს ნოსტალგიები შემომაწვა და ვილისთან მივქანდი, ვიკის საწოლში ეძინა – იმდენი ვეფერე და ვკოცნე რო რავი. მერე აქეთ გადმოვაწვინე და ერთად ვიწექით გემრიელად ჩახუტებულები, მაგრამ მერე ალბათ დასცხა და გაეღვიძა. ისსე გამისწორდა ვილისთან ყოფნა რო გოგოებიც კი მივატოვე- მაპატიეთ
მერე კიდევ ერთი სურპრიზი მელოდა, დიმა მოვიდა და პოკერებში ვიყავიო და ჯეკ პოტი მოვიგეო. ისე გამიხარდააააა … ჭკუაზე არ ვიყავი. დღეს წავალთ ბოულინგს ვითამაშებთ ლექციის მერე.
უკვე გამიჩნდა მეორე შეკრების იდეაც, რადგან დოდკამ დაასტატუსა ფეისბუქზე უსინდისოდ ვჭამეთ კალორიული სნეკებიო, ამიტომ დამებადა იოგა ფართის იდეა. მაგრამ გამოდის რომ ბიჭებს ისევ განე ვტოვებთ და ერთხელაც იქნება ამიჯანყდებიან
და კიდევ ერთი მინუსია ის რომ ადგილი არ გვეყოფა
ვაირლეს სივრცე გვინდა სადმე ბუნებაში და დიდი პროექტორი და ძალიან მაგარი გამოვიდოდა, მაგრამ ალბათ ეს განუხორციელებელი დარჩება
სათაურების მოფიქრება მკლავს ხოლმე, ამიტომ დავარქვი სათაური
სამსახურში მილიონი საქმე მაქვს ამ ბოლო დროს და შესაბამისად ვერც ბლოგზე ვწერ აქტიურად, ვერ ფორუმზე, ერთადერთი ფეისბუქზე შევდივარ ხოლმე რადგან FEბლოგერების მცირე ფართი დავგეგმე ჩემთან სახლში და რომ ვაკონტროლო ინფორმაცია.
ეტყობა რაღაცნაირად განათებებისათვის აქტიური პერიოდია, ყოველდღე უამრავი ხალხია, უამრავი აქცია წამოვიწყეთ ჩვენც, საკმაოდ შეკვეთები შემოდის და ამის გამო სახლში მივდივარ ხოლმე გახუნებული
საღამოობით მე და დიმა პოპკორნს ვყიდულობთ და ფილმებს ვუყურებთ ხოლმე.
გუშინწინ Gmart-დავლაშქრეთ, სიმართლე გითხრათ მაინტერესებდა მართლა ასეთი დაბალი ფასები იყო თუ არა – და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, ფასები ბევრ რამეზე (თუმცა არა ყველაფერზე) საკმაოდ დაბალია. Read the rest of this entry »
ადრე დავწერე უკვე რომ ორშაბათიდან დავიწყე იოგაზე სიარული და ვიცი რომ გოგოები ელოდებიან ამ პოსტს.
გუშინ მეორედ ვიყავი უკვე, ჩემი შეხედულებები და რჩევები
1. ძალიან მაგარია, ძალიან კმაყოფილი და ხალისიანი გამოვდივარ, ორგანიზმი ბევრად უფრო ელასტიური და პლასტიკური ხდება. თან ჩემი მასწავლებელი მაქებს კარგი მონაცემები გაქვს საკმაოდ მოქნილი ხარო და ვფიქრობ ხომ არ გავყვე ამ მიმართულებას მეთქი
2. თუ ვინმეს გონია რომ იოგით ვერ გახდება, ძალიან შემცდარა – 3ჯერ მეტად ვიღლები, სამჯერ მეტად არის სხეული დატვირთული + არ ჭამოთ ვარჯიშის მერე და იდეალური სხეული გექნებათ







