Archive for the ‘AUTO WORLD’ Category

ჯერ კიდევ კვირას მინდოდა ამ პოსტის დაწერა ცხელ-ცხელ შთაბეჭდილებებით, მაგრამ ვერ მოვახერხე და ახლა ვწერ.  ეს პოსტი არის გაგრძელება ჩემი პროექტისა, მაგრამ ამ თემაში ისევ წყნეთის “კოპალას” განვიხილავ.

შაბათს ვიკიკოს მამიდან და ბებიამ სურპრიზი გაგვიკეთეს მე და დიმას და ბავშვი დაიტოვეს მთელი ღამით, შესაბამისად ჩვენც მოგვეცა საშუალება საკმაოდ გვანამდე გავჩერებულიყავით სადაც გვინდოდა.

არჩევანი “კოპალაზე” გავაჩერეთ, წავედით მაკდრაივში, ვიყიდეთ 4 ბიგმაკ მენიუ 2-ის ფასად, 4ნი ვიყავით: მე, დიმა, ხატია და გიო. გემრიელად ვჭამეთ და დავაწექით წყნეთისკენ, პირველად ვიჯექი წყნეთის გზაზე საჭესთან და მიუხედავად ალაგ-ალაგ მოყინულებისა, საკმაოდ იულ გზად მომეჩვენა. არადა ბევრისგან გამიგია რომ საკამოდ რთული და ცუდი გზა არისო.

მივედით, ჩავიცვით ბოულინგის სპაციალური ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან მომწონს. ამოვიცვით ბახილები და შევედით. მე თავიდან ცოტა ცუდ ხასიათზე ვიყავი, დიმამ გამაბრაზა :) და ვერ ვთამაშობდი. მერე ნელ ნელა მოვედი ხასიათზე.

სიტუაცია ბოულინგ კლუბში არის ძალიან კარგი, ძალიან ყურადღებიანი მომსახერე ადმინისტრატორი და ტექნიკოსი. მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვი მიმტანებზე, ცოტა გაბნეულები არიან. ესპრესო არ ქონდათ, რაც ამხელა კლუბისთვის ცოტა არ იყოდ და დიდ მინუსად მომეჩვენა, თურქული ყავა შევუკვეთეთ და ისეთი საშინელება მომიტანეს, ბოდიშით და ცოტა მაკლდა გადმოფურთხებას. Read the rest of this entry »

chanel_concept_fiole

პოსტი ეძღვნება მაგდუს , დაე გვყოლოდეს მე და შემ ოდესმე ასეთი მანქანები

რა მაგრად უხდება წინ შანელის ლოგო, საოცრად !!!  :)

შანელის კონცეპთ ქარი – ასე ვუწოდებ მოდით, მაინც ყველამ იცის რას ნიშნავს, შექმნა კორეელმა ავტომობილების დიზაინერმა, ვინმე ჯინიანგ ჯო–მ, და მანქანას უწოდა სახელად Fiole. ულამაზესია, დამეთანხმებით ალბათ. ბრავო კორეელო :)

ყველა ლაქსერი და მოდური ნივთის მსგავსად, Chanel Fiole–ც არ არის პრაქტიკული და ფუნქციური :) , როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ავტომობილი.

სამაგიეროდ, ეს არის ზე–სტაილისსიმო, და უზომოდ პრესტიჟული ავტომობილი, რომლის ძირითად ხიბლს წარმოადგენს ბროლის ულამაზესი შანელის ლოგო მანქანის ცხვირზე და ასევე საბურავების დისკების ცენტრზე. ოხხ, რა სიამოვნებით ვივლიდი ამ მანქანით :(

მართალია, ჩანელის ეს ავტომობილი საკმაოდ გავს, ბეთმენის ბეტმობილს, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას რომ ეს არის მაინც შანელის ბრენდინგით და შესაბამისად უფრო “დერსკი”. თუმცა ბეტმობილის ბედს ესეც გაიზიარებს დავარაუდოდ და ბევრი დრო დასწირდება სანამ რომელიმე ავტოკონცერნი არ დათანხმდება მის რეალიზებაში. “ვიწყებ ფულის შეგროვებას, რომ ეს ვიყიდო როცა გამოვა :D :D :D :D :D :D :D :D :D :D   თუმცა მე დავიტოვებდი კარლ ლაგერფილდის იმედს, რომ შემდეგი სანელის სახლის ჩვენებაზე, იქნებ სადმე მაინც იდგეს ეს მანქანა. აი მაშინ უკვე საერთოდ გავაფანატებ ამ ადამიანზე.

 

მძაფრი შეგრძნებები მომენატრა …

რაღაც ისეთი, დაუვიწყარი და ამაფორიაქებელი რომ არის ხოლმე.

racing girlsრუსთავი მომენატრა, ძრავების ბღუილები, დასტარტვის მომენტი, 402 მეტრი, კარტინგის წრე, დანწვარი რეზინის სუნი და ის აყალ-მაყალი რაც იქ სუფევდა ხოლმე. სტრიტ რეისინგი და სინდიკატ რეისინგის პერიოდები მომენატრა, კარტინგის წრეზე ხან რომლის მანქანაში რომ ვიჯექი და ხან რომლის და აქეთ იქეთ რომ ვეხეთქებოდი ხოლმე :) დიმას ტურბინიანი ლანჩა მომენატრა, ყველას რომ უსწრებდა ერთი პერიოდი ვისაც დაუდგა. ნინჯა დელ-სოლი მენატრება, პატარა მოცუცქნული და მოშნი.

მოყვარულთა რალი მენატრება, რომლის მეორე ეტაპიც მიუხედავად ბრენდმოლის დაპირებისა მაინც ვერ შედგა :( რა მაგარი იყო, ნომრიანი გაბნეული მანქანები მთელი თბილისის მასშტაბით ჩეკპოინტებს რომ ვეძებდით ხოლმე და იქ კიდევ რამე დავალება რომ გვხვდებოდა ხოლმე. როგორ ველოდი მეორე ეტაპს :(

       ის დღეები მენატრება ქეთოსთან რომ ვცხვრობდით ხოლმე ვაჟაზე მე ქეთო და ეკა მარტოები. შუაღამეზე რომ წამოხტებოდით და ქალაქს წრეებს რომ ვურტყამდით, ძილის სურვილიც რომ არ გვქონდა. ხან აეროპორტში და ხან სად რომ აღმოვჩნდებოდით ხოლმე ღამის 3-4 საათზე. და ვაკის პატრულები რომ ზეპირად იცნობდნენ ქეთოს მანქანას. უძილო მზეთუნახავები ხართო ერთხელ ერთმა შეგვამკო კიდეც. — ღამის 3-4 საათზე პოპულში პელმენებს, რომ ვყდულობდით ხოლმე და მე რომ სულ დიეტაზე ვიყავი და მარტო მარტინი როსოს რომ ვსვამდი და ვუყურებდი ეს ორი ღორმუცელა როგორ ნთქავდნენ პელმენებს.

   სვიჩის პერიოდი მენატრება, ძაააალიან დიდ ფულებს რომ ვტოვებდით, ძალიან ბევრს რომ ვსვამდით და მერე ნახევრად უგონო მდგომარეობაში, მანქანით რომ მოვდიოდით ჩვენს საერთო სახლში. ის სახლი მენატრება, ვაჟას დასაწყისში რომაა და ყველა გავლა გამოვლაზე ძალიან ბედნიერ დღეებს რომ მახსენებს.

 Gun Girl Taa                                                        პირველი გასროლა მენატრება, თბილისის ზღვაზე მე და შაკო. გლოკით რომ მამეცადინებდა და ძალიან ნიჭიერი რომ გამოვდექი. მერე ერთმა პაკლოშკამ დიანას ტირში რომ ჩამიყვანა პეკინზე და სროლას გასწავლიო და თვალები რომ შუბლზე ავუყვანე ისე რო ვისროდი :) მაშინ ვალტერი მომცა ინსტრუქტორმა და შემაქო სწორად დგახარო. რა ამაყი ვიყავი ის სამიზნე რომ მოსწიეს და ის ქაღალდი რომ ჩამომიხსნა და სამახსოვროდ გამატანა, საუკეთესო ქულები იყო. მერე მე სახლში შაკოს მივუტანე და იამაყე რა მაგარი დისშვილი გყავარ მეთქი :)

ბოლოს როდის ვისროლე აღარც მახსოვს, ასტრა პარკის ტირს თუ არ ჩავთვლით. :(

  სარფის დღეები მენატრება, დიდი ტივტივა რომ ეგდო წყალში ნაპირიდან 200 მეტრში  და ლევანიკო თავით წყალში ჩახტომას რომ მასწავლიდა და უზომოდ რომ მეშინოდა და მაინც რომ ვხტებოდი ხოლმე.

 ღამის კლუბები მომენატრა, გამთენიამდე რომ ცეკვავ და გათენებისას ფეხზე რომ ვერ დგახარ დაგლილობისგან, მაგრამ საოცრად ნასიამოვნები და მსუბუქად გაბურანებული და კმაყოფილი რომ ხარ. ლონგ აილენდი, აბსენტი და რედბულ ვოდკა ლიმნით.

 კარტინგები მომენატრა, ყოველთვის ბიჭებთან ერთად რომ მიწევდა სიარული და მერე რომ მეწუწუნებოდნენ ხელს გვიშლი ტრასაზეო, არადა ამ დროს თავი მაგარი ვაძილა რომ მეგონა და რომ ვამაყობდი რა სწარფად დავქრივარ მეთქი :)

  ვიკიკოს პირველი გაფართხალება მომენატრა მუცელში, სუნთქვა რომ შემეკრა სიხარულისგან და სიყვარულისგან.

   ვიკიკოს პირველი დანახვა მომენატრა, პატარა შეფუთული გორგალი რომ დამიწვინეს გვერდით, ეს შენი შვილია და აჭამეო. პატარა, წითელი ცმაცუნა ტუჩებიანი არსება რომ იწვა გვერდით და სუნთქავდა. ვერაფერს რომ ვერ ვხედავდი ტირილისგან და მაინც რომ ვუყურებდი. ეს არსება ჩემი მუცლიდან ამოიყვანეს მეთქი?

  აუუუუფ ძალიან ბევრი რამე მენატრება

ვეღარც ვფიქრობ ისეთი დაღლილი ვარ სამსახურში უამრავი საქმით. მერე კიდევ განვავრცობ.

2006 – 2007 წლის დეკემბერი – იანვარი გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩვენს ურთიერთობებში.
უფრო სწორად მე მივხვდი რომ შემიყვარდა ადამიანი, რომლის შეყვარებასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
მთელი დეკემბრის ბოლო და იანვარი SRG (Street Racing Georgia) სულ ერთად გავატარეთ, ასეთი ერთსულოვანი ეს კლუბი არასოდეს ყოფილა, ყოველ დღე, ტოველ სარამოს, ყოველ ვიქენდზე, ხან ერთმანეთის სახლებში, ხან ერთმანეთის დაჩებზე, ხან ბირჟაზე, სულ, სულ ერთად ვიყავით.
მაქსიმალურად ვცდილობდით ყველაფერში დავხმარებოდით ერთმანეთს და არაერთხელ გამოგვივიდა კიდეც. ძალიან მაგარი დღეები იყო და ძალიან მაგარი მოგონებები მაქვს.
თავიდან დიმასთან იგივენაირად ვკონტაქტობდი როგორც კლუბის სხვა წევრებთან, მერე არ ვიცი რატომღაც ვიგრძენი რომ ერიდებოდა ცემთან ახლო კონტაქტს და ამან უფრო დამაინტრიგა. ნელ-ნელა, ნელ-ნელა აღმოვაჩინე რომ გაცილებით მეტს ვფიქრობდი ამ ადამიანზე ვიდრე სხვებზე, მერე დავფიქრდი, მივხვდი რო 1 დღეც თუ არ ვნახავდი რაღაცნაირად მენატრებოდა, რა საბაბს არ ვპოულობდი ხოლმე რო დამერეკა, მაშინ მე მანქანა არ მყავდა და თუ სადმე მივდიოდით ყველანი დიმას მანქანაში ეგრევე ჩემი ჩანთა იდო ხოლმე, მერე ნელ ნელა შეეჩვია ყველა რო იქ მე ვიჯექი და აღარ მეცილებოდნენ :D
უზომოდ შემიყვარდა PiterFM_ის საუნდტრეკი Город 312 – Вне зоны доступа , რაც დიმას მობილურზე ეყენა ზუმერად.

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=tImMp4F_9jw]


იანვრის ბოლოს უკვე ზუსტად ვიცოდი რო ეს ადამიანი ძალიან ძალიან მიყვარდა და ყოველ დღე უფრო ვრწმუნდებოდი ამაში. ეხლა უნდა გამერკვია მისი გრძნობები.
მაგ პერიოდში გურიჩას მანქანა ჩამოუვიდა და დიმა და გურიჩა წავიდნენ 2 დღით ფოთში
………….. არ მახსოვს ის 2 დღე როგორ გავძელი რო დიმას  არ ვნახულობდი, სამსახურსი იმენნა ვერ ვმუშაობდი, სულ მაგათ ვურეკავდი, ხან ვითომ როგორ მგზავრობდნენ, ხან ვითომ როგორ ჩავიდნენ, ხან საბაჟოზე პრობლემები ხომ არ შეექმნათ, მერე მანქანა როგორ მოეწონათ და ა.შ. მიზეზს რა დალევს ადამიანს თუ ფანტაზია გაქვს :D
ნუ ბოლო-ბოლო ჩამოვიდნენ და რესპუბლიკის მოედანზე მოვიდნენ ბირჟაზე, იასნია ერთი ფეხით რო სამსახურიდან გამოვედი, მეორე ფეხით უკვე რესპუბლიკის მოედანზე ვიყავი. შოთის ვთხოვე ჩემს თანამშრომელს და თავისი ბაიკით წამებში მიმაქროლა.
დიმა რაღაც ძალიან ჩვეულებრივად, სხვათაშორის შემხვდა, იდგა იქ სიგარეტს ეწეოდა და რარაცეებს უყვებოდა ბიჭებს…
ძაააააან გავბრაზდი, გავბრაზდი კი არა გავმწარდი, მეთი მე შენ გასწავლი ჭკუას მეთქი …
მე ხომ მსოფლიო ეგოიზმის შემოტევები ხშირად მემართება და ასეთ იგნორს როგორ ავიტანდი ?????

ნუ ამის მერე ხო საერთოდ თავს არ დავანებებდი :) მოკლედ ყველანაირად ვცდილობდი რომ ეს ბიჭი დამებრუნებინა ჩემი თავისთვის :D
სადღაც თებერვლის დასაწყისში ჩავატარეთ SRG_ს ტურნირი ბილიარდში საბილიარდო RIO_ში
ძააან მაგარი დრო ვატარეთ ძაან გავერთეთ. ფინალში მე და ერთი ბავშვი გავედით და ფინალი მომიგო.
მერე ნელ ნელა დანარცენებიც დაიშალნენ სახლებში, დავრჩით მხოლოდ მე დიმა, ფრანცუზა და გურიჩა.
მე დიმას ვეთამასებოდი მაზიანებზე, ტავისი სურვილი იყო რო სურვილებზე ვითამაშოთო, დღემდე არ ვიცი რას ისურვებდა :)
მე მოვუგე ხოდა ეხლა უკვე სურვილები მქონდა :) ჰა-ჰა-ჰა :ბოროტისმაილი:
აი როდის და როგორ გამოვიყენე ეგ სურვილი —————— წაიკითხეთ შემდეგ ნაწილში :D :D :D :P :P :P

2006 წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ძალიან ბევრი ცვლილება მოიტანა.
მარტში ისევ გახსნეს ცემი სამსახური და დავბრუნდი, ბევრად უფრო გაბანძებული სიტუაცია და დაკლებული ხელფასი დამხვდა, ძლივს გავძელი აგვისტომდე. აგვისტოში მე და ნატა ჩემი თანამშრომელი ბათუმში წავედით, 2 უუუმაგრესი კვირა გავატარე, ყოველ ღამე პროზაკში გათენებამმდე, მერე დღისით ხან სარფში, ხან გონიოში, მერე რალიც ჩატარდა ბათუმში. მოკლედ ყველა მხრივ მრავალფეროვანი იყო ეს 2 კვირა.
აგვისტოში ცამოვედი თბილისში, წამოვედი სამსახურიდან და ისევ ბათუმში დავბრუნდი ამჯერად უკვე მარტო და 3-4 დღე გავჩერდი, ხან ჩემს მამიდაშვილთან ვრჩებოდი ხან მეგობრებთან მაგრამ დაუვიწყარი 4 დღე იყო, ესეც იმიტომ ჩავედი რომ რომელიღაცა სუპერ-დუპერ DJ ჩამოდიოდა რომლის გამაზვაც არ მინდოდა. აი ეს 4 დღე იყო რაღაც ძაან ბოჰემური, მხოლოდ 1 ჩანთა ტანსაცმელები, დაუგეგმავი ღამეები, მთავარია დღისით მთელი დღე პლიაჟზე ხარ და ღამე მთელი რამე პროზაკში, დალშე ეს ჩანთა ხან სად რცებოდა და ხან სად. ძირითადად თეოსტან ცემს მამიდაშვილთან ეგდო, მივდიოდი ვიბანავცებდი და მერე პლაჟზე ერთად ვგაზავდით ხოლმე მე და თეო. ტეოც ავიყოლიე კლუბურ ცხოვრებაში და ჩემთან ერთად დამყავდა ხოლმე. ბავშვს მამიდაჩემს ვუტოვებდით.

Taa, DJ All Star, Dobo and the boy  (სახელი არ მახსოვს)

Picture 186

ბათუმიდან რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე რომ ვიწყებდი ახალ ცხოვრებას, ავედი ბაზრობაზე ვიყიდე ახალი ტანსაცმელები, დავაგზავნე CV_ები ყველგან სადაც მომეწონა, ახალ სამსახურს ვეძებდი, შევიცვალე ვარცხნილობა და იმიჯი და წავედი 1 კვირით სიონში ხატია და დათოსთან ერთად.
ჩემს ისედაც უსაშველო ზაგარს, სიონში კიდევ მივუმატე, ძაან მაგარი დღეები იყო, სიონში უკვე დამსვენებლები აღარ იყვნენ და რამე სასტიკად ციოდა ხოლმე, შუადღეზე კიდე ტბაზე დავდიოდით, მიუხედავად ხატიას ორსულობისა.
ამასობაში დაიწყეს რეკვები ჩემთან სამსახურის თაობაზე, ერთ 8-9 ადგილას ვიყავი მგონი გასაუბრებაზე, ამის შესახებ მთელი პოსტი მაქვს დაწერილი:

http://tatushka55.wordpress.com/2009/05/02/jobs-in-tbilisi/

ხოდა ბოლოს არჩევანი შევაჩერე ახალ ნათებაზე, სადაც დღემდე ვმოღვაწეობ.
ამ პერიოდში ვნახე დიმა უკვე 8 თვის უნახავი, ზალიან შემთხვევით.
სტრიტრეისინგის ბირჟა ამ დროს უკვე მე9 საავადმყოფოსთან იყო გადასული და ძირითადად ბირჟაობით შემოიფარგლებოდნენ, სერიოზული დვიჟენიები არ ხდებოდა, გარდა დიმას პროექტისა.

133121

დიმას მაგ პერიოდში ახალი მანქანა უყიდია HONDA DEL SOL, რომელიც დაატურბინა და გახდა NINJA
ჩემი უსაყვარლესი მანქანა მომავალში :)
NINJA კიდე იმიტომ გახდა რო დიმას ნიკი იყო სტრიტრეისინგში.

ხოდა ერთ საღამოს მე, ჩემი დაქალი და თავისი პაკლო მაგ ტერიტორიაზე მივდიოდით რო დავინახე ყველანი ბიჭები იდგნენ და პატრულის მანქანები ბევრი. ეგრევე გავაჩერებინე ამ ტიპს მანქანა, მეთქი მე აქ ვრჩები თქვენ წადით უჩემოდ.
გადმოვედი, ვნახე ბიჭები, თურმე ეს პატრულები დიმას ეზებდნენ თავისი მანქანითურთ, ტურბინიანი მანქანით ისე სწრაფად უვლია ქუცებში რო ბევრი პატრული აეკიდა და ყველას გაექცა და იმენნა ძებნა გამოაცხადეს.
ხოდა დიმას მოუსწრია, მიუყენებია მანქანა მე9_სთან სანამ პატრულები გაიჩითებოდნენ და გადმოსულა, ჩაუკეტია.
მოვიდნენ პატრულები გაჩითეს ეს მანქანა, მაგრამ ყველამ თქვეს რო არ იცოდნენ ვისი იყო, და რო მძღოლი იქ არ იყო, არადა დიმაც იქ იდგა და იმენნა ბაზარი გაუბეს პატრულებს.
ამასობაში მეც მივედი და მეც ჩავერთე, მაგრად გავერთეთ მახსოვს, რარაცეებს ებაზრებოდნენ ბიჭები და ეკაიფებოდნენ იმ პატრულებს, ისინი გაგიჟებული იყვნენ ვერცერთი მანქანა ვერ დაეწიაო რა აქვს ასეთი ამ პატარა მანქანასო.

მაგ დღეს რაღაცნაირად დიმასთანაც საკაიფოდ ვიკონტაქტე, დაინტერესდა რას შვებიო, რარაცეები, მერე მაგის მერე ერთიორჯერ მესინჯერშიც მელაპარაკა, მერე მე რო სტუარდესობაზე ბოლო ტურსი აგვედი მაგ დღეს ვნახე, დიმა სპარკო და პეპე და მაგანაც მითხრა მაშინ რო მოვუყევი ესე-ესე მეთქი, რო რა გინდაო საქართველოს თვითმფრინავებში იმენნა არ ღირს სტუარდესობაო.
ამ პერიოდში მე BMW CLUB GEORGIA_ს წევრი გავხდი, პირველად დავარეგისტრირე ჩემი ნიკი თაა, რომელიც იმის მერე სულ თან დამაქვს :D
მაგ წელს ბათუმში მეძახდნენ კლუბერები თაას, თათას ნაცვლად, უფრო მოკლედ და მარტივად ჟღერსო და მეც დამევასა თაა და დავიპატენტე ყველგან ნიკებად :)
სადღაც ოქტომბერ – ნოემბერში, მაშინ როდესაც სტრიტრეისერების ჩამიჩუმი არ ისმოდა ქალაქში, BMW CLUB GEORGIA საკმაოდ მოძლიერდა და ზალიან პოპულარული გახდა, ხალხი აქტიურად დადიოდა ჩვენს ტუსოვკებზე, ბირჟებზე, ერთხელ ღამის რუსთავიც მოვაწყვეთ, ერთხელ მინი დრაგი შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ, რომელიც კინაღამ ძაან ცუდად დაგვიმთავრდა. მაგ პერიოდში სტრიტრეისერებსაც საკმაოდ ხშირად ვპატიჟებდით და ისინიც მოდიოდნენ.
მერე ნელ ნელა სტრიტერებიც გააქტიურდნენ, კონკურენტმა კლუბმა ცოტა გამოაფხიზლა, მე უკვე რაღაცნაირად ორ წყალს შუა ვიყავი, სტრიტერებთან მანანდე ტელი 1 წლის ურთიერთობს და მეგობრობის ისტორია მქონდა და ისევ მათკენ მიწევდა გული. თვითონაც სულ ცდილობდნენ რომ ყველა მათ შეკრებაზე ვყოფილიყავი და
რო გადავსულიყავი მათთან.
ზუსტად დეკემბერში, საბოლოოდ გადავწყვიტე ისევ სტრიტერებთან ყოფნა, თავიდან ძალიან მიჭირდა ბეემვეშნიკების დატოვება ბევრი კარგი ადამიანი და მეგობარი მყავდა მანდ, მაგრამ მერე ერთმა პატარა სულელურმა ინციდენტმა ეს ყველაფერი იოლად გადამაწყვეტინა.
მე წამოვედი BMW CLUB GEORGIA_დან და დავუბრუნდი STREET RACING GEORGIA_ს
ზუსტად 24 თუ 26 დეკემბერს ჩავატარეთ უუუსერიოზულესი დრაგ რეისინგი პირველად საქართველოში

flyer_test
პირველად ღამე რუსტავის ავტოდრომზე, განატებებით და ხელნაკეთი შუქნიშნით, რადიო ბიტ FMის მხარდაჭერით, ზაალიან მაგარი ივენთი გავაკეთეთ.
ყველაფერი დრაგისთვის იყო ჩვენი ხელებით გაკეთებული, გვიან ღამემდე გურიჩას გარაჟში ბიჭების ნაწილი და ხანდახან მეც ვაწყობდით ამ ყველაფერს, ვგეგმავდით, ტექსტებს ვწერდით, ფლაერების და პოსტერების დიზაინს ვათანხმებდით, რადიო რეკლამის ტექსტი დავწერე და ძაალიან მაგარი გამოვიდა.
ძააან მაგარი ივენტი იყო, ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა, უამრავი ხალხი იყო, ერთადერთი ცუდი იდ იყო რო ზალიან ციოდა, უზომოდ და უგონოდ ციოდა. დრაგი მე მიმყავდა საკმაოდ მთვრალ მდგომარეობაში. სხვანაირად ვერ შევძლებდი, ვერ გავძლებდი იმ სიცივეში…

To Be Continued …

ვაგრძელებ ლავ სტორის :)
ამის შემდეგ დიმა კიდევ კარგა ხანი არ მინახავს, მხოლოდ მესინჯერში ვკონტაქტობდით ხოლმე და ღამე გვიანამდე ბილიარდს ვთამაშობდით ხოლმე ონლაინ.
მე ვემარიაჟებოდი რო მაგრად ვთამაშობ მეთქი. მერე საუბარს მოყვა და დაგავწყვიტეთ რომ ერთმანეთის სწავლებას დავიწყებდით, მე უნდა მესწავლებინა ბილიარდის თამაში და დიმას მანქანის ტარება.
არ მახსოვს 2 თუ 3 კვირის მერე შევხვდით და წავედით რუსთავში. ეს იყო მეორე ნახვა დიმასი, მანქანაზე დრაკონები უკვე აღარ ქონდა :) არ მევასებოდა ის დრაკონები მაგრად :D
ჩავედით რუსთავში, მიხსნიდა რაღაცეებს, დავდიოდი, დავდიოდი, ხან უაზროდ ვუხვევდი, ხან ნორმალურად, ხან საფრთხეს ვქმნიდი, მაგრამ ეს იჯდა ისე მშვიდად თითქოს ტელევიზორში იყურებს ამ ყველაფერსო. გამიკვირდა და ვუთხარი კიდეც, სხვები სულ მეჩხუბებოდნენ ხოლმე რაღაცეებზე და შენ რა მშვიდი ყოფილხარ მეთქი.
მერე თვითონ დაჯდა მანქანაზე და კარტინგის წრეზე დაქროდა, ძალიან მაგარი გრძნობა იყო მოსახვევებში შესვლა.
მერე ღამდებოდა და წამოვედით სახლისაკენ.
ამის მერე რაღაც პერიოდით ისევ მესინჯერში გადავინაცვლეთ.
1 -2  კვირის მერე რუსთავში ისევ რაღაც ივენტი იყო დანიშნული, ხოდა ლევანიკო ვერ მოდიოდა თავისი მანქანით და ფორუმზე დავწერე ვინმემ წამიყვანეთ მეთქი. დიმამ მე წაგიყვანო, თან ჩემი სახლი უკვე იცოდა, ხო მომიყვანა იმ დღეს და მომაკითხა კვირას დილით და წავედით. საღამოს რუსთავის მერე ეისიდში შევედით ოპერასთან ვჭამეთ, მაგრად გვშიოდა და მაგარი დაღლილები ვიყავით, ცოტა დავისვენეთ, ვსაუბრობდით და მერე წავედით საბილიარდოში, მანდვე კლაპშტოსში.
ნორმალურად თამაშობდა, მაგრამ მე მაინც ვუგებდი, მერე რაღაცეები ვიუმნიცე და ვასწავლე :D
მოკლედ კაი დღე იყო და რაღაცნაირად ძალიან დავახლოვდით, დილის 10დან რო ღამის 9-10 საათამდე მთელ დღეს ერთ ადამიანთან ერთად გაატარებ, უკვე ბევრს იგებ მის შესახებ და ეცნობი კიდეც მის პიროვნებას.
მაგრამ მაშინ რამე გრძნობაზე არც კი მიფიქრია, ვერთობოდი და ყველაფერი კარგად იყო. არავინ არაფერს არ მთხოვდა, არავინ ბეჭედს არ მაცმევდა ძალით თითზე, და ყველაფერი ძალიან მარტივად იყო.
არ ვიყავი არანაირად მაგ დროს მზად არანაირი სერიოზული ურთიერთობებისათვის, მარტო ცოლქმრობაზე კი არა შეყვარებულობანაზეც კი. ძალიან მაღიზიანებდა ვალდებულებები ადამიანების წინაშე. და საერთოდ გათხოვებაზე თუ ვფიქრობდი, ვიცოდი რომ ეს 40 წლის ასაკისკენ მოხდებოდა, იმიტო რო “ნუ მაინც მარტო რო არ დარჩე ცხოვრებაში” – პონტში.
მაშინდელი დიმა თავისი მანქანით

9NDBS5CAM2P89ICAQHQ9GFCAXKQYO6CAMULNSFCASJIZM9CA8VCWZOCAQJJF98CARO7XDECA0HEWSFCAOIM66UCAAFNH7ZCABVQL34CAWIGPJXCAVDOBOFCA5RRBDSCAWQUW5FCARUBDGNCA3PITC2CAKXXPGL

ამის მერე უკვე სულ დიმას დავყავდი ხოლმე რუსთავში, საღამოობით ბილიარდს ვთამაშობდით ხოლმე, მერე დავიწყეთ სონეტომანიობა, ვაკე-საბურთალოზე რო “სონეტი” იყო მანდ დავიწყეთ სიარული ყველა პარასკევს და შაბათს და კოსმოშიც.
მაგ პერიოდში გავიცანი Fრანცუზა, ნიკა, საშა, და სხვა დიმას ძმაკაცები.

და დავდიოდით ბევრნი ერთად ყველგან, მე თაკო, ქეთო, ეკა, ხატია, დიმა და ბიჭები. ზალიან კარგი პერიოდი იყო, ძალიან ბევრი ლამაზი და მხიარული დღით სავსე, მერე ნელ-ნელა გაჩნდა სიმპატიები, გრძნობები, უკვე სხვა დატვირთვა ქონდა ხოლმე ჩვენს შეხვედრებს, უფრო თბილი და სხვანაირი იყო, უკვე ნელ-ნელა ბანდებით სიარული აღარ გვსიამოვნებდა და მარტო გვინდოდა ხოლმე ყოფნა. თიტქმის ყოველდღე ერთად ვიყავით, დავქროდით მანქანებით, ვგიჟობდით, სუარამეზე აეროპორტის ტრასაზე მივდიოდით ხოლმე და ვეგონკავებოდით ვიღაცეებს, ამ დროს უკვე მანქანა გამოცვალა დიმამ და ლანჩა ყავდა 2.0 ტურბო და ზაან მაგრად დადიოსია.
რუსთავში უმეტესობას უსწრებდა ხოლმე, განსაკუთრებით ერთი დღე მამახსოვრდება, ერთად ვიყავით წასულები და ქვედა პრიამიჩოკზე ძაან ბევრ მანქანას დაუდგა და ყველას გაასწრო, იფფ ისეთი კმაყოფილი სახით ვიჯექი გვერდით ვერ აგიღწერთ.
ამასობაში ზამთარიც მოვიდა25 დეკემბერს ხატიას დაბადების დღეზე წავედით მცხეთასი ქეთოს მანქანით, ძააააან “ზე” დრო ვატარეთ, მააგარი დავლიეთ ყველამ, რარაც რესტორანი ქონდა დახურული ხატიას და მარტო ჩვენ ვიყავით ძაან დიდი სასტავი. ნახევარზე მეტი აქედან მოცეკვავეები იყვნენ და მაგრად გავერთეთ ერთი სიტყვით. მანდვე მოხდა ერთი ღირსშესანიშნავი ფაქტი: მე და დიმას პირველი კოცნა, მაგრამ ისეთი მთვრალები ვიყავით რო მხოლოდ ფაქტი მახსოვს, კოცნა როგორი იყო არ მახსოვს :D
ამიტომ ჩვენს პირველ კოცნად ყოველთვის სხვა კოცნას ვთვლი ხოლმე, მაგაზე მოგვიანებით.
ხოდა ასე ნელ-ნელა აღმოვჩნდი სასიყვარულო ინტრიგაში გახვეული, მერე 30ში დიმას დაბადების დღე იყო, კოსმოში გადაიხადა, კარგი დრო ვატარეთ.
ამ პერიოდში ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი, ცემი სამსახური დროებით იყო დახურული ფინანსური პოლიციის მიერ, რამდენიმე თვის მერე გახსნეს, და სახლშიც საერთოდ ვერ ვჩერდებოდი, რაც დედაჩემში საკმაოდ ნერვიულობას და გაღიზიანებას იწვევდა და ამას მერე ყოველდღიური ჩხუბები მოყვებოდა ხოლმე. სახლში მოსვლა საერთოდ არ მინდოდა ხოლმე, სულ ვჩხუბობდით მე და დედაჩემი. არ მოსწონდა ასე არმა-დაღმა რო დავქროდი თურმე :)
დეკემბრის ბოლოს რაღაცა მოხდა, რარაცა შეიცვალა ჩემსი, ალბათ ისევ ის თავისუფლების გრძნობა, უცებ მივხვდი რომ ისევ რაღაც ინტრიგაში ვიყავი გახვეული, თან ძალიან ძალიან მაგარ და ღირსეულ ადამიანთან, იმდენად კარგ ადამიანთან რომ იმის გაფიქრებაც კი მაგიჟებდა რომ ჩემი ხასიათი თუ გაიღვიზებდა – მე ამ ბიჭს გულს ვატკენდი .
ირონია სუდბი_ო ამბობენ და ეს ტკენა მართლაც ძალიან მალე მოვიდა.
კაკ ნა ზლო, ზუსტად ამ დროს გამოჩნდა ჩემი ყოფილი, რომელთანაც საბოლოოდ არ მქონდა ანგარიში გასწორებული და 2:1 მის სასარგებლოდ იყო, მე კიდე ესე არ შემეძლო. თან რაღაცნაირად კიდე მაკავშირებდა რარღცა იმ ბიჭთან.
ხოდა პარალელურად ერთი-ორჯერ დათოს სევხვდი, შევხვდი და მივხვდი რომ დიმასტან სასწრაფოდ უნდა გამეწყვიტა კავშირი ვიდრე რამეს ტვითონ გაიგებდა და ზალიან გვიანი იქნებოდა. იმიტო რო უსინდისობა იყო ცემის მხრიდან, მაგრამ მიუხედავად ამისა ვერ გავბედე რამე მეთქვა.
ამ პერიოდში ხან რას ვიმიზეზებდი, ხან რას და დიმას ზალიან იშვიათად ვხვდებოდი ხოლმე, არ ვიცოდი როგორ მეთქვა. ან რა მეთქვა…

To Be Continued …

ჩემი ბლოგის მკითხველები ჩემს ოჯახს უკვე საკმაოდ კარგად იცნობენ, ახალ მოცუცქნულ წევრსაც და საერთოდ ბევრს ვწერ ჩვენს შესახებ.
მიყვარს ჩემი პატარა ოჯახი, ჩემი ქმარი და ბაია. ვერ წარმომიდგენია ამათ გარეშე ცხოვრება …

მაგრამ ყველაფერი ყოველთვის ასე არ ყოფილა …

იყო დრო როდესაც მივეკუთვნებოდი ადამიანთა იმ კატეგორიას, რომლებიც “დღეს რა ვქნა, დღეს სად წავიდე, დღეს სად გავერთოს” გარდა არაფერზე არ ფიქრობენ
მართლა ეგეთი ვიყავი, ფეხზე მეკიდა ოჯახი, სამსახური, კარიერა,ნათესავები, რას იტყვიან მეზობლები :D (ნუ ეს ეხლაც მაგრად მკიდია)
და საერთოდ ყოველთვის ვაკეთებდი იმას რაც მე მინდოდა, ან ფარულად ან აშკარად, არასოდეს არ ვფიქრობდი შედეგებზე, არასოდეს არ ვნანობდი შეცდომებს, და არასოდეს ვტიროდი. არ გამაჩნდა მიზანი გარდა გართობისა, გულაობისა, დროსტარებისა.
არ მესმოდა დედაჩემის როცა ღამე გვიან მისულს უმეტესად მღვიძარი დამხვდებოდა ხოლმე და ყვირილზე გადავდიოდი როცა აგიტაციების ჩატარებას იწყებდა.
ბოლოს მოხდა ისე რომ ერთი ასეთი კონცერტის შემდეგ 3 დღით სახლიდან წავედი და ვიდრე თვითონ არ დარეკა და არ შეეგუა რო ეგეთი ვიყავი არც ვაპირებდი სახლში დაბრუნებას.
ვმუშაობდი რობოტივით, არ მიყვარდა ჩემი სამსახური, ვმუშაობდი მხოლოდ იმისთვის რომ მეყიდა კიდევ ერთი ახალი ზმანი, კიდევ ბევრი კოლოფი სიგარეტი და წავსულიყავით ყველგან სადაც კაი პონტი იყო :)
არ ვუყურებდი სერიოზულად არც ერთ ჩემს “პაკლონნიკს”, ვაფასებდით იმის მიხედვით ვინ უფრო მაგარი ტიპი იყო ზმანით, ქცევით და ღამის კლუბებში თუ დადიოდა და ბილიარდს თუ თამაშობდა საკაიფოდ.

340 გრადუსით შეიცვალა ჩემი ცხოვრება, ინტერესები, გრძნობები, მიზნები, მისწრაფებები, დარცა მხოლოდ 20 გრადუსი – მე და ჩემი თვისებები, რომლებიც მაშინაც მქონდა.
მიუხედავად ამხელა ცვლილებისა დღესაც კი არ ვნანობ არც ერთ დღეს ჩემს ცხოვრებაში, არც ერთ არასწორად გადადგმულ ნაბიჯს, არც ერთ ჩხუბს დედაჩემთან თუ სხვებთან გადატანილს, იმიტომ რომ ყველაფერმა ამან მომიყვანა აქამდე როგორიც ეხლა ვარ.
იმიტომ რომ ყველა ფაზას ლოგიკური დასასრული აქვს, და ყველა დასასრულის შემდეგ ახალი ფაზა იწყება ცხოვრებაში.

სწორედ ესეთი PATRY GIRL_ები ვიყავით მე და ჩემი დაქალები, როცა დიმა გავიცანი.
2005 წელი იყო, დროებით ჩემი სამსახური დაკეტეს და სანამ გახსნიდნენ აქტიურად ვიჯექი ფორუმებზე და ბირჟებზე.
ეს ხდებოდა ოქტომბერში, მანამდე აგვისტოში ქობულეთში გავიცანი სნიკერსა და ედო, და რადგან მანქანებზე და რეისინგზე მაშინ უკვე მაგარი გაჭედილი მქონდა, მათი გაცნობა ბედნიერებად ჩავთვალე.

TAA (50)
თბილისში რომ ჩამოვედი , აქტიურად ვკონტაქტობდი მათთან, ხან რესპუბლიკის მოედანზე, ხან კუს ტბაზე ხან ფორუმებში. მერე ლევანიკო და ანდროსთან ერთად რუსთავში დავიწყე სიარული გონკებზე, დავდიოდი ძალიან აქტიურად და საერთოდ ავტოსპორტმა გამიტაცა ძალიან ღრმად
მთელი დღეები მათთან ერთად ვბირჟაობდი 55 სკოლასთან, ან რუსთავში კვირაობით, ან ფორუმზე ავტომობილების განყოფილებაში.
ოქრტომბრის ერთ კვირა დღეს ფიგურკა იყო დანიშნული რუსთავში, მე ანდრო და ლევანიკოსთან ერთად წავედი, ძაააალიან მაგრად წვიმდა და ციოდა.
გავიყინე, ლევანიკოს კურტკაც მე  მეცვა მაგრამ მაინც
კიდე კაი კეპკა მქონდა წაღებული თორე საერთოდ დავლბებოდი, ხოდა ასე კეპკით და ფოტოაპარატით იმენნა სერიოზული ფოტორეპორტიორივით დავდიოდი მთელი ტრასის ტერიტორიაზე, ვიღებდი სურათებს, ვიდეოებს.
ძალიან მაგარი დღე იყო და ძალიან მაგარი სანახაობა.
სახლში მოვედი თუ არა, ეგრევე სურათები შევყარე კომპში და დავიწყე ფორუმზე ატვირთვა, და ვიდეოების დადება.
მაშინ 4 ადამიანის გარდა არავისნ არ იცოდა ვინ ვიყავი, არავინ არ მიცნობდა, გოგო რო ვიყავი ეგ საერთოდ არავინ არ იცოდა.
ეს ის პერიოდი იყო რუსტავის ტრეკზე ჯერ კიდევ 3-4 გოგო რო დავდიოდით ხოლმე.
საღამოს ფორუმზე მთელი სჯა-ბაასი და განხილვა მიმდინარეობდა იმდღევანდელი გონკების, მიდიოდა ფოტო და ვიდეომასალის გაცვლა-გამოცვლა
ვუგზავნიდი რეისერებს რომლებიც ვიცოდი მანქანების მიხედვით რომლები იყვნენ.
უკვე კაი გვიანი იყო (უმუშევრობის გამო რამის 4-5 საათამდე არ ვდგებოდი კომპიდან) რომ მომდის PM ვინმე gangsta_სგა, მთხოვდა ყველა ვიდეომასალა სადმე ერთად ამეტვირთა და მიმეცა მისთვის.
არ ვიცოდი ვინ იყო, არ აქტიურობდა იმ პერიოდში ძალიან და ამიტომ შენ ვინ ხარ მეთქი, დავუბრუნე კითხვა პმ_შივე, რასაც საკმაოდ უხეში რეაქცია მოყვა, ტიპა: რა ნმიშვნელობა აქვს ვინ ვარო თუ რაღაც მაგდაგვარი, დღევანდელი ვიდეოები მჭირდება და თუ გაქვს მომეციო.
ეეეე, მეთქი აი ეხლა ამას მივუჩენ თავის ადგილს, და ნუ დავიწყე ზრდილობის გაკვეთილებით, მერე გადავედი მანდილოსნებზე (:D სადღეგრძელოსავით) , ზაან გაუკვირდა ბიწი მეგონეო, ნუ დილის 4 საათამდე ვიპიემეთ, მერე ICQ_ები გავცვალეთ, უკვე ვიცოდი რომ სტრიტ რეისინგის წევრი იყო და წიტელი სივიკით გამოდიოდა იმდღევანდელ შეჯიბრზე, რომელზეც დიდი დრაკონი ეხატა, გამოვარდა იმიტომ რომ მოსახვევში მანქანა მოუცურდა, მერე ვუყურე კიდეც მაგის ვიდეოებს, მითხრა რო დიტო ქვია. ამაზე დავამთავრეთ და დავიშალეთ, ნუ ვიდეოები რა თქმა უნდა გავუგზავნე.
მერე ხანდახან ვსაუბრობდით ხოლმე, მაგრამ არა ინტენსიურად, ბოლოს ერთხელ ცეკვაზე ვიყავი და ცუდ ხასიათზე წამოვედი, და ავედი ეგრევე 55სთან, რა თქმა უნდა ყველანი მანდ იყვნენ, თან იმენნა ყველანი, სნიკერსამ ყველა გამაცნო ვისაც არ ვიცნობდი და ხალხი შოკში ჩავარდა რო გაიგეს რო TT+ გოგო იყო, არავინ არ ელოდა :D
მანდვე გავიცანი პირველად ვიზუალურად დიმა, თვის მანქანასთან იდგა, მოვიდა გავიცანი, გადაპარსვის შემდეგ ახალამოსული თმებით და გამოკვეთილი სლავიანური გარეგნობით. არადა ICQ_ში დიტო ბენდელიანი თუ რაღაც ეგეთი ეწერა. ცოტა ხანი ვიდექით ვსაუბრობდით, მაგრამ მერე მე ედოს გავყევი რისტაველზე დისკების წამოსაღებად და რო დავბრუნდით ეგენი უკვე არარ იყვნენ.
ასე შედგა ჩვენი გაცნობა …

To be Continued  . . .