Archive for the ‘ცხოვრება მშვენიერია, LIFE IS WONDERFUL’ Category
არ გეგონოთ ეხლა რო გრჩიხაზე ვაპირებდე წერას
არავითარ შემთხვევაში…
სამსახურში ვზივარ… რაღაც მომენტში პაუზა გამიჩნდა როცა არაფერი მქონდა საკეთებელი. ავდექი და დარბაზში გავიარე.
ათასჯერ ნანახი ჭაღები და მაგიდის ლამპები ათასმეერთეჯერ გადავათვალიერე და “მაღლამყურებელ” მომხმარებლებს შორის 2 ძალიან ლამაზი გოგო შევნიშნე. მაგიდის ლამპას არჩევდნენ საჩუქრად. რაღაცნაირად ძალიან მიიზიდეს ჩემი თვალები და დეტალურად ვათვალიერე სანამ არ შემამჩნიეს და დახმარება არ მთხოვეს. სიამოვნებით დავეხმარე ფილიპსის იმაჯეო ავარჩევინე, რა უნდა აჩუქო ადამიანს ფილიპსის იმაჯეოზე უფრო კარგი და სასიამოვნო, თან შეფუთვაც ძალიან ლამაზი აქვს “დასტოინი”
რადგან პირადი პოსტებიც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მკითხველისათვის გადავწყვიტე ეს ამბავიც მოგიყვეთ.
გუშინ სახლში რომ მივედი უდიდესი სურპრიზი მელოდა
ადრე დავწერე რომ 28 აპრილი მე და დიმას ქორწინების თარიღია და ამ წელს 2 წელი გახდა. ხოდა დიმამ ამ თარიღის აღსანიშნავად საოცარი საჩუქარი გამიკეთა, რომელიც მხოლოდ გუშინ ჩამოვიდა მაგრამ ნამდვილად ღირდა ამად.
რამდენიმე ხნის წინ გადავწყვიტე რომ ვიდეო პოსტებიც ჩამეწერა აქტიურად და ვიდეო ბლოგინგი დამეწყო, ამის პირველი ნაბიჯები რამდენიმე კვირის წინ გადავდგი, მე და ჩემი და წავედით გლდანის პრაიმ ფიტნესში და ხატია მიღებდა ვიდეო პოსტს სადაც რამდენიმე ვარჯიშს ვასწავლიდი. სამწუხაროდ ვიდეოს ძირითადი ნაწილი წაიშალა და რაც დარჩა მხოლოდ ის რომ გამოვაქვეყნო საკმაოდ უშინაარსო გამოვა. გარდა ამისა სულ რაღაც 30 წუთი გადაღების შემდეგ ხატიას აპარატის მეხსიერება გაივსო და არარაფერი ეტეოდა. ძალიან გული დამწყდა და დავიწყე წუწუნი ნორმალური ვიდეო კამერა არ გამაჩნია მეთქი. ხოდა იმდენი ვიწუწუნე ალბათ რომ გუშინდელი დღის მერე მარტო ვიდეო კამერა კი არა მთელი 1 პარკი აქსესუარებიც მაქვს უკვე:
ტამ ტარარაააააააააააააამ ტარააააააააააააამ
ჩემი საჩუქარი, Kodak Pocket Video Camera
ყველამ ვიცით რომ ჩვენი კანი უზომოდ ბევრ ზეწოლას უძლებს როგორც გარემოსგან ასევე ჩვენი ქმედებებისაგან. გარემოს შემთხვევაში ეს არის გადაჭარბებული დოზით მზე, ყინვა, ქარები და ასე შემდეგ. ხოლო ჩვენ ჩვენს კანს საფრთხეს ვუქმნით ზოგიერთი არასასარგებლო პროდუქტის მიღებით, სიგარეტის მოწევით და ასე შემდეგ ბევრი სხვა მიზეზით.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში – კანის ზედა ფენა ბერდება და კვდება, ეს ფენა აუცილებლად უნდა მოვაშოროთ კანს, ამისთვის არსებობს უამრავი ექსფოლიატორი – რომლებიც საუკეთესოდ აშრევებს კანს და უბრუნებს სიხალისეს და სიჯანსაღეს.
რადგან 8-იანებით დავიწყე, ახლაც 8 საუკეთესოს შემოგთავაზებთ:
1. LA PRAIRIE – Essential Exfoliator
2. CLINIQUE – Exfoliating Scrub

მართალია ჩემი მეგობარი ლორდ ვადერი ძალიან სკეპტიკურად უყურებს ყველა დაგროვებით ბარათს და ასევე რა თქმა უნდა საკმაოდ მყარად აქვს ეს ყველაფერი არგუმენტირებული, მაგრამ ამ პოსტში მინდა დავანახო მას რომ სარგებლობა ამ ბარათებს მართლაც მოაქვს, თუნდაც ჩემი როგორც ერთი კლიენტის მაგალითზე.
პირველი დაგროვების ვარათი რომელიც მოვიპოვე იყო ჯიპისის აფთიაქების ზღარბი ბარათი და დაიწყო და წავიდა, იმდენი ბარათი მქონდა ვერ დათვლიდა ადამიანი. მაგრამ ყველაზე ლოიალური თქვენ წარმოიდგინეთ პეესპეს აფთიაქების მიმართ დავრჩი და ორსულობიდან მოყოლებული, ყველანაირ ჰიგიენურ საშუალებებს, ბავშვის საკვებს, ოჯახისთვის სხვადასხვა ნივთებს და ბავშვის მოვლის სასუალებებს ყველაფერს მანდ ვყიდულობდი, კარგი არჩევანი აქვთ და კარგი მომსახურებაც, მე პირადად ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი ხოლმე მათი.
მაგრამ აი მოვიდა ბიძია უნიქარდი და საკმაოდ ბევრი კომპანიის ბევრ დაგროვების ბარათს დაემუქრა თან არც თუ ისე უსაფუძვლოდ.
მე ერთი ვარ — და ჩემნაირები რამდენი არიან, მე დავიწყე გადაწყობა მაღაზიებისა თუ სხვა მომსახურების იმ ცენტრებზე რომლებშიც შეიძლება გავატარო უნიქარდი, დავიწყე ავერსის და ჯიპისის აფთიაქების საინტერესო პუნქტების ძებნა, ბედნიერი ვარ რომ პრაინ ფიტნესში შეიძლება ამ ბარათის გატარება, ვისოლზეც და კიდევ რამდენიმე ადგილას სადაც საერთოდ მუდმივი კლიენტი ვარ.
ეხლა რაც შეეხება სარგებელს, PSP-ს სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო რომ მე ერთი და სხვა მრავალი ერთგული კლიენტი დაკარგა სავარაუდოდ.
გუშინ როდესაც პეესპეში შევედი – მაკიაჟის მოსაშორებელი ოთხკუთხედი ბამბის დისკოების საყიდლად, რისთვისაც ალბათ ისევ მანდ ვივლი, ჯერ ვერც ერთ ავერსში ვერ ვიპოვე – შემთხვევით ვკითხე გამყიდველს სმაილებზე თუ შეიძლება პროდუქციის გატანა ისე რომ მეორე დღეს არ დამიბაროთ მეთქი. პასუხი დადებითი იყო, ავარჩიე ROC-ის თავის მოვლის ძალიან კარგი საშუალებები, დამატენიანებელი, მაკიაჟის მოსაშორებელი რძე, მოსაშორებელი ტონიკი და კიდევ ბევრი წვრილმანი ჩემთვის და ვიკიკოსთვის და უბედნიერესი გამოვედი აფთიაქიდან საიდანაც ერთი დიდი პარკი საუკეთესო ხარისხის პროდუქცია მომქონდა – აბსოლუტურად უფასო.
ხოდა თქვით ეხლა რომ დაგროვებითი ბარათები ცუდიაო
კიდევ ვაშლებიც მაქვს დაგროვილი, მაგასაც გამოვიყენებ ამ დღეებში და მხოლოდ 3 ბარათს დავიტოვებ ჩანთაში: UNICARD, სახელფასო ბარათს და მანქანის პასპორტს.
ასე რომ TOTALLY UNIVERSAL ვხდები უნიქარდთან ერთად.
გადამიხადონ მაინც ასეთ რეკლამას ვუკეთებ
არ მახსოვს დავწერე თუ არა, კვირას 28 მარტს დაიწყო თბილისში ვეტერან და მოყვარულ ჩოგბურთელთა ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტურნირი დიღმის კორტებზე.
ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა რომ დაასპონსოროს ეს ტურნირი ფინანსურადაც და ასევე გამოეყო საჩუქრები გამარჯვებულთათვის.
კვირას დილით გიჟიით გავიღვიძე, მახსოვდა რომ იქ უნდა გავქცეულიყავი, წამებში ვიბანავე და რეკორდი მოვხსენი ყველა მგონი, უცებ ჩავიცვით მე და დიმამ და გავქანდით კორტებზე. ცოტა დავაგვიანეთ მაგრამ არა ძალიან, ინტერვიუ აიღეს ჩემგან, დღეს საღამოს 9 საათიან კურიერში ვიქნები – სპორტის განყოფილებაში, თუ ვინმეს გაინტერესებთ მიყურეთ.







