Archive for the ‘Life, as it is ...’ Category
თქვენი დიდი თხოვნის შედეგად
სალონი ჰეარჰაუსი მზადაა გააკეთოს ფასდაკლების აქცია taa.ge-ს მკითხველისათვის ჯადოსნურ ხსნარზე
მაშ ასე – ალკალაინი 6 დღის განმავლობაში
3, 4, 7, 8, 10, 11 ივლისს
მთლიანი სახე – 40 ლარი
მხოლოდ ულვაშის ტერიტორია – 20 ლარი
ბაკების ტერიტორია – 30 ლარი

და კიდევ ერთი სურპრიზი ჩემი მკითხველისათვის
ეს არის ბიო ეპილაცია ანუ ვაქსინგი ბიკინის ზონაში, დარწმუნებული ვარ ბევრი დაინტერესდებით ამ თემით რადგან ზღვის სეზონია და ყველა ემზადება ყველანაირად
ბიკინის ზონა ღირს 15 ლარი, მხოლოდ გაითვალისწინეთ რომ ღრმა ბიკინები და ბრაზილიურები არ კეთდება
2, 12, 16 ივლისი – მთელი დღის მანძილზე ნებისმიერ დროს
7.9.14.16 ივლისი – მხოლოდ დღის 1 საათამდე

ამ ყველაფრით რომ ისარგებლოთ თქვენ რეკავთ ნომერზე 477 569
კითხულობთ ქეთის და ეუბნებით:
“taa.ge-ს დღეებზე მინდა ჩავეწერო”
მოდით და იჭორავეთ რამდენიც გინდათ
ყავასაც და მისაყოლებლებსაც ახლავე …


ნამცხვარი მაგდუსთვის

ცხოვრების გარკვეულ პერიოდზე, მას შემდეგ რაც შენი მუცელი უზამაზარი იყო და დაიჩუტა - თქვენ ხვდებით რომ თქვენ კიდევ ერთ ადამიანზე აიღეთ პასუხისმგებლობა, ზრუნვა და სიყვარული.
ხოდა ამ პატარა ადამიანს ყველაფერი იგივე უნდა რაც თქვენ: კვება, ჩაცმა, ბანაობა, დასვენება, გართობა (თამაში) და ასე შემდეგ…
ფორუმის დედების განყოფილებაში თითოეული ამათგანისათვის ცალკე თემა გვაქვს მიძღვნილი და ვქაქანებთ, ვქაქანებთ ენებს არ ვაჩერებთ (უპს -თითებს არ ვაჩერებთ
)
ამათგან ჩემთვის ყველაზე საყვარელი თემებია დასვენება და Baby Fashion. ყველას გვინდა რომ ულამაზესად ჩაცმული ბავშვები გვყავდეს და რას არ ვაკეთებტ ამისთვის, ვყიდულობთ ფასდაკლებებზე, ვიწერთ ინტერნეტით, ვუზიარებთ ერთმანეთს ლინკებს და ათასი წვრილმანი კიდევ.
ამ ბოლო დროს ვიკიკოს იმდენი ტანსაცმელი დაუგროვდა რომ სად რა წავიღო აღარ ვიცი, გუშინ გადავაწყვე და ცოტა თბილები ან ცოტა დიდები კანდელაკზე უნდა გადავაბარგო თორე აქ უკვე აღარაფერი არ ეტევა.
შუა დალაგების პროცესში გადავწყვიტე რომ ყველაზე საყვარელი კაბებისთვის სურათები გადამეღო და ჩემს ბლოგზე შემომენახა სახსოვრად, ეს ბლოგიც ხომ ნახევრად ვიკიკოსია, თვითონაც ხომ წერს ხოლმე, ხოდა ბარემ ეს თემაც ქონდეს.

გუშინ კიკოს მაღაზიებში ფასდაკლებები დაიწყო, სამსახურის მერე გავქანდი ფეხსაცმელები ყიდვა მინდოდა და ვუყიდეთ ულამაზესი ფეხსაცმელი რომლის ორიგინალი ფასი იყო 177 ლარი
ძალიან სიძვირეა – და 50% იანი ფასდაკლებით ვიყიდეთ 88.50 ლარად
Read the rest of this entry »
გამარჯობა,
მე დავბრუნდი ბორჯომიდან
გუშინ ჩამომაკითხეს დედიკომ და მამიკომ და წამომიყვანეს
უფფ, აქ როგორ ძლებთ, როგორ ცხელა, ძლივს დავიძინე გუშინ, სულ მცხელოდა
ბორჯომში რა კარგი იყო, გრილოდა და ციოდა და თბილად მაცმევდნენ და ღამეც კარგად მეძინა
და კარგადაც ვჭამდი, მაგრამ რაც არ მიყვარდა არ ვჭამდი და ძალით მაჭმევდნენ ხოლმე
საერთოდ ტეგ თამაშები და მითუმეტეს ასეთი შინაარსის არ მიყვარს
მაგრამ ვის, ვის და გაბოს (რომელმაც დამტაგა) ხათრს ვერ გავუტეხავდი და ვერ ვაწყენინებდი
ამიტომ ორიოდე სიტყვით დავწერ
ჯერ ერთი შევთანხმდეთ :დ რომ ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, საღამოს 7 საათამდე – გამორიცხულია სადმე შეგხვდეთ.
მაგ დროს მე ჩემს ციხესიმაგრეს ვეკუთვნი, აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრზე
სად
სამსახურის გარდა შეიძლება შეგხვდეთ: კუს ტბაზე, ლისის ტბაზე, კიკვიძის ბაღში, კანდელაკის 6თან, ზოოპარკში – ბავშვთან ერთად
ღამის კლუბებში, პიცერიებში, კორპორატიულ ღონისძიებებზე, პრაიმ ფიტნესში, კინოებში – დიმასთან ერთად ან გოგოებთან ერთად
რითი
თუ ბავშვთან ერთად ვარ ჯინსით ან შორტით და ბოტასებით ან კეტებით
თუ მარტო ან დიმასთან ქუსლოჩკებზე მაგრამ ძირითადად მაინც შარვლებით
როგორ?
ძირითადად ჩემი დაბუდათი, სათვალეებით და მომღიმარი
მანქანა ძირითადად გაურეცხავი მყავს უდროობის გამო
ცუდ ხასიათზეც იშვიათად ვარ და ამიტომ თუ შემხვდებით მაშინაც ვიქნები მსიარული და ხალისიანი – თუ რამემ არ გამაბრაზა
რას?
ეს შეკითხვა რას ემსახურება არ ვიცი მაგრამ ძირითადად ვეწევი სიგარეტს
ამ ბოლო დროს კრეტეკებს
ვლაპარაკობ ბევრს ტელეფონზე (სამსახურის მერეც არ მასვენებენ)
მუსიკას (ძირითადად რადიოს) ვუსმენ მანქანაში
ვსვამ მარტინის
ველოდები AUDI TT-ს ოდესმე
ვისთან ერთად?
ამას დავასურათებ - აი ამათთან






