Archive for the ‘People around us’ Category
MARTINI PARTY @TAA იყო ქართველი ბლოგერი გოგონების შეკრება
რამდენი ხანია მქონდა ეს იდეა რომ შევკრებილიყავით ბლოგერები, გოგოები, და გოგოები და ბიჭებიც ერთად, მაგრამ ვერ ვახერხებდი ვიკიკოს გამო.
ამიტომ როგორც კი გავისტუმრე ვიკი, დავგეგმე ეს შეკრება ჩემთან სახლში. ფეისბუქზე სადაც ყველა ბლოგერია თავმოყრილი დავასტატუსე რომ ვაპირებდი ასეთი შეკრების ორგანიზებას და ვისაც გაქვთ სურვილი შემოგვიერთდით მეთქი და იმისათვის რომ დისკომფორტი არ გვეგრძნო ადგილის გამო დავწერე მაქსიმუმ 10 ადამიანითქო. საბოლოოდ მსურველი 12 აღმოჩნდა და შევთანხმდით დროზე …
7ზე სამსახურიდან გავქანდი სახლში რომ დროზე მიმესწრო, დ გოგონებიც ნელ ნელა მოვიდნენ, ჯერ ქეთი და ნასტასია, მერე მაკა, პიკოლინა, დოდკა, მაგდუ და ბოლოს ნინო.
სიტუაცია იყიო ძალიან თბილი, საყვარელი, შინაურული და გემრიელი. ბევრი დავლიეთ, ბევრი მოვწიეთ და უამრავი ვიჭორავეთ. მე პირადად ძალიან მაგრად მესიამოვნა და დიდი მადლობა ყველას მოსვლისათვის.
კიდევ კრეტეკების დეგუსტაცია გვქონდა, ყველას მოგვეწონა ზოგადად მაგრამ ზოგს უფრო სავი ზოგს უფრო ალუბლის.
მაგრამ ყველაზე ყველაზე მაგარი მაინც ვილი იყო, ჩვენი საღამოს პრინცი, უუუსაყვარლესი და უმაგრესი წყნარი ბაია, ვიკიკო რომ ყოფილიყო გადაგვდგამდა, ვილი ძალიან ჯიგრობაა ამ საკითხში
თან ტავისით რო იძინებს ამან საერთოდ გამაგიჟა, მერე ცოტა რო დავბუხოვდი ვიკიკოს ნოსტალგიები შემომაწვა და ვილისთან მივქანდი, ვიკის საწოლში ეძინა – იმდენი ვეფერე და ვკოცნე რო რავი. მერე აქეთ გადმოვაწვინე და ერთად ვიწექით გემრიელად ჩახუტებულები, მაგრამ მერე ალბათ დასცხა და გაეღვიძა. ისსე გამისწორდა ვილისთან ყოფნა რო გოგოებიც კი მივატოვე- მაპატიეთ
მერე კიდევ ერთი სურპრიზი მელოდა, დიმა მოვიდა და პოკერებში ვიყავიო და ჯეკ პოტი მოვიგეო. ისე გამიხარდააააა … ჭკუაზე არ ვიყავი. დღეს წავალთ ბოულინგს ვითამაშებთ ლექციის მერე.
უკვე გამიჩნდა მეორე შეკრების იდეაც, რადგან დოდკამ დაასტატუსა ფეისბუქზე უსინდისოდ ვჭამეთ კალორიული სნეკებიო, ამიტომ დამებადა იოგა ფართის იდეა. მაგრამ გამოდის რომ ბიჭებს ისევ განე ვტოვებთ და ერთხელაც იქნება ამიჯანყდებიან
და კიდევ ერთი მინუსია ის რომ ადგილი არ გვეყოფა
ვაირლეს სივრცე გვინდა სადმე ბუნებაში და დიდი პროექტორი და ძალიან მაგარი გამოვიდოდა, მაგრამ ალბათ ეს განუხორციელებელი დარჩება
რამდენიმე კვირის წინ ამ კონფერენციის შესახებ სვითიმ გვამცნო, შემდეგ ფეისბუქზეც მივიღეთ შეტყობინებები და ბევრი ჩვენთაგანი დარეგისტრირდა კიდეც კონფერენციაზე დასასწრებად.
მინდა ვთქვა რმ გამიმართლა და მოწვეულთა რიგებში მოვხვდი.
თაა & gabo.ge
კონფერენცია სინგულარ ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული და არ შემიძლია არ აღვიშნო რომ ერთ ერთი საუკეთესოდ ორგანიზებული ივენთი იყო.
რამდენიმე დღეა გამოფენაზე ვარ და ვერაფერს ვერ ვწერ არადა მართლა უამრავი საინტერესო რამ მაქვს დასაწერი და მოსაყოლი
დავიწყებ “Unicard”-ით, ეს არის ახალი დაგროვების ბარათი ქართულ სივრცეში, რომელმაც საოცრად მომხიბლა თავიდანვე. დაგროვება ქულების ხდება უამრავ სავაჭრო ობიექტში რაც ძალიან წამახალისებელი ფაქტორია …
ბენზინს ასხამ – აგროვებ
საკვებს ყიდულობ – აგროვებ
აფთიაქში შედიხარ – აგროვებ
განათებები გინდა – აგროვებ
ამ საკმაოდ საინტერესო და დიდი იმედები და ეჭვები მაქვს რომ საკმაოდ წარმატებულ წამოწყებაში ახალი ნათებაც ჩაერთო და შესაბამისად მომხმარებელი აგროვებს ჩვენთანაც და საჩუქრებს იღებს ჩვენგანაც.
ოთხშაბათს 7 აპრილს TBILISI EVENT HALL-ში იყო ოფიციალური პრეზენტაცია ბარათის. იყო ძალიან კარგი და სასიამოვნო სიტუაცია, უამრავი საინტერესო და ნაცნობი ადამიანი, გემრიელი ღვინოები და სასუსნავები და რაც მთავარია გათამაშება.
ყოველ მოსაწვევს თან ახლდა გათამაშების ბარათი, რომელსაც შესასვლელთან ახევდნენ და ყრიდნენ გათამაშების ჭურჭელში. თამაშდებოდა ბარათ უკვე დარიცხული 500 ქულით, და თამაშდებოდა მხოლოდ 10 ცალი.
პირველად ჩემს ცხოვრებაში მოვიგეეეეეეეეეეე …
ეხლა მაქვს უნიქარდი, 500 ქულით, მაქვს სურვილი დავაგროვო 3623 ქულა და ვიყიდო ემბავუდის საწოლი
ხოდა ასეთი “ვიზუჩი” გავიჩითე ამ დღეს, ძალიან გამიხარდა და დიდი მადლობა უნიქარდელებს, თუ ვინმე ოდესმე წაიკითხავს ამ პოსტს
ხო, რაც შეეხება თავად ბარათს, ბარათი შეფუთვაში არის 2 ცალი, თეთრი და შავი, ორივე ბარათით აგროვებთ ერთ ექაუნთზე. შავი ბარათი დიმას მივეცი, თეთრი მე დავიტოვე და ეხლა ორივე ერთად ვაგროვებთ ქულებს
იმედია ზაფხულის დასაწყისისთვის მექნება ახალი საწოლი
თქვენ გგონიათ რომ ცნობილი ადამიანები 1000-ობით $ იხდიან სამოსში?
აააააააარა გენაცვალე
ინტერნეტში ვნახე ძალიან საინტერესო მასალა, სურათები, დეტალები ფასები
გიზიარებთ
1. Charlize Theron – ჩემი უსაყვარლესი მსახიობი და ულამაზესი ქალი, თქვენ გგონიათ forever 21- ზე მარტო ჩვენ ვშოპინგობთ? აბა შარლიზის ქუდს დააკვირდით
ჯინსი – Urban Outfitters
როგორი ადამიანები მიყვარს იცით განსაკუთრებით, ერთ ადგილზე რომ არ იყინებიან, ერთ ადგილზე რომ ვერ ისვენებენ და სულ განვითარებაზე და წინსვლაზე რომ ფიქრობენ. მიყვარს ადამიანები რომლებიც არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, სწვალობენ სიახლეებს და არ ტორმუზდებიან ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ მიღწევაზე.
ალბათ მეც ასეთი რომ ვარ იმიტომაც მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ რაღაც სიახლეების გამოვლენას, სწავლას, განვითარებას. რაც მეტი იცი და რაც მეტი გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში, მით უფრო იოლია ყველაფერი, მით უფრო იოლად იღებ გადაწყვეტილებებს და მით უფრო მეტად რისკიანი ხარ ნებისმიერ საკითხში.
რატომ დავიწყე ამ შესავლით?






