Archive for the ‘People around us’ Category

როგორი ადამიანები მიყვარს იცით განსაკუთრებით, ერთ ადგილზე რომ არ იყინებიან, ერთ ადგილზე რომ ვერ ისვენებენ და სულ განვითარებაზე და წინსვლაზე რომ ფიქრობენ. მიყვარს ადამიანები რომლებიც არ ერიდებიან ექსპერიმენტებს, სწვალობენ სიახლეებს და არ ტორმუზდებიან ცხოვრებაში ერთ კონკრეტულ მიღწევაზე.

ალბათ მეც ასეთი რომ ვარ იმიტომაც მიყვარს. ყოველთვის ვცდილობ რაღაც სიახლეების გამოვლენას, სწავლას, განვითარებას. რაც მეტი იცი და რაც მეტი გამოცდილება გაქვს ცხოვრებაში, მით უფრო იოლია ყველაფერი, მით უფრო იოლად იღებ გადაწყვეტილებებს და მით უფრო მეტად რისკიანი ხარ ნებისმიერ საკითხში.

რატომ დავიწყე ამ შესავლით?

Read the rest of this entry »

კატალოგი ბრენდების, პროდუქციის სახეობებისა და «კლასის» მიხედვით:

bijenkorf

Department stores -  ჰოლანდიაში არსებული «უნივერმაღები» 3 კლასად შეიძლება დავყოთ, მაღალი, საშუალო და დაბალი. კატეგორიების მიხედვით სხვაობა აისახება როგორც იქ წარმოდგენილ ბრენდებში, ასევე ფასში, ინტერიერში, მომსახურეობის დონესა თუ სისუფთავეში. აქ წარმოდგენილია როგორც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები, ასევე პარფიუმერია, საოჯახო ჭურჭელი, საკანცელარიო ნივთები, თუ საბავშვო სათამაშოები.

maison.bonneterie

Maison de Bonneterie და De Bijenkorf – ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო და სასიამოვნო საშოპინგო «პოლიგონია». აქ წარმოდგენილია ყველაზე საუკეთესო დიზაინერები და ბრენდები. მათ შორის ჩემი საყვარელი ბარბერისა და დიზელის  ბავშვთა კოლექციები, არაფერს ვამბობ ქალისა და მამაკაცის კოლექციებზე. Maison de Bonneterie-ს სარდაფში CK- კოლექციასაც კი აღმოაჩენთ;

Read the rest of this entry »

  უამრავი რამე მაქვს დასაწერი

უამრავი რამე დამიგროვდა, ხოდა ალბათ ნელ ნელა დავიწყებ და ყველაფერს დავწერ.  რამდენიმე ძალიან სასიამოვნო ნიუსი ხდება ჩემსკენ.

დასრულდა კონკურსი თაა.ჯი-სგან, კომენტარებში ჩემმა მეგობარმა ბლოგერმა ვადერმა , წინადადებაზე რომ სასაცილოდ ცოტა კონკურსანტი მყავს ხოლმე აბსოლუტური სიზუსტით გამოიცნო.

დიახ, კონკურსანტი იყო მხოლოდ 2, ერთი აღმოჩნდა გოგონა სახელად “თეე” რომელიც თურმე ჩემი ძალიან აქტიური მკითხველი ყოფილა, უბრალოდ კომენტარებს არ ვტოვებდი არასოდესო, ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს და აპირებს საქართველოში მალე ჩამოსვლას. სურათებზე დიდად საახალწლო ფონი არ იგრძნობა, მაგრამ ახალ წელს არის გადაღებულიო მითხრა და თან ძალიან ბედნიერი დღე იყო ჩემთვისო.

მეორე კონკურსანტი იყო ჩემი საყვარელი სალონის ჰეარჰაუსის დირექტორი ქეთი, რომელმაც ასევე არ დაიზარა და გადმომიგზავნა თავისი საახალწლო სურათი, რომელის 31 დეკემბერს იყო სალონშივე გადაღებული.

რადგან მხოლოდ ორმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოვარჩევ ერთერთს მხოლოდ და ამიტომ ორივეს გამარჯვებულად ვაცხადებ გილოცავთ გოგონებო და მეორე საჩუქარსაც აუცილებლად მოვიფიქრებ

ახლა კი გამარჯვებულების სურათები :

DSC_0357     ket, hairhaus

     მიზეზების ძებნას თუ რატომ არ გამომიგზავნეს მეტი სურათები, არ დავიწყებ. მით უმეტეს რომ ბევრმა მომწერა სურათები არ გადაგვიღია მიუხედავად იმისა რომ კარგად გამოვიყურებითო. თუმცა მე არ ვნებდები და სულ მალე კიდევ ახალ კონკურსებს შემოგთავაზებთ, მინდა რომ ჩემი მკითხველიც დავასაჩუქრო თუნდაც კონკურსების მეშვეობით. ასე რომ გააქტიურდით მომავალში და მეც უფრო და უფრო უკეთეს პრიზებს შემოგთავაზებთ. . .

        ეს რაც შეეხებოდა კონკურსს, კიდევ მაქვს დასწერი ჰეარჰაუსზე, გუშინ სასიამოვნო სურპრიზი გამიკეთეს, კიდევ გუშინდელ კორპორატიულ წვეულებაზე, რომელიც მოსალოდნელზე მილიონჯერ უკეთესი აღმოჩნდა და კიდევ ერთი ტკბილი სიახლე :

  არ ვიცი რამდენად ხართ ჩემი მკითხველები დაინტერესებული ფოტოგრაფიით, მაგრამ ფორუმელებს მაინც გეცოდინებათ ერთი საოცრად ნიჭიერი ადამიანის:  “ანიას”  შესახებ, გოგონა რომელიც არის ძალიან თბილი და ნიჭიერი. ხოდა ვინაიდან ანია ეძებდა რიჟა ბავშვებს გადასაღებად ჩემი ვიკიკოს სურათი გავუგზავნე და გამიმართლა :) გაზაფხულზე ვიკიკო იქნება ანიას 1 დღიანი მოდელი. ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს დღე.

ანიას ერთი ფოტო:

ania

            დარწმუნებული ვარ ჩვენი პარფიუმერული მაღაზიების უმეტესობაში არ იყიდება ნამდვილი პროდუქცია,

არც ბრენდ ნეიმ ტანსაცმლის მაღაზიები გამოირჩევიან ამ მხრივ დიდად.

 

რა თქმა უნდა თითოეული ჩვენთაგანი ცდუნებულა კარგად შესრულებული ნაყალბევით :D

რადგან ისინი გაცილებით იაფი ღირს ხო?

ალბათ მაგიტომაც, თუმცა არსებობს დედამიწაზე ადამიანები რომლებიც ქმნიამ ამ საოცრებებს. და არსებობენ ადამიანები რომლებიც არეკლამებენ ამ საოცრებებს.

ნახეთ ეს რეკლამები და დარწმუნდით რომ ფასი ხშირად მეორე ხარისხოვანია

 

                     vera wangყველაფერი დაიწყო უბრალოდ კაბით …

   და გატაცებით – რაც ეხებოდა ლამაზ, კარგად ნაფიქრ და დიზაინერულ ქმნილებებს – რომლებიც საუბრობდნენ ელეგანტურობაზე, დახვეწილობაზე და სტილზე.

დღეს კი ვერა ვონგის (VERA WANG)  სამყარო საპატარძლო სამოსით არის ცნობილი.

Vera wang მართალია მოდის სამყაროში არსებობს ასევე მისი თეთრეული, ready to wear კოლექცია და ფეხსაცმელები, მაგრამ ნებისმიერი დამეთანხმება რომ ეს ყველაფერი ახლოსაც ვერ მოვა მის საპატარძლო კაბებთან. რადგან რაც არ უნდა შექმნას ვერამ, მაინც ყველაფერს გადაფარავს მისი ერთი საპატარძლო კაბაც კი. ეს არის ის ნიშა რომლითაც ვერამ უნდა განაგრძოს და დაასრულოს … ჩემი მოსაზრებაა

     განა შეიძლება ადამიანმა არ ინატრო ქორწილი, როდესაც არის შესაძლებლობა გეცვას მისი კაბა. გუშინ YouTube-ზე ვათვალიერებდი და მომინდა პოსტის მიძღვნა მისი კაბებისათვის.

  მე არ მქონია ქორწილი (ქართული გაგებით). არც საპატარძლო კაბა მეცვა (რიტუალები ვიქტორია’s სეკრეტის საზაფხულო თეთრ-ცისფერი კაბით გავიარე) მაგრამ დიდი სიამოვნებით მოვირგებდი ტანზე მის საქორწილო კაბებს. და ამით უზომო სიამოვნებას მივიღებდი – ზუსტად ვიცი :)

vera-wang

  არავის აინტერესებს როდის დაიბადა და რამდენი და-ძმა ყავდა, ამიტომ მის ბიოგრაფიას არც შევეხები. კარიერას კი რაც შეეხება: vera-wang for Taa ვერამ ჟურნალ “VOGUE”-ით დაიწყო, სადაც უმცროსი რედაქტორი იყო. შემდეგ სამხატვრო დირექტორი გახდა Ralph Lauren-ის მოდის სახლში . მაგრამ დღეს ის საქორწინო მოდის კულტია, ეს სფერო მან 90იან წლებში აითვისა, როდესაც ეს ნიშა თითქმის თავისუფალი იყო. სწორედ ამან აქცია ის კულტად, თუმცა ნიჭსაც აღიარება უნდა.

  თუ თვალს მიადავნებთ მის საქმიანობას აღმოაჩენთ რომ ის აპირებს სპორტული ტანისამოსის კოლექციის შექმნას და ამ ნიშაში პოზიციების გამაგრებას, მაგრამ სად სპორტი და სად დახვეწილი, ელეგანტური საქორწინო კაბები, არ მესმის ამ ხალხს რა უდევთ თავში.

  მოკლედ მე ძალიან მომწონს მისი საქორწინო კოლექციები და იმედი მაქვს რომ ვერა უკეთესებს და უკეთესებს შექმნის. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს ამ კაბების ცდუნებას, ჩემი აზრით

[youtube=http://www.youtube.com/watch?v=8s3on09QyA0]

ME

taa@taa.ge

დრონი მეფობენ
September 2010
M T W T F S S
« Aug    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930