Earth Hour 2012

ამ ბოლო დროს ჩემი გაქრობა ბლოგიდან არც თუ ისე უჩვეულო გახდა, სამწუხაროდ :( მაგრამ საქმე ასე მოითხოვს. საქმე რომელიც უკვე იმდენი დაგროვდა რომ 9 საათიანი სამუშაო გრაფიკიც არ მყოფნის. თუმცა შედეგებით თუ ვიმსჯელებთ საწუწუნო არაფერი მაქვს.

ბოლო რამოდენიმე დღეა საერთოდაც შერატონში გადავსახლდი :D რადგან დედამიწის საათის საორგანიზაციო საკითხებს იქ ვაგვარებდით ხოლმე მე, ნინო ისაკაძე (შერატონის PR), მაიკო წერეთელი (ჟურნალი ფოკუსი) და მაკო ბურდული (Georgia Today) – უსაოცრესი ადამიანები რომლებთან ურთიერთობა და მუშაობაც არის უდიდესი სიამოვნება. ისეთ ფორს მაჟორებში გვიხდებოდა რაღაცეების კეთება რომ უშუალოდ ღონისძიებაზე მოსულებს გაგიკვირდებოდათ კიდეც რომ ეს ყველაფერი 4-5 დღეში მოესწრო. მაგრამ ძალ ღონე არ დავიშურეთ, პასუხისმგებლობის გრძნობა ჩემდა სასიამოვნოდ ყველას სათანადოდ გვქონდა განვითარებული (უპასუხისმგებლოები იმდენი შემხვედრია და იმიტომ დავაფასე ეს ადამიანები განსაკუთრებით) და 31 მარტს საღამოს 8 საათზე ოთხივე სათანადოდ მომზადებული დავხვდით სტუმრებს.

ამ სურათზე მაიკო წერეთელი გვაკლია :(

აქ კი მე ვაკლივარ :) ნინო, მაკო, ანდრეასი (შერატონის გენ მენეჯერი) და მაიკო Continue reading

Posted in Office Girl, პირადი | Tagged , , , , , , , , , , , , | 6 Comments

Dream About 50′s

50–იანები ერთ ერთი ყველაზე საინტერესო ათწლეულია მოდის ისტორიაში.

ქალის სამოსის ხაზები მაქსიმალურად უახლოვდება სხეულს და ხაზს უსვამს ქალის ტანის ყველაზე მნიშვნელოვან და ლამაზ ნაწილებს: მკერდს, წელს და თეძოს. Haute couture-ის ქმნილებებისგან განსხვავებით ყოველდღიური ე.წ. ქეჟუალ სამოსი უფრო და უფრო კომფორტული და მარტივი ხდება. კაბის სიგრძე მუხლიდან იწყება და წვივის კუნთამდე მერყეობს. აქტუალური ხდება პრინტები, მათ შორის კოპლები, ე.წ. პოლკადოტები და ფლორალები. მოდური და ყველაზე მეტად გამოყენებადი ფერებია შავ-თეთრი და პასტელური. Continue reading

Posted in Life, as it is ... | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

Morning @Downtown

გუგლის ედსენსი ალბათ ყველას სმენია, ხოდა …

დღეს პალიტრამედიის წარმომადგენლებმა გააკეთეს მცირე პრეზენტაცია დაუნთაუნში გუგლის ედსენსის მსგავს მომსახურებაზე. ეს არის ტექსტური რეკლამა საინფორმაციო და არა მხოლოდ საინფორმაციო საიტებზე, რომელსაც მართავთ თავიდან ბოლომდე თქვენ თვითონ და არის ძალიან იაფი პროდუქტი, თუნდაც იმის ხარჯზე რომ თანხას იხდით კლიკებში. ვიზუალურად ასე გამოიყურება Continue reading

Posted in Office Girl, პირადი | Tagged , , , , , , , | 16 Comments

Stradivarius March 2012 Lookbook

თბილისში რომ OUTLET PARK გაიხსნა უკვე ყველამ უწყით ალბათ. მე სამწუხაროდ ჯერ ვერ წავედი დასათვალიერებლად. ამბობენ Stradivarius-ის სამოსია უხვად წარმოდგენილიო. ძალიანაც კარგი, ძალიან მესიმპათიურება ეს ბრენდი. თუმცა 2012 წლის ეს ლუქბუქი რომელსაც აქ გაჩვენებთ რამდენი წლის მერე იქნება აქ წარმოგდენილი ვერ გეტყვით :)

ახალი სეზონი  Stradivarius-მა მხიარული ფერებით, საუცხოო პრინტებით და საინტერესო დეტალებით წარმოგვიდგინა.

ეს არის კოლექცია სადაც ყოველდღიური სამოსი გაცილებით სექსუალური და ნაზი გახდა. დენიმი – რბილ, დავარდნილ ქსოვილთან. მაქმანები და შიფონი ვინტაჟის მიმზიდველობით. ჯინსი შერწყმული მაქმანთან. ლეიერინგი, რომელიც ძალიან მოდური და აქტუალური გახდა ბოლო 1 წლის მანძილზე. ულტრა ქალური სამოსი, მამაკაცური დეტალებით შემკობილი. ან პირიქით უნისექსის ტიპის სამოსი მკაცრად ქალური აქსესუარებით.

ეს არის კოლექცია რომელიც პირდაპირ გეუბნებათ :გაბედეთ და აურიეთ !!! Continue reading

Posted in FASHION | Tagged , , , , , , , , , , , | 8 Comments

200 KM/H

8 მარტი ბევრს არ უყვარს და ყოველთვის კამათის თემაა რატომ უნდა გვიყვარდეს კლარა ცეტკინის დღესასწაულიო, მაგრამ არ მესმის რატომ არ უნდა მიყვარდეს დღე როდესაც მთელი ქალაქი მოფენილია გაზაფხულის ყვავილებით (მერე რა რომ 3-მაგ ფასად ყიდიან :D ) დღე როდესაც ყველა გიღიმის, გილოცავს და საჩუქრებს გჩუქნიან, მათ შორის ისეთებიც კი რომ ვერც წარმოიდგენ.

ხოდა მე ძალიან მიყვარს 8 მარტი, რომელიც წელსაც მილოცვებით, ყვავილებით, კანფეტებით და ღიმილებით დაიწყო, მართალია ზუსტად ვიცი მამრობითი სქესი ვერ იტანს ამ დღესასწაულს და ჯაჯღანებენ ვითომ რატომ უნდა გვყიდულობდნენ საჩუქრებს და ყვავილებს და რა გახდა რომ ერთი კაცის დღე არ მოიპოვება 365 დღიან წელიწადში, მაგრამ KEEP CALM maan, It’s a women’s day !!! Continue reading

Posted in გართობა, პირადი | Tagged , , , , , , , , , | 5 Comments