biorevitalization

ბიორევიტალიზაცია და ფილერი

ეს დღეც დადგა და ძალიან დიდი ხნის ჭოჭმანის, ინფორმაციის შეგროვებისა და ინექციის შიშის დაძლევის შემდეგ ჩემს თავს შთავაგონე – ცხვირ ტუჩის ნაოჭი უნდა შეავსოო !!!

ეს ნაოჭი ახალი ამბავი არ არის ჩემთვის და ასაკობრივზე უფრო მიმიკურია, რადგან საკმაოდ პატარა ასაკიდან მომყვება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უკვე იმას კი აღარ ნიშნავს, რომ “ღიმილა” ხარ, არამედ საკმაოდ ცუდ ასოციაციებს ბადებს, მოუვლელობის, ასაკის მატების, გიჩნდება სურათების გადაღების შიში რადგან ყველგან სადაც იცინი, ისიც იქვე ჩნდება და ატყობ რომ გარდა იმისა რომ ღრმულებად გადაიქცა, ზედა ტუჩიც ჩაიტანა და ფაქტობრივად გაანახევრა ზომაში.

ვის მოუნდება ასეთ საშინელებასთან ცხოვრება? არავის !!!

ხოდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყე აქტიურად კვლევა, ძებნა, შედარება, ფიქრი, შიშთან ბრძოლა. Continue reading

Alexandre Vauthier Haute Couture spring 2014

საოცარი კოლექციაა,

უზომოდ ექსტრავაგანტული, სექსუალური, ზომიერად აგრესიული.

ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი კოლექცია ჩემის აზრით.

დატკბით კოლექციით, რომელშიც აღმოაჩენთ რომ ძალიან ბევრი ეს მოდელი უკვე ნახეთ გრემისა და სხვა ივენთებზე სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე და გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები კომენტარებში.

Continue reading