LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

Tbilisi Fitting rooms, April 2014

ვაგრძელებ პროექტს Tbilisi Fitting rooms უკვე აპრილის კოლექციებით.

მარტის პოსტი იხილეთ ამ ლინკზე.

ამჯერად მხოლოდ თბილისი მოლში მომიხერხდა გადარბენა, რადგან დრო მაქვს “ქვიშით დათვლილი” ამ ბოლო დროს.

მაგრამ რადგან ეს პროექტი ასე თუ ისე მოეწონა ხალხს, გადავწყვიტე რომ აუცილებლად გამეგრძელებინა.

დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ბრენდით Desigual – სადაც ამ კონკრეტულ მომენტში 50%-იანი ფასდაკლებაა ყველაფერზე და მე ამაში თავად დავრწმუნდი.

ვფიქრობ რომ არ უნდა გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, რადგან ახალი კოლექცია ძალიან ლამაზი, ფერადი და მრავალფეროვანია.
როგორც ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ამ ბრენდის ფანი და ის რამდენიმე კაბა, რომელიც უზომოდ მომეწონა ჩემი ზომა ერთი ცალიც კი აღარ იყო დარჩენილი.

თუმცა ძალიან ბევრია პალტოები და თრენჩები და გირჩევდით გამოიყენოთ ეს 50%-იანი ფასდაკლება.

 photo Fotor0404113442_zpsf1472a13.png Continue reading

Tbilisi Fitting rooms, March 2014

ვინც taa.ge-ს ფეისბუქის გვერდს სტუმრობთ შეამჩნევდით ხოლმე ფოტოებს რომლებიც სხვადასხვა ბრენდის გასახდელებში მაქვს გადაღებული ამა თუ იმ სამოსის შერჩევისას.

დღეს გადავწყვიტე რომ ეს გართობა პროექტის სახით წარმოგიდგინოთ და ყოველ თვე გაგიზიაროთ სურათები თბილისის სხვადასხვა მაღაზიების გასახდელებიდან.

https://i2.wp.com/retaildesignblog.net/wp-content/uploads/2011/07/Glassons-Flagship-Store-Broadway-Newmarket-02.jpg?resize=504%2C336

ბოლო 2 დღის მანძილზე ვეწვიე რუსთაველი 42-ის Shopping Gallery-ში არსებულ ზარას მაღაზიას და Tbilisi Mall -ის ზარას და სტრადივარიუსის მაღაზიებს.

გიზიარებთ იქ გადაღებულ სურათებს.

რუსთაველი 42-ის Shopping Gallery, ZARA Continue reading