Foods for Hydrated Skin

მშრალი ან მოუვლელობით გამომშრალი კანი, ყველაზე რთული მოსავლელია და თანაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ზოგადად.

ამიტომ ზამთრის შემდეგ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება თითოეული ჩვენთაგანის კანს.

მართალია ამისთვის არსებობს უამრავი კრემი, მაგრამ მხოლოდ კრემებით ვერ ვუშველით საქმეს. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ძალიან ბევრი დამატენიანებელი კრემი შეიცავს სინთეტიკურ ინგრედიენტებს და წასმისას, მართალია შეგრძნება არის სასიამოვნო გაგრილების, მაგრამ სინამდვილეში ეს არის მხოლოდ წასმის ეფექტი და კრემი სინამდვილეში არ ატენიანებს კანს.

ამიტომ ყოველთვის უნდა შევეცადოთ შევიძინოთ ისეთი სახის კრემები, რომელთა ინგრედიენტებში დარწმუნებული ვართ და ასევე რომელთა ეფექტიც გვინახავს ან გვსმენია სანდო ადამიანებისგან.

მაგრამ სახის კანს მაინც კომპლექსური მიდგომა უნდა და მხოლოდ კრემებით შორს ვერ წავალთ.

არსებობს რამდენიმე სწრაფი ხერხი რაც უდაოდ კარგად აისახება თქვენს კანზე:

ძილი, დიდი რაოდენობით სითხე და სწორი საკვები.

აქვე მინდა ჩამოგითვალოთ ის საკვები რაც საოცრად უხდება ჩვენს კანს და ატენიანებს მას: Continue reading

HYDRACURE

2012 წელს პირველად შევიძინე ესპანური ბრენდის Germaine de Capuccini-ს  ერთ ერთი დამატენიანებელი სახის კრემი სილამაზის სალონ ნატალიში, კოსტავაზე. სადაც მაშინ ხშირად დავდიოდი, როგორც კლიენტი.

Continue reading

Body Oils

ტანის ზეთებს არასოდეს ვიყენებდი აქტიურად, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა არსებობდა სხვა უფრო ფაფუკი და ადვილად “გაწოვებადი” საშუალებები, რისთვის უნდა მეხმარა ზეთი.

ჭეშმარიტებას მხოლოდ შარშან ვეზიარე :))

მიუხედევად ზეთოვანებისა და წასმის პროცესში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებისა რომ ხარ წებოვანი, ტანის ზეთები უფრო კარგად იცავს, ატენიანებს და გლუვს ხდის კანს.

ჩემი შეუცვლელი ფავორიტი Body Shop

შარშან, როდესაც დავდიოდი აქტიურად სოლარიუმში, ჩემი კანი საოცრად შრებოდა. რა აღარ გამოვიყენე, მაგრამ ვერაფერი ეშველა. Continue reading