Tan addiction – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

ეს პოსტი გამოადგება ყველას ვისაც უყვარს გარუჯვა :)

tanned-bikini-body

 

ამჯერად მინდა დავწერო ჩემი პატარა გამოკვლევის შედეგებზე …
კონკრეტულად კი:

როგორ შევინარჩუნოთ რუჯი?

რაც დამეთანხმებით ძალიან რთული და მტკივნეული თემაა
15 დღე მზეზე ვიხრუკებით ხოლმე რომ კარგად გავირუჯოთ და მერე ძალიან მალე გადადის ეს ნარუჯი.
ამიტომ რამდენიმე რჩევა მაქვს :

Continue reading

Taa.ge – ს დღეები ჰეარჰაუსში 4

ზაფხულისთვის მზადება როგორ იწყება?

დიეტა,

ახალი უფრო ფერადი და თხელი სამოსი

ახალი ფეხსაცმელი

чемоданное настроение

მზის სათვალეები, ახალი პირსახოცები, საცურაო კოსტუმები

ეპილაცია ყველგან სადაც შეიძლება

და ბოლოს ლოდინი როდის წავალ დასასვენებლად

ზაფხულის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი მზე, ზღვა და გარუჯული სხეულებია – ამაში ყველა დამეთანხმება

თურქეთის კურორტებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება, როდესაც ჩადიხარ, ნებისმიერი ნორმალური სასტუმროს ადმინისტრატორი პირველსავე დღეს გთავაზობთ სრულ პილინგს – რათა კანი განთავისუფლდეს ზედმეტი მკვდარი უჯრედებისაგან და მიიღოთ სრულიად გათანაბრებული და ძალიან ლამაზი რუჯი. მე არასოდეს არ ვამბობ უარს ამ მომსახურებაზე. აუცილებელია კანი მოამზადო ადამიანმა გასარუჯად.

ალბათ დაგაინტერესათ რა შუაშია ამხელა შესავალი ან ჰეარჰაუსთან, ან თაა.ჯი-ს დღეებთან. სწორედაც რომ შუაშია

taa.ge  და სალონი ჰეარჰაუსი გთავაზობთ:

23, 24,26,27,30 ივნისს (5 დღე)

და

1,3,4,7,8,10,11 ივლისს (7 დღე)

სახის გაწმენდაზე აქციას – “მოამზადე სახე ზაფხულისათვის”

ფასები

T ზონა – შუბლი, ნიკაპი, ცხვირი –  30 ლარი (იყო 40 ლარი)

და მთლიანი სახე – 40 ლარი (იყო 50 ლარი)

პროცედურები გრძელდება 1,5 ან 2 საათი

თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ხდება აქ სახის გაწმენდა გადახედეთ ამ პოსტს

ამ ყველაფრით რომ ისარგებლოთ  თქვენ რეკავთ ნომერზე 477 569

კითხულობთ ქეთის და ეუბნებით:

“taa.ge-ს დღეებზე მინდა ჩავეწერო”

SUMMER ACCESSORIES 2010

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ჟურნალი IN STYLE და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოსტის წყაროდ შემიძლია გამოვიყენო

ზაფხული უკვე “в самом разгаре ” როგორც რუსები ამბობენ, ქალაქში უკვე უამრავი გარუჯული სხეული დადის. სამშაბათს შუადღეზე კუს ტბაზე ვიყავი ასული საქმიანი შეხვედრა მქონდა და უამრავ “მოზაგრავე” ადამიანს გადავეყარე.  ძალიან მენატრება დღის ცხოვრება, აი ვერ წარმოიდგენთ რა ძალიან მაგრად. საღამოობით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მითუმეტეს ახლა როცა ვიკი დასასვენებლადაა, მაგრამ დღისით სამწუხაროდ 10-19 საათებში გამოკეტილი ვარ ჩემს ციხე სიმაგრეში და ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ.

ოთხშაბათს საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი, საკმაოდ დიდი წვეულება იყო და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ქატქათა ვიყავი და თეთრად ვანათებდი ამდენ გარუჯულ სხეულს შორის.

მოკლედ გარუჯვა მენატრება, აუზი და კიდევ ერთხელ ზაფხულის დღის ცხოვრება, ცურვა, ცივი ხილის კოქტეილები, საცურაო კოსტუმების გამარიაჟება :დ (თუმცა ამ წუთას ერთიც კი არ გამაჩნია 🙁 ) და წყლის სასრიალოები.

დიდი “შურით” ვკითხულობ ხოლმე ფორუმებზე და ფეისბუქზე აუზზენამყოფი ან აუზზემიმავალი ხალხის სტატუსებს და ველოდები ჩემს დროს 🙂

მანამდე კი სანამ თეთრი და ციხეში გამომწყვდეული ვარ – დავწერ 2010 წლის ზფხულის აქსესუარების შესახებ, ჟურნალ IN STYLE-ს მიხედვით

1. შლაპა,

რომელიც მე უკვე ვიყიდე, ულამაზესია, თუმცა უფრო კლასიკური ვიდრე ვთქვათ საპლაჟედ შეიძლება გამოიყენო ადამიანმა

2. საზაფხულო ფეხსაცმელი ახალი კოლექციებიდან

ჟურნალში 27 ვერსია არის მოცემული, მე მხოლოდ რამდენიმე ავარჩიე

Diane von Furstenberg

Continue reading