Tbilisi Fitting rooms, April 2014

ვაგრძელებ პროექტს Tbilisi Fitting rooms უკვე აპრილის კოლექციებით.

მარტის პოსტი იხილეთ ამ ლინკზე.

ამჯერად მხოლოდ თბილისი მოლში მომიხერხდა გადარბენა, რადგან დრო მაქვს “ქვიშით დათვლილი” ამ ბოლო დროს.

მაგრამ რადგან ეს პროექტი ასე თუ ისე მოეწონა ხალხს, გადავწყვიტე რომ აუცილებლად გამეგრძელებინა.

დავიწყებ ჩემი უსაყვარლესი ბრენდით Desigual – სადაც ამ კონკრეტულ მომენტში 50%-იანი ფასდაკლებაა ყველაფერზე და მე ამაში თავად დავრწმუნდი.

ვფიქრობ რომ არ უნდა გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, რადგან ახალი კოლექცია ძალიან ლამაზი, ფერადი და მრავალფეროვანია.
როგორც ჩანს ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა ამ ბრენდის ფანი და ის რამდენიმე კაბა, რომელიც უზომოდ მომეწონა ჩემი ზომა ერთი ცალიც კი აღარ იყო დარჩენილი.

თუმცა ძალიან ბევრია პალტოები და თრენჩები და გირჩევდით გამოიყენოთ ეს 50%-იანი ფასდაკლება.

 photo Fotor0404113442_zpsf1472a13.png Continue reading

Desigual @Tbilisi Mall

Welcome to the world of colors and prints...

logo_DSGLმხოლოდ ერთი ნაბიჯი და ფერებისა და პრინტების სიუხვეს რაღაც სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ.

Desigual – მართლაც ნამდვილი ესპანეთია, მზით გამთბარი, ზღვასავით ლაჟვარდოვანი, ესპანელი ქალებივით ეშხიანი და ესპანელი კაცებივით მიმზიდველი.

ყველა სამოსს, დეტალს თუ აქსესუარს არნახული ენერგია დაჰყვება, თუმცა ამავდროულად თითოეული მათგანი საოცრად ჯიუტი, კაპრიზული და მომთხოვნია. მათთან ურთიოერთობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება თორემ ოდნავი გადამეტებაც  გამოუსწორებელ შედეგთან მიგიყვანს.

წლების წინ გავიცანი ეს ბრენდი ინტერნეტიდან და იმ დღიდან შეყვარებული ვარ მის პალტოებზე, თრენჩებზე და ჩანთებზე.

ერთადერთი ნივთი რომელიც აქამდე გამაჩნდა ამ ბრენდისგან საოცრად მოხატული ტოპი იყო, დღეს კი ჩემი ბლოგის წყალობით კიდევ ერთი ნივთი შეემატა.

სპეციალურად taa.ge-სთვის,  Tbilisi Fashion Week-ის მსვლელობისას ერთ ერთი ჩემი ლუქის გამორჩეული ნაწილი იქნება სწორედ ბრენდით Desigual.

მანამდე კი შეიხედეთ ამ საოცარ მაღაზიაში taa.ge-სთან ერთად და აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რომელია თქვენი ფავორიტი ლუქი. Continue reading