Nice, France – Place to visit !!!

აი ამ გადასახედიდან, დღეს უკვე მესამე დღეა რაც საქართველოს დავუბრუნდი, კიდევ ერთხელ ვხვდები რომ წინა ცხოვრებაში უეჭველი ფრანგი ვიყავი, რადგან 3 დღე საფრანგეთში გატარებული იყო ყველაზე ყველაზე დადებითი და ყველაზე „ჩემი“ მთელი ამ თრიფიდან. მართლა არ მეგონა საფრანგეთი თუ ასეთ შთაბეჭდილებას მოახდენდა ჩემზე. უგონოდ ვარ შეყვარებული ნიცაზე და მონტე კარლოზე.

–        თქვენი ოდესმე „ფრანცუჟენკა“ თაა

nice copy2

               ვენტიმილიადან ნიცაში დაახლოებით 40 წუთში ვიყავით, ისიც იმიტომ რომ მატარებელი, რომელიც ავიღეთ არ იყო ექსპრესი და ყველა გაჩერებაზე აჩერებდა.

ჩვენი სასტუმრო რკინიგზის სადგურიდან 300 მეტრში იყო დაახლოებით, რამაც გაგვაბედნიერა. თუმცა მთავარი ჯერ კიდევ წინ იყო, სტაფი –  რომელიც იყო საოცრად მეგობრული,  ღიმილიანი, და რომლებმაც იცოდნენ ინგლისური რაც მთავარია!!!  სასტუმროში ibis Nice hotel ღამეში ვიხდიდით 85 ევროს- საუზმე არ შედიოდა, საუზმე დამატებით 9 ევრო ღირდა კაცზე, მაგრამ ჩვენ გარეთ საუზმობა გვერჩივნა სხვადასხვა კაფეებში. რეალურად ყველაზე ძვირი ეს სასტუმრო იყო მთელი თრიფის მანძილზე, სულ ცოტათი ძვირი იყო ვიდრე ბარსელონა და მილანი.  Continue reading

279-e7f30ea3f95a

San Remo, July 17-19

სანრემო იტალიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, ხმელშაშუა ზღვის სანაპიროზე. სანრემო ცნობილია იმით რომ აქ გაჩნდა პირველი ოფიციალური სათამაშო სახლი – კაზინო – 1905 წელს, რომლის არქიტექტურა ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს  Eugène Ferret-ს.

სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ,  როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ  ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.

Fotor0728192222_zps9011bb81

განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.

Continue reading