Honey massage

Anti-Cellulite Treatments

პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ ლინკზე.

მოკლედ როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, Body Care თან ერთად, ძალიან აქტიურად ჩავერთე ცელულიტთან ბრძოლაში. სამწუხაროა რომ გამარჯვებას ერთჯერადი მოგებით ვერ მოიპოვებ და შენარჩუნებაც უნდა, მაგრამ ის ძალიან თვალნათლივ ხილული შედეგი რომელიც უკვე მოვიპოვე, მაფრთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად საბრძოლველად განმაწყობს.

დავასრულეთ ამ ბრძოლის მეორე ეტაპი და მინდა მოგიყვეთ დეტალურად იმ პროცედურების შესახებ, რასაც მეორე ეტაპი მოიცავს.

Body Care – ის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არავინ გეუბნება და გპირდება რომ 10 დღეში ყველაფერს გამოვასწორებთ, თან გაგახდუნებთ, თან გამოგძერწავთო. არა! პირიქით, ყველა კლიენტს ინდივიდუალურად უდგებიან, ყველა კლიენტს თავისი პროგრამა აქვს რომელიც 25- 30 მასაჟისგან შედგება და მოიცავს როგორც გახდომას, ასევე ცელულიტთან ბრძოლას, გამოძერწვასაც და გამკვირივებასაც.

აქ ერთი ვიზიტიარ ნიშნავს ერთ მასაჟს, ერთი ვიზიტი 2 პროცედურას მოიცავს და მინდა დეტალურად მოგიყვეთ ამ პროცედურებზე. დავიწყებ ყველაზე ზღაპრულით – ჰიდრომასაჟი <3 Continue reading

10 cheap but very good beauty products

ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია სილამაზესთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე.

მართალია ყველა სიახლეს ფეისბუქის ფეიჯზე გაცნობთ ხოლმე და რეკომენდაციებს ვუწევ, მაგრამ მინდა აქაც დავწერო რიგი ძალიან კარგი და შედარებით ბიუჯეტური და ხელმისაწვდომი თავის მოვლის საშუალებების შესახებ.

ამ პოსტში დავწერ 10 პროდუქტზე რომელთა ფასი არ აღემატება 20$–ს და რომელთა ყიდვაც შესაძლებელია ინტერნეტ მაღაზიებში განსაკუთრებით კი ამაზონზე. Continue reading

ფეხის მოვლა

ბოლო 3 დღეა, ფეისბუქის ერთ ერთ პატარა მყუდრო ჯგუფში ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას და რჩევებს ფეხების მოვლასთან დაკავშირებით. ნახსენები იყო ერთი უცნაური გზა ვაზელინის და ცელოფნის პარკების გამოყენებით, რისთვისაც მე პირადად არასოდეს მიმიმართავს და შესაბამისად ვერც დავწერ რამეს. . .

მაგრამ ამავე დროს უამრავი რამეს თქმა და დაწერა შემიძლია ფეხის მოვლასთან დაკავშირებით რადგან ფეხების მოვლით და მათი შედეგით მართლა შემიძლია ვიამაყო  და ნებისმიერ სალონში სადაც პედიკურს ვიკეთებ ყოველთვის ვიღებ  კომპლიმენტებს, რაც ძალიან მახარებს. Continue reading