Honey massage

Anti-Cellulite Treatments

პოსტის პირველი ნაწილი იხილეთ ლინკზე.

მოკლედ როგორც წინა პოსტში მოგახსენეთ, Body Care თან ერთად, ძალიან აქტიურად ჩავერთე ცელულიტთან ბრძოლაში. სამწუხაროა რომ გამარჯვებას ერთჯერადი მოგებით ვერ მოიპოვებ და შენარჩუნებაც უნდა, მაგრამ ის ძალიან თვალნათლივ ხილული შედეგი რომელიც უკვე მოვიპოვე, მაფრთიანებს და კიდევ უფრო აქტიურად საბრძოლველად განმაწყობს.

დავასრულეთ ამ ბრძოლის მეორე ეტაპი და მინდა მოგიყვეთ დეტალურად იმ პროცედურების შესახებ, რასაც მეორე ეტაპი მოიცავს.

Body Care – ის ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არავინ გეუბნება და გპირდება რომ 10 დღეში ყველაფერს გამოვასწორებთ, თან გაგახდუნებთ, თან გამოგძერწავთო. არა! პირიქით, ყველა კლიენტს ინდივიდუალურად უდგებიან, ყველა კლიენტს თავისი პროგრამა აქვს რომელიც 25- 30 მასაჟისგან შედგება და მოიცავს როგორც გახდომას, ასევე ცელულიტთან ბრძოლას, გამოძერწვასაც და გამკვირივებასაც.

აქ ერთი ვიზიტიარ ნიშნავს ერთ მასაჟს, ერთი ვიზიტი 2 პროცედურას მოიცავს და მინდა დეტალურად მოგიყვეთ ამ პროცედურებზე. დავიწყებ ყველაზე ზღაპრულით – ჰიდრომასაჟი <3 Continue reading

HotelSplitSeaLaroma-anticellulite-massage-2000

ვიწყებ ცელულიტთან ბრძოლას

უკვე მეორე გაზაფხულია რაც აქტიურად ვარ ჩართული ჩემი სხეულის “მიშვებულ” უბნებთან ბრძოლაში.

გადატვირთული გრაფიკის გამო ცოტა დამაგვიანდა დაწერა და თქვენთვის კარგი ამბების გაზიარება, მაგრამ მსურველისთვის არც ახლაა გვიანი, თუმცა მე ზაფხულისთვის მზადებას აპრილის ბოლოდან ვიწყებ ხოლმე.

სინამდვილეში, უფრო სწორია როდესაც თებერვლის ბოლოდან მაინც იწყებ და აუჩქარებლად, დაგეგმილად და მშვიდად მიდიხარ სასურველ შედეგამდე, მაგრამ არც ახლაა ძალიან დაგვიანებული.

2017-04-05 00.45.13მოკლედ საქმე იმაშია, რომ როგორც შარშან წელსაც არ მომიკლავს თავი ვარჯიშით, არ გამიკეთებია არც ერთი პრესი, არ მირბენია და არ მივლია არც იოგაზე და არც სხვა რამეზე და შედეგად მაქვს: მოშვებული მუცელი, ცელულიტები და მოკლედ რომ ვთქვათ “გამოსაძერწი სხეული”. მითუმეტეს რომ ახლა მეტი მოტივაცია მაქვს და მინდა ძალიან მალე გამოვაჩინო ჩემი ტატუ :))

Continue reading

Taa.ge – ს დღეები ჰეარჰაუსში 4

ზაფხულისთვის მზადება როგორ იწყება?

დიეტა,

ახალი უფრო ფერადი და თხელი სამოსი

ახალი ფეხსაცმელი

чемоданное настроение

მზის სათვალეები, ახალი პირსახოცები, საცურაო კოსტუმები

ეპილაცია ყველგან სადაც შეიძლება

და ბოლოს ლოდინი როდის წავალ დასასვენებლად

ზაფხულის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი კი მზე, ზღვა და გარუჯული სხეულებია – ამაში ყველა დამეთანხმება

თურქეთის კურორტებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება, როდესაც ჩადიხარ, ნებისმიერი ნორმალური სასტუმროს ადმინისტრატორი პირველსავე დღეს გთავაზობთ სრულ პილინგს – რათა კანი განთავისუფლდეს ზედმეტი მკვდარი უჯრედებისაგან და მიიღოთ სრულიად გათანაბრებული და ძალიან ლამაზი რუჯი. მე არასოდეს არ ვამბობ უარს ამ მომსახურებაზე. აუცილებელია კანი მოამზადო ადამიანმა გასარუჯად.

ალბათ დაგაინტერესათ რა შუაშია ამხელა შესავალი ან ჰეარჰაუსთან, ან თაა.ჯი-ს დღეებთან. სწორედაც რომ შუაშია

taa.ge  და სალონი ჰეარჰაუსი გთავაზობთ:

23, 24,26,27,30 ივნისს (5 დღე)

და

1,3,4,7,8,10,11 ივლისს (7 დღე)

სახის გაწმენდაზე აქციას – “მოამზადე სახე ზაფხულისათვის”

ფასები

T ზონა – შუბლი, ნიკაპი, ცხვირი –  30 ლარი (იყო 40 ლარი)

და მთლიანი სახე – 40 ლარი (იყო 50 ლარი)

პროცედურები გრძელდება 1,5 ან 2 საათი

თუ თქვენ გაინტერესებთ როგორ ხდება აქ სახის გაწმენდა გადახედეთ ამ პოსტს

ამ ყველაფრით რომ ისარგებლოთ  თქვენ რეკავთ ნომერზე 477 569

კითხულობთ ქეთის და ეუბნებით:

“taa.ge-ს დღეებზე მინდა ჩავეწერო”

თაფლის მასაჟი

რა ვიცით თაფლის მასაჟის შესახებ?

 

თაფლის მასაჟი არის ძალიან ეფექტური ცელულიტის შემთხვევაში,

გარდა ამისა, გამოყავს ტოქსინები და შლაკები და კვებავს კანს.
ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
კანი ხდება ბევრად უფრო გლუვი და რბილი (და გემრიელი 😀 )

 

თაფლის მასაჟი ეფექტურია 15 სეანსიანი კურსის შემთხვევაში, თანაც სეანსები უნდა კეთდებოდეს არა ყოველ დღე, არამედ დღეგამოშვებით. ამის გამო მასაჟი დრძელდება მთელი თვის მანძილზე.
ეს დაკავშირებულია იმასთან რომ შლაკები და ტოქსინები ამოდიან კანის და ცხიმის ქვედა ღრმა ფენებიდან ზევით, გაწმენდილ ადგილებში და ამისათვის მათ უნდა მივცეთ დრო. თუ ასე გაანაწილებთ თაფლის მასაჟებს, მერწმუნეთ ბევრად კარგ ეფექტს მიიღებთ, ვიდრე ყოველდღიური მასაჟისგან. Continue reading