თმის დაგრძელება “ძაფებით”

თუ ვინმეს გაგიკვირდათ “ძაფების” წაკითხვა სათაურში, გეტყვით რომ სრული ჭეშმარიტებაა და არ გეჩვენებათ.

საუბარია სრულიად ჩვეულებრივ აკრილის საქსოვ ძაფებზე, რომლების ნახვაც თბილისში ბევრგან შეგიძლიათ.

მის ამგვარი დაგრძელების ტექნიკას, რის შესახებაც მე უნდა მოგიყვეთ Yarn Extensions ჰქვია და გამომდინარე იქედან რომ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა მსოფლიოში, მავანმა და მავანმა ბიზნეს იდეა დაინახა და ძაფების ნაცვლად ამგვარი დაგრძელებისთვის ხელოვნური თმის კონები შექმნა. ნებისმიერი ფერის, ელფერისა და გარდამავალი ფერებისაც კი შეგიძლიათ ნახოთ ეს თმის კონები.

თუარადა თუ გეჩქარებათ ან გეზარებათ, მიბრძანდით ნებისმიერ გალანტერეაში და შეიძინეთ აკრილის საქსოვი ძაფები. Continue reading

Untitled-1

თმის ფილერი

თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.

მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.

Untitled-1

მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …

მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…

მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …

შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.

თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა. Continue reading

XatijeVilla @Mtskheta

XatijeVilla ერთი არაჩვეულებრივი აგარაკია მცხეთაში, რომელიც ჩემი დის ოჯახს ეკუთვნის და სადაც ხშირად ვიკრიბებით ხოლმე ნეგობრები და ნათესავები შაბათ – კვირას და ძალიან საინტერესოდ და სასიამოვნოდ ვატარებთ დროს.

ამჯერად საკმაოდ დიდი ვიქენდი გამომივიდა XatijeVilla-ში, სადაც დაახლოებით 4 დღე გავატარე და მინდა გაგიზიაროთ აქ გადაღებული ჩემი ფოტოები.

პირველი დღის ფოტოები განსაკუთრებით მომწონს (ვიდრე თმას დავისველებდი), რადგან წინა დღეს შემღება ჩემმა ჯადოსნურმა “ლენა მას”-მა. მის ჯადოსნურ ხელებს კი ყოველთვის ასეთი გასაოცარი შედეგი მოაქვს ხოლმე სურათებზე რასაც ნახავთ:

???????????? Continue reading

Tbilisi Fashion Week Day 1

დასრულდა რიგით მე-10 თბილისის მოდის კვირეული და დავუბრუნდი ჩვეულ ცხოვრებას,

ჩვეული ცხოვრება არანაკლებ გიჟური და დაკავებულია, იმდენადაც კი რომ უკვე 3 ნოემბერია და ერთი სიტყვაც არ დამიწერია მოდის კვირეულზე, არადა სხვა დროს

პირველივე დღიდან ვაშუქებდი ხოლმე.

დავიწყებ ლოკაციით, რადგან წინა ლოკაციისგან განსხვავებით, რომელზეც

მარტო მე კი არა ყველანი შეყვარებულები ვიყავით – ახალი ლოკაცია აღმოჩნდა საკმაოდ წარუმატებელი, რიგი მიზეზების გამო.

დიზაინ ცენტრის სივრცე იყო უზარმაზარი და ამან შესაძლებლობა მისცა ორგანიზატორებს,

რომ გადასარევად გამოეყენებინათ ეს ყველაფერი: დიდი შოურუმი, დიდი კაფე,

სპონსორებისთვის დიდი სივრცე, 2 მოზრდილი ბექსთეიჯი – მაგრამ რად გინდა – დიდი გამყინვარება იყო ყველგან. Continue reading