Untitled-1

თმის ფილერი

თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.

მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.

Untitled-1

მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …

მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…

მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …

შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.

თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა. Continue reading

გოგოშკური დღეები

მე მინდა, ძალიან, ძალიან მინდა რომ ყველა ქალს დედამიწის ზურგზე ჰქონდეს საშუალება და სურვილი რომ თავს მოუაროს მაქსიმალურად, იმიტომ რომ ის პროცედურები, რომლებსაც მე გოგოშკურ დღეებად მოვიხსენიებ ისეთი სასიამოვნო, ისეთი სასარგებლო და რელაქსაციურია – რომ სერიოზულ კონკურენციას უწევს შოპინგს – ანტიდეპრესანტობაში 🙂

გუშინდელი მთელი დღე დილის 12დან საღამოს 5მდე მივიძღვენი ჩემს თმას და სახის კანს.

დავიწყე სილამაზის ცენტრ ნატალიდან, სადაც ძალიან კარგი სიახლე აქვთ – მეც შემთხვევით გავიგე, ეს არის თმის კომპლექსური მოვლისა და მკურნალობის იტალიური ბრენდი FRAMESI, რომელიც უკვე ნატალის სალონებშია.

პროცესი არის ძალიან საოცარი, სასიამოვნო და სასარგებლო, იწყება თმის დიაგნოსტიკით – რაც უფასო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მკურნალობის, სპეციალური დანადგარი იკვლევს და მონიტორზე აჩვენებს თავის კანსა და თმის ღერს, შემდეგ იგივე ძალიან მგძნობიარე აპარატი კვლევის დასრულებისთანავე ეკრანზე აჩვენებს რეცეპტს – ანუ თმის მოვლის იმ საშუალებებს რაც სჭირდება იმ ეტაპზე შენს თმას.

ჩემს შემთხვევაში განაჩენი ასე გამოიყურებოდა, დაზიანებული თმის ქალა, სუსტი და დაზიანებული თმის ღერები – ცვენის გამომწვევი დაზიანებები, ვიტამინების ნაკლებობა. ხოლო რეცეპტი მფგომარეობდა შემდეგში: Framesi-ს თმის სკრაბი, თმის ზეთი – აღმდგენი და დამატენიანებელი, თმის ლამინაცია სპეციალური სარებავის ტიპის ნარევით, რომელიც ასევე შეღებვასავით იდება თმაზე და არის ძალიან ძალიან მაგარი რამე – უბრალოდ შეღებილი თმებისთვის სხვა ნომრებია და შეუღებავისათვის სხვა, შემდეგ დაბანა თმის და თმის ამპულები, რომლის 2 სრული კურსი – აბუ 28 ცალი გამომიწერა პროგრამამ 🙂

ყველაფერი ეს უდიდესი სიამოვნებით განვიცადე ჩემს თავზე და ბოლოს დაბანილი და დავარცხნილი თმით რომ ავდექი სავარძლიდან – უბედნიერესი ადამიანი ვიყავი 🙂

Continue reading