Worldskills Sao Paulo 2015, August 8, First meeting with Experts

8 აგვისტოს გეგმა Worldskills International Skill Management Plan (SMP) -ის მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

Screenshot 2015-08-21 15.51.13

ეს იყო ერთ ერთი ყველაზე მეტად დატვირთული, საპასუხიმსგებლო და დამღლელი დღე.

8:30- ზე Hairdressing Skill -ის ყველა ექსპერტი (34 ადამიანი) ვიყავით ჩვენს პავილიონში და შევიკრიბეთ ექსპერტების ოთახში Continue reading

დიდი გასეირნება ჰეარჰაუსში

ყველაზე მაგარი შეთავსება დედამიწაზე სასიამოვნოს და სასარგებლოს შეთავსებაა, დამეთანხმებით ყველა 🙂

დღეს მქონდა ზუსტად ეგეთი დღე . . .

დავიწყებ იქედან რომ იტალიისთვის მოსამზადებლად ეს ერთი სრული დღე დამრჩა, კვირა ამიტომ 1 კვირით ადრე ჩავეწერე ჰეარჰაუსში ყველაფერზე 😀 პედიკური, მანიკური, თმის შეჭრა, ეპილაცია, სახის გაწმენდა, სახის მასაჟი, წარბების კორექცია . . .

და გუშინ გავიგე ძალიან მაგარი ამბავი . . .

ცოტა შორიდან რომ დავიწყო ერთ პატარა ინტრიგას ჩავაგდებ, ფეისბუქზე არსებობს პაწაწკუნტელა – მაგრამ უზომოდ გოგოშკური ჯგუფი, სადაც მხოლოდ სპეციალური მოწვევით თუ მოხვდები ადამიანი, რა თქმა უნდა ისიც მხოლოდ მდედრობითი სქესის.  ამ ჯგუფში ამბებს გაიგეეეეეეეეეეებთ, ყველაზე და ყველაფერზე, გოგოებზე, ბიჭუნებზე, საჭმელებზე, სარეცხებზე, სალონებზე, შოპინგებზე, სექსზე და უსექსობაზე, ჭორებს და სიმართლეს 🙂

ხოდა ამ ჯგუფის გარკვეულ წარმომადგენლებს გვქონდა იდეაში ერთად წასვლა სალონში, სამწუხაროდ იკვეთებოდა რომ შაბათს უფრო მეტს ეცალა და გუშინწინ აპირებდნენ, მაგრამ მერე შეიცლვალა გეგმები და დიდი გასეირნება სალონში-ს მონაწილეებმა კვირას დაგეგმეს მოსვლა.

მე 1 საათზე უკვე იქ ვიყავი ჩემს ორ დაქალოჩკასტან  ერთად, რომლებსაც ასევე ჩემნაირად შეუყვარდათ ჰეარჰაუსი და სხვაგან ფეხს აღარ დგამენ 🙂

თავიდანვე გაფრთხილებული მყავდა ქეთი და ყველა რომ დიდი დრო დამჭირდებოდა და ამ პერიოდებში არავინ ჩაეწერათ და მართლაც, ერთი წუთის ლოდინიც არ დამჭირვებია, სულ მალე დავიწყე ჩემი უსაყვარლესი პროცედურები.  პრინციპში ამ პროცედურების შედეგები უფრო უსაყვარლესია სიმართლე რომ ვთქვათ.

ყველაზე მაგარი პედიკურის მერე იყო, გამაშებამოცმული – ფეხები რომ არ გამყონვოდა ჩუსტიკებში დავტასაობდი სალონში 😀

რაც შეეხება ფეისბუქელ დიდი გასეირნების მონაწილე გოგონებს, როგორც მივხვდი მხოლოდ ერთი მოსულა და ისიც ისეთი რომ მე არ ვიცნობდი 🙂

არადა წინა დღით ჩაეწერნენ 3 საათიდან, თან ბევრნი მოვდივართო და მათი ხათრით ყველას უარი უთხრეს სალონში ჩაწერაზე. და დაახლოებით 8 გოგოდან მხოლოდ მე და ის ერთი ვიყავით. ასეთ რამეს მარტო საქართველოში თუ შეხვდები 🙁

Continue reading

საახალწლო შემოთავაზება ჰეარჰაუსისგან

დავიწყებ იმით რომ სალონში საახალწლოდ ჩაწერა თუ გინდათ დღესვე დარეკეთ რადგან ჯერ კიდევ კვირას ძლივს ჩავეწერე 30 რიცხვისთვის. თუმცა სახის გაწმენდაზე და მაკიაჟისთვის სახის მომზადებაზე არის კიდევ ადგილები. და მაკიაჟზეც

შემდეგ გილოცავთ ყველას დამდეგ შობა -ა ხალ წელს ასევე ჰეარჰაუსის თანამშრომლების სახელით და გისურვებთ პირველ რიგში სილამაზეს და მოვლილობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და იღბალს.

21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჰეარჰაუსი აცხადებს საახალწლო ფასდაკლებებს კოსმეტოლოგიურ კაბინეტში:

1. სახის მასაჟები:

ოქსიჯენის ძვირფასიანი პროდუქციით – 40 ლარი

10 პროცედურის შემთხვევაში – 300 ლარი

ჯიჯის სახის მოვლის ძირითადი ხაზის პროდუქციით 15-25 ლარი, ფასი დამოკიდებულია ღრმა მასაჟი უნდა კლიენტს თუ მსუბუქი:

ღრმა მასაჟი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: მსუბუქი-ენზიმური პილინგი, ღრმა დამატენიანებელი ნიღაბი, მასაჟი, გამატენიანებელი კრემი

მსუბუქი მასაჟი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: მსუბუქი-ენზიმური პილინგი, მასაჟი, გამატენიანებელი კრემი.

2. სახის მოვლა რეტინოლის ხაზით

რეტინოლის ხაზი ესაა სახის კანის დაზიანებული და დალაქავებული ადგილების აღდგენა, პიგმენტური ლაქების მოშორება, სოლარიუმისგან ნარჩენი ლაქებისა და რუჯის ნარჩენების მოშორება და გათეთრება.

ერთი პროცედურა 40 ლარი ღირს საახალწლოდ და სრული კურსი არის 5 პროცედურა

3. სახის გაწმენდა

სახის გაწმენდა საფუძვლიანად 40 ლარი

T ზონის გაწმენდა მხოლოდ – 30 ლარი

4. მაკიაჟი

მაკიაჟისთვის სახის კანის მომზადება ერთი დღით ადრე – 15 ლარი

მაკიაჟი – 25 ლარი