ახლა ჩემი დროა. . .

ახლა ჩემი დროა. . .

ვგრძნობ, ჩემი დროა… ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ ყველაფერი უკეთესად იყოს ვიდრე ჩემი დრო დასრულდება, რადგან ყველაფერს მათ შორის “ჩემს დროსაც” ალბათ რაღაც სასიცოცხლო ციკლი აქვს – უნდა მოვასწრო ყველაფერი – და მოვასწრებ კიდეც . . .

3–ჯერ მეტს ვიმუშავებ, 5–ჯერ მეტს ვისწავლი და 100000–ჯერ უფრო მაგრად ჩავეხუტები ვიკიკოს და მაინც ყველაფერს მოვასწრებ.

******************

ამბობენ, როცა რაღაცაზე ოცნებობ, როცა ძალიან გინდა, დიდხანს გინდა, გულით გინდა
წლების მანძილზე ….
აუცილებლად აგისრულდებაო

სასწაულები ხდება თურმე და დღეს 29 მარტია, მე კი დაპირებისამებრ – ჩემს ახდენილ ოცნებაზე უნდა მოგიყვეთ.

აი რაღაცნაირ წიგნებში რომ არის ხოლმე ხომ იცით, სამყაროს მიზიდულობა აქვსო, კიდე რაღაცეებიო აბსტრაქტული, შენი ოცნებები სადღაც ფარფატებს და თუ ძალიან ძალიან გულით გინდა აუცილებლად ცხადდებაო.

მე მჯერა ამ ყველაფრის, მე ეს დავიჯერე როცა მანქანა ვიყიდე და მჯერა დღესაც!!!

დღეს მე ბავშვობის ოცნება ამისრულდა – დღეს ყველა და ყველაფერი მიყვარს დედამიწაზე (ტარაკნებიც კი) :დ

******************

სულ პატარა გოგო ვიყავი იტალიაზე რომ ვოცნებობდი, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორაზ, ემეორე უცხო ენად იტალიური ავირჩიე და თავგადაკლული ვსწავლობდი. ვსწავლობდი წლების მანძილზე, ერთ ლექტორთან, მეორესთან, მესამესთან სანამ ინგლისურზე უკეთ არ შევისწავლე და სანამ პაწაწუნა მოთხრობების კითხვა არ დავიწყე იტალიურად. საათობით ვესაუბრებოდი ხოლმე ჩემს თავს იტალიურად, ინტონაციებით და მთელი პრანჭვა გრეხვით.

ამასობაში მაგისტრატურაც დავამთავრე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკა გავიარე და ის ის იყო ოცნება დავიწყე იტალიაში საელჩოში მუშაობაზე, რომ “ვარდების რევოლუცია !!! 🙁

ყველაფერი აირია, დაირია, ვინ სად წავიდა, ვინ სად დაიწყო მუშაობა კაცი ვერ გაიგებდა, მეც ჯერ კოლეჯში ვმუშაობდი ინგლისურს და იტალიურს ვასწავლიდი ბავშვებს, მერე ტვ ლოტოში და ბოლოს მოვხვდი აქ, ახალ ნატებაში – სადაც ყველაზე კარგად ვიპოვე ჩემი გზა . . . Continue reading