Hair Haus 2

მაშ ასე ვასრულებ დანაპირებს, წინა პოსტში რომ დაგპირდით იქეთა კვირას ფრჩხილებს გავიკეთებ და დავწერ მეთქი.

ჩემი ფჩხილებიიიიიიიიიი 🙁 იცით რამსიგრძე ფრჩხილები დავიჭერი ვიკიკოს გამო 🙁 დაჟე თვით მანიკურშასაც დაენანა და ისე ვუყურებდი რო მჭრიდა რო შევეცოდე :

მოკლედ გუშინ შუადღეზე მე და ვიკიკომ დაბუდა წავიყვანეთ გასარეცხად, თან უცებ გადავრეკე და ფრჩხილებზე და თმაზეც ჩავეწერე.

DSC04834 ფრჩხილები მაქვს ულამაზესად, გუშინ კანდელაკზე რომ მივედი, ჩემს მულოჩკას ისე მოეწონა რომ იქეთა კვირას მიმყავს 🙂

დღეს გადავწყვიტე რომ ვიწყებ კიდევ ახალ პროექტებს, ანუ ყველა ადგილის შესახებ სადაც თავს ვუვლი, ან ტანსაცმელს ვიკერავ ან სხვა რამე უნდა დავწერო პოსტები, რომ სხვებს გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები.

მოკლედ მივედი და დავჯექი მანიკურზე…

სასიამოვნო გაოცება # 1

ჩემს წინა სალონში ერთ რაღაცაზე სულ ჩხუბი მიწევდა ხოლმე, თასი, სადაც ხელებს მაყოფინებთ დასალბობად კარგად გარეცხეთ მეთქი.

აქ:  გოგონამ, რომელიც ფრჩხილებს მიკეთებდა გააძრო ცელოფნნის პარკი რომელზეც ქათმის ბარკლები ეხატა და მე გაოცებისგან პირი დავაღე რათ უნდა მეთქი, ამოიღო ერთჯერადი პარკი (ალბათ ასეთ შეფუთვებში იყიდება), ძალიან ცივილურად, ამ თასს შემოახვია და ისე ჩაასხა შიგნით წყალი. ოოოოოო, დამიჯერეთ ძალიან მაგრად დავაფასე და + დავუწერე ამ საქციელისათვის.

სასიამოვნო გაოცება # 2

თაროზე სადაც ძირითადად ქართულ სალონებში გოლდენ როუზის ლაქები აწყვია ხოლმე, იდო თუrქული ბრენდის ფარმასის საკმაოდ ხარისხიანი ლაკები

სასიამოვნო გაოცება # 3

მეზიზღება როდესაც თხევად საპონში მილბობენ თითებს, ხელები საშინლად მიშრება და მექერცლება ხოლმე და ფრჩხილები მეფრცქვნება. ამ გოგომ ზღვის მარილი ჩაყარა თასში და ნუნებზე დამაწვეთა სპეციალური ველას დამარბილებელი, არავითარ ქაფები და საპნები აღარ გამოუყენებია.

სასიამოვნო გაოცება # 4

DSC04835ფრანგულ მანიკურში დამატებით 1 ლარი არ გადამიხდია, ეგ კი არადა იმავე ფასში 4 თითზე მოხავა გამიკეთა, და დახატვაზე ფასს არ ვამატებთო, რამაც შოკირებაში ჩამაგდო. ადრე 1 თითის მოხატვაში კიდევ 1 ლარს ვიხდიდი და ჯამში 4 ლარს.

და ბოლოს ყველაზე მეტად რაც მომეწონა ამ გოგოსი, ნუ რომ ვიჯექით ამდენი ხანი, შესაბამისად მუნჯებივით ხომ არ ვიჯდებოდით და ვსაუბრობდით ფრჩხილების ირგვლივ, დახატვაზე და ასე შემდეგ. და ძალიან მაგრად ვიხალისე რომ ეს გოგო ფრჩხილებზე ხატვას და სხვა საინტერესო და სასარგებლო რამეებს თურმე ინტერნეტით და იუთუბით სწავლობდა. ძაან მომეწონა ეს მდგომა, არასოდეს არ მყოლია ასეთი პრადვინუტი მანიკურშა 🙂

ფრჩხილების მერე თმა დავივარცხნე და ჩემს ბარათზე კიდევ ერთი ბეჭედი გაჩნდა მათი, მეშვიდე ვიზიტი მექნება უფასო, ერთი სული მაქვს როდის მოვა ეს კვირა. მაინც სასიამოვნოა ასეთ საჩუქარს რომ გიკეთებენ 🙂

თმა გავიკეთე არა იდეალურად სწორად, არამედ ამჯერად ერთმა სიმპატიურმა ბიჭმა დამვარცხნა – ბუნებრივს რომ ეძახიან ისე და ისე ლამაზად დამილაგა რომ სახლში რომ მივედი ჩემმა მეუღლემ ძალიან დემონსტრაციულად აღნიშნა რა კარგად გაგიკეთეს თმაო. ეგ კიარადა დღეს დილით თათბირის შემდეგ ჩემი უფროსის კომპლიმენტებიც კი დავიმსახურე და დავდივარ თვალებგაბრწყინებული 🙂

შემდეგ კვირას ველოდები მოუთმენლად, პირველად ცხოვრებაში უნდა შევიცვალო წარბების ფორმა და გავიკეთო წარბები ხელოსანთან. იმედია კმაყოფილი დავრჩები. ნუ პრნციპში დავწერ :))))