at-home-vs-professional-teeth-whitening-pict

კბილების გათეთრება კაპებით

კბილების გათეთრების შესახებ პოსტი, საქართველოში მომსახურების უბადრუკობით უნდა დავიწყო.

მოგეხსენებათ (ბლოგის აქტიურ მკითხველებს) რომ მწეველი ვარ და არც ყავასა და წითელ ღვინოზე ვამბობ უარს, ამიტომ 2 წლის წინ, როდესაც უკვე სავალალოდ მივიჩნიე  ჩემი კბილების ფერი და მდგომარეობა დავიწყე ინფორმაციის მოძიება კბილების გათეთრების შესახებ.

ჯერ Air Flow ვცადე, მართლა ძალიან კარგი პროცედურაა, მაგრამ ჩემს კბილებს ეგ ვერ უშველიდა. მერე დავიწყე კონკრეტულად გათეთრებაზე გამოკითხვა და ვიზიტები.

წინა კბილებიდან 2 ადგილზე მაქვს პლომბი, ამის გამო ყველა კლინიკა მეუბნებოდა:

  • იცით რაა პლომბი არ თეთრდება! – და აქ ასრულებდნენ კომუნიკაციას, არც რჩევები არც გზის შეთავაზება და არც არაფერი და მეც ბატივით მოვდიოდი ხოლმე უკან ან ვთიშავდი ტელეფონს.

Continue reading

დენტალ ჰაუსის საგაზაფხულო აქცია

ჩემს მკითხველა ახსოვს ალბათ რომ მე დავიწყე აქტიურად კბილების მოვლა, მაგრამ ამავე აქტიურობით შევწყვიტე უდროობისა და რიგი მიზეზების გამო.

მაგრამ მიუხედავად ამისა ვეცდები რომ ამ მხრივ სიახლეები შემოგთავაზოთ ხოლმე პერმანენტულად, მაგალითად როგორიცაა DENTAL HAUSE-ის საგაზაფხულო მშვენიერი აქცია.

აქციის პირობებში:

კბილების ჰიგიენური წმენდა ღირს 25 ლარი

აუცილებლად გაიწმინდეთ, უდიდესი სიამოვნებაა და უდიდესი დასვენება თქვენი პირის ღრუსათვის

გაწმენდა AIR FLOW-ს მეთოდით 40 ლარი Continue reading

კბილების მოვლა

რა თავის მოვლა და სილამაზეა – ადამიანს კბილები თუ არ გაქვს წესრიგში (თაა-ს ბრძნული ნაფიქრი)

ჩემი კბილები ჩემი ტკივილია, წლებია ვეძებ კარგ ექიმებს, კარგ მომსახურებას, კვირას მომუშავე კლინიკებს და ნორმალურ ფასებს – მთელს ხელფასს რო არ ვტოვებდე მინიმუმ ეგეთს მაინც.

ხოდა ეს წლებია ძებნა სერიოზულ პრობლემებში გადამეზარდა, და მივხვდი რომ სირცხვილია ამდენს ვლაპარაკობ თავის მოვლაზე და ასეთ დღეში მაქვს თავად კბილები, ხოდა დაახლოებით 1 კვირის წინ ფეისბუქზე დავიწყე ნორმალური სტომატოლოგიური კლინიკების ძებნა საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიებზე.

ფეისბუქი – რომ ის ქსელია სადაც ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას გიპოვიან და ნებისმიერ შეკითხვაზე გიპასუხებენ, ეს ხო ისედაც ვიცით მე რომ არ ვილაპარაკო ბევრი.

ხოდა ზემოთდალინკული სტატუსის შემდეგ, მივიღე ძალიან საინტერესო პირადი მესიჯი ფეისბუქზე სტომატოლოგიური კლინიკის DENTAL HAUSE-ის წარმომადგენლისგან შეხვედრაზე. მწერდა რომ მათი კლინიკა საბურთალოზე არის და ფასები ძალიან მისაღებიო და მომსახურება მაღალხარისხიანიო და  ყველაფერს ადგილზე გაგაცნობთ თუ გვეწვევითო. მეტი რა მინდოდა, იმავე დღეს დავნიშნეთ შეხვედრა და წავედი. Continue reading

8 საუკეთესო კბილების მათეთრებელი

თეთრ, ლამაზ, ჯანსაღ, ჰოლივუდურ კბილებზე დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანს უოცნებია. მე ნამდილად მიოცნებია და თან ძალიანაც ხშირად.

საერთოდ კბილებს ადრე კარგად ვუვლიდი, სისტემატიურად დავდიოდი დანტისტთან, ვიწმენდდი, ქვებს და რაღაცეებს ვიშორებდი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მავნებელზე ყავა, მუქი ჩაი და სიგარეტზე ვერასოდეს ვამბობდი უარს. შემდეგ მოვიდა ორსულობის ხანა და მერე ვიკიკო. საერთოდ არ მაქვს დრო და სამწუხაროდ აღარც იმდენი ფინანსები (არ მაქვს დაზღვევაც 🙁 ) რომ ისევ ვიარო კარგ სტომატოლოგიურ კლინიკებში და კარგად მივხედო კბილებს.

Continue reading