at-home-vs-professional-teeth-whitening-pict

კბილების გათეთრება კაპებით

კბილების გათეთრების შესახებ პოსტი, საქართველოში მომსახურების უბადრუკობით უნდა დავიწყო.

მოგეხსენებათ (ბლოგის აქტიურ მკითხველებს) რომ მწეველი ვარ და არც ყავასა და წითელ ღვინოზე ვამბობ უარს, ამიტომ 2 წლის წინ, როდესაც უკვე სავალალოდ მივიჩნიე  ჩემი კბილების ფერი და მდგომარეობა დავიწყე ინფორმაციის მოძიება კბილების გათეთრების შესახებ.

ჯერ Air Flow ვცადე, მართლა ძალიან კარგი პროცედურაა, მაგრამ ჩემს კბილებს ეგ ვერ უშველიდა. მერე დავიწყე კონკრეტულად გათეთრებაზე გამოკითხვა და ვიზიტები.

წინა კბილებიდან 2 ადგილზე მაქვს პლომბი, ამის გამო ყველა კლინიკა მეუბნებოდა:

  • იცით რაა პლომბი არ თეთრდება! – და აქ ასრულებდნენ კომუნიკაციას, არც რჩევები არც გზის შეთავაზება და არც არაფერი და მეც ბატივით მოვდიოდი ხოლმე უკან ან ვთიშავდი ტელეფონს.

Continue reading

I Said, I Did

ეს ერთი კვირაა თითქმის სულ სახლში ან ექიმებში ვარ, რაღაც პრობლემები მაქვს ჯანმრთელობის და ვაგვარებ, შესაბამისად ვერც ბლოგთან ვხვდები და ვერც ფეისბუქთან აქტიურად. სამსახურშიც ვერ დავდივარ, რასაც ძალიან განვიცდი რადგან ძალიან ბევრი საქმე მიფუჭდება, მაგრამ რას ვიზამ – თავს ზემოთ ძალა არ არის.

თუმცა ამ პოსტის წერა საწუწუნოდ არ დამიწყია რა თქმა უნდა. ძალიან მიხარია და ბედნიერი ვარ რომ ანინას და ჩემს შემართებას, რომლის შესახებაც ამ პოსტში გიყვებოდით, კიდევ ბევრი ადამიანი შემოუერთდა, ამას კომენტარებშიც ნახავთ.

და რადგან მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წერს და რეალურად არ ასრულებს ამას: ამიტომ მინდა მოგიწვეთ თუ რა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგი Let’s get Better – გზაზე 🙂 Continue reading

Alba-Dent

დიდი ხანია მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ვერ მოვიცალე რომ ნორმალურად მომეყოლა.

დაახლოებით თებერვალში, თუ არ ვცდები ვცადე კბილების მოვლის დაწყება და ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ამაოდ. სამსახურმა და ბავშვმა არ მომცა ამის საშუალება. დავდიოდი ისევ უამრავი პრობლემით ვიდრე ჩემმა ერთმა მეგობარმა, პირდაპირ კაფედან სადაც ძაან ვიწუწუნე უკანა კბილი მტკივა მეთქი – პირდაპირ არ გამაქანა თავის კლინიკაში.

იმ დღიდან მოყოლებული უკვე 1 თვეა, როგორც კი გამოვნახავ საღამოს დროს, საშინელი საცობების და გადათხრილი აღმაშენებლის გამზირის მიუხედავად გავრბივარ კლინიკაში.

ალბა-დენტი ქართულ ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკაა, ძალიან მძლავრი კონტაქტებით და პარტნიორებით ინგლისში, ძალიან კომფორტული და სასიამოვნო ინტერიერით, საზღვარგარეთ კვალიფიცირებული და განათლება მიღებული ექიმებით და ძალიან კარგი სერვისით, რაშიც თავადაც დარწმუნდებით თუ დაინტერესდებით.

ზოგადად მე ექიმების მიმართ საკმაოდ მტრული დამოკიდებულებით გამოვირჩევი, არ მიყვარს ხოლმე ექიმებთან ვიზიტები, წამლები და მკურნალობა. მაგრამ პირველად რომ შემოვედი ალბა დენტში საერთოდ ვერ ვიგრძენი თავი სტომატოლოგიურ კლინიკაში –  გარედან შემოდიხარ საკმაოდ გრილ ჰოლში, რომელიც რამოდენიმე საფეხურით ადის მოსაცდელ დარბაზში, ჰოლში არის უზარმაზარი სარკეებიანი კედელი – რომელიც საცეკვაო დარბაზს მაგონებდა, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან კარგი გასართობია. ინტერიერი ჩემდა გასაკვირად ორ ყველაზე ტრენდულ ფერში: ფორთოხლისფერში და ლურჯში იყო გადაწყვეტილი და ძალიან სასიამოვნოდ და მყუდროდ გამოიყურებოდა.

Continue reading

კბილების გაწმენდა

მოუცლელობის გამო დენტალ ჰაუსში საერთოდ ვერ მივაღწიე რომ წინა პოსტში დაპირებისამებრ თქვენთვის გამეზიარებინა გამოცდილება 🙂

ხოდა შაბათს როგორც იქნა მოვძებნე საღამოს დრო და ვეწვიე დენტალ ჰაუსს, ამჯერად ვიზიტი მქონდა მათ ექიმთან ფიქრიასთან, ახალგაზრდა და ძალიან მხრიარულ სტომატოლოგთან, რომელიც ამავე დროს არის კლინიკის მეპატრონეც.

რადგან უამრავი რამე იყო პირის ღრუში გასაკეთებელი და ჩემი ქვებიანი და ძალიან გასაწმენდი კბილები ამ ყველაფერში ხელს უშლიდა, ამიტომ გადავწყვიტეთ მკურნალობა კბილების გაწმენდით დაგვეწყო …

დარწმუნებული ვარ კბილები უმეტესობა თქვენგანს გაუწმენდია და ზუსტად იცით რომ სულაც არ არის სასიამოვნო პროცესი. რაღაც ბურღის მაგვარი უფრო წვეტიანი ტიპი დარბის ზუზუნით კბილებს შორის – და ასუფთავებს ჩვენს პირის ღრუს ნახული და არნახული სიბინძურისგან, ყავის, სიგარეტისა და საკვების ნალექი მასალისაგან.

ნამდვილად არ არის სასიამოვნო – მაგრამ არის ძალიან, ძალიან სასარგებლო და საჭირო. დაჯე აუცილებელიც წელიწადში ორჯერ 🙂

გაწმენდის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს უზარმაზარი რაოდენობით ჯანდაბები გაიტანეს ჩემი პირიდანო 🙂 სიმსუბუქის და სისუფტავის საოცარი შეგრძნება მქონდა.

გაწმენდის შემდეგ კბილებისა და ღრძილების მგრძნობიარობა იზრდება და ამიტომ სპეციალური კბილის პასტა მაჩუქეს – მინი ვერსია, რომ იმით გამეწმინდა კბილები და დამარიგეს რომ მეყიდა ახალი და საშუალო სიხისტის კბილის ჯაგრისი, რომ მეხმარა პაროდონტაქსის პბილის პასტა და მისივე კბილის სავლებები და ასევე ფლოსი.

ხო, და ბოლოს დაინტერესებულ პირთათვის, კბილების გაწმენდა 40 ლარი ღირს 🙂

დაელოდეთ შემდეგ პოსტებს – ვისაც ჩემსავით გაწუხებთ ეს პრობლემა