LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

Separated colors of GOLA

სად შეიძლება ვიპოვოთ უამრავი ფერი ერთად?

– ცისარტყელაში, ბენეტონის ტანსაცმელში, ფერადი ფანქრების ნაკრებში, კაპაროლის ლოგოში . . .და ა.შ და ა.შ.

სად შეიძლება ვიპოვოთ უამრავი ფერი ცალცალკე?

გოლას 2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში 🙂 რომელსაც მე პირადად პირობითად Separated colors of GOLA დავარქვი.

კოლექცია რომელიც ერთი შეხედვით არ გამოირჩეოდა არც განსაკუთრებული დიზაინერული შტრიხებით, არც ავანგარდული დეტალებით, არც გამორჩეული კლასიკურობით, არც  სიბრჭყვიალით, არც მეტალის თუ მარგალიტის აქსესუარებით – ყველას დაამახსოვრდა ფერებით. . .

არ გამომრჩეს – ფერებით, ბარბის პარიკებით და საშინელი განათებით – არასოდეს არ გაიმეოროთ მოდების ჩვენებისას ეს ერთი პროჟექტორის პრინციპი, საშინელებაა – ვერაფერს ვერ ვხედავდით, თან ეს თეთრი შუქი ბუნებრივ ფერს უკარგავდა ქსოვილს. Continue reading

GFW: Teona Elizbarashvili

Georgian Fashion Week, დღე მესამე, 24 ოქტომბერი, კვირა, 16:00

თეონა ელიზბარაშვილი

მინდა ბევრი მოგიყვეთ და დავწერო მაგრამ სამწუხაროდ არაფერი არ ვიცი ამ გოგოს შესახებ, საიტი under construction აქვს.  ერთადერთი რაც გამაჩნია მისი სურათია, ისიც ფეისბუქზე ვიპოვე

Continue reading