The Best – The Worst HAND CREAMS

ძალიან დიდი ხანია თავის მოვლაზე არ დამიწერია, არადა მართლაც ბევრი დამიგროვდა სათქმელი. ჯერ იყო და დუბაიდან უამრავი ახალი საშუალება ჩამოვიტანე და გავტესტე და მათ შესახებ მაქვს მოსაყოლი, მერე აქ დაიწყო ფასდაკლებები და ქავთარაძის გუდვილში არსებული ლუტეციიდან ხელცარიელი არ გამოვდიოდი (ვერ გამოვდიოდი :D).  ბლოგზე არ დამიწერია თორე taa.ge-ს Facebook-ის გვერდზე ყოველთვის ვწერდი ხოლმე რიგი საშუალებების შესახებ.

დღეს გადავწყვიტე ხელის კრემებით დავიწყო, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავის მოვლის საშუალება, რომლი არ ქონა, ჩემის აზრით არც ერთ ქალს არ ეპატიება. ჯერ ერთი იმიტომ რომ ხელის კანი ყველაზე მგრძნობიარეა და რეაგირებს როგორც სხვადასხვა საშუალებაზე ასევე ამინდზეც, რის გამოც მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. თანაც არ დაგვავიწყდეს რომ – ხელები ყველაზე ადრე ბერდება – ნუ დავუშვებთ, რომ ხელებმა გასცენ ჩვენი ასაკი 🙂

წერის მანერა დღეს ცოტათი შევცვალე და მინდა რომ გარდა რეკომენდაციებისა, თუ რომელი ხელის კრემი უნდა გამოიყენოთ და რატომ, ასევე მინდა გაგაცნოთ ე.წ. Black List – რომლებიც არასოდეს არ უნდა გამოიყენოთ.

Recommended:

Continue reading

A present from TAA.GE

დღეს ალბათ მისალოცი პოსტი უნდა დამეწერა. თუ როგორ გილოცავთ, როგორ გისურვებთ ყველაფერს კარგს და ასე შემდეგ. მაგრამ ამას ჩემთვის ახალი წელი არ სჭირდება, ისედაც ყველას ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და რაც მთავარია ოცნებების ახდენას 🙂

დღეს მე სხვა თემაზე მაქვს პოსტი დასაწერი ….

სათაურიდან მიხვდებით რომ თემის შინაარსში რაღაც საჩუქარიც იგულისხმება, მართლები ხართ 🙂 ……..  TAA.GE – აცხადებს კონკურსს და აწესებს პრიზს.

კონკურსების იდეა გუშინ სვითისთან სკაიპური საუბრის შემდეგ დამებადა. თუ ნახეთ ჩემი გესტ პოსტი მის ბლოგზე გეცოდინებათ რომ სვითისაც აქვს სამომავლოდ რაღაც პროექტი რომელში გამარჯვებილიც ასევე მიიღებს საჩუქარს TAA.GE -სგან. ბლოგის თემატიკიდან გამომდინარე საჩუქრები იქნება მხოლოდ სილამაზის სფეროდან და მხოლოდ ბრენდები. ხარისხის კონტროლს მე თავად ვაწესებს ჩემს საჩუქრებზე, ყველაფერი იქნება ან ლუტეციაში ნაყიდი ან ინტერნეტით გამოწერილი სხვადასხვა კოსმეტიკური საიტებიდან რომლებსაც მე ვენდობი. + ამას ხანდახან AVON – ის პროდუქციაც, რომლის თითქმის 100-წლიანი ისტორიაც აძლევს ამ ბრენდს შანსს მოხვდეს ჩემი საჩუქრების სიაში.

dior მაშ ასე კონკურსი იწყება დღეს ღამესვე და სრულდება 7 იანვარს ….

რაც შეეხება საჩუქარს, ამ კონკრეტულ კონკურსში თამაშდება : დიორის გამწმენდი. მაპატიეთ სურათი ვერ დავაფოტოშოპე 🙂

შინაარსი – ჩემს ემეილზე (taa@taa.ge) მშვენიერი სქესის ყველა წარმომადგენელმა, რომელსაც გსურთ მიიღოთ პრიზი, უნდა გამოაგზავნოთ სურათები ახალი წლის დღეებიდან. კონკრეტულად კი თუ როგორ გამოიყურებოდით ამა თუ იმ დღეს. 31 ღამიდან დაწყებული 7 იანვრით დასრულებული. როდესაც იგრძნობთ რომ რაღაც კარგად და მომხიბლავად გამოიყურებით, ან სამოსი გაცვიათ განსაკუთრებული, ან თმა გაქვთ გამორჩეულად, ან მაკიაჟი გაქვთ გამორჩეული —  სასწრაფოდ გაქანდით და გადაიღეთ სურათები. გამომიგზავნეთ მეილზე და გაიმარჯვეთ …

აქვე მინდა ჩემს მამრობით მკითხველებს შევთავაზო – მათაც მიიღონ მონაწილეობა ჩემს კონკურსში, საჩუქარს მათთვისაც მოვიპოვებ რამეს 🙂