Makeup-Artist1

Which is your EYE Makeup Look?

არსებობს მაკიაჟი, რომელსაც მხოლოდ კარგი ოსტატი გაგიკეთებს, რადგან მხ
ოლოდ მათ ძალუძთ საათები დაუთმონ ადამიანის სახის კორექციას, დახვეწასა და ლამაზად მოხატვას და ეს ძალიან, ძალიან დასაფასებელი პროფესიაა. თუ ვიზაჟისტი მხატვარიც არ არის, Makeup-Artist1ის ვერ დაიცავს პროპორციებს და უნდა შეეშვას კიდეც ამ საქმეს.

ჩვენ კი ჩვეულებრივი ადამიანები მხოლოდ 5-10 წუთს ყოველდღიურობაში, ხოლო განსაკუთრებული სამზადისის დროს 20-30 წუთს თუ ვუთმობთ მაკიაჟს.

მე პირადად 10 წუთსაც ვერ ვუთმობ ჩემს სახეს დილაობით, ამიტომ ძალიან მარტივი და სადა მაკიაჟით შემოვიფარგლები ხოლმე, რომლის მთავარი დანიშნულებაა კანის ოდნავ შეფერვა, ხარვეზების დაფარვა და თვალების გამოკვეთა.

მარტივად და სადად.

თუმცა არსებობს რამდენიმე ყველაზე გავრცელებული მაკიაჟის სახეობა, რომელსაც ვიყენებთ არა მხოლოდ სადღესასწაყლო არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც – განწყობიდან გამომდინარე.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვალის მაკიაჟია, რადგან შესაძლოა სახლიდან გამოვიდე ისე რომ სახეზე არაფერი მესვას, მაგრამ არასოდეს გავდივარ ისე რომ მინიმუმ ტუში არ მესვას თვალებზე, ესეც იშვიათად, ძირითადად ჩრდილითა და ტუშით მნახავთ ხოლმე.

მოდით განვიხილოთ თვალის მაკიაჟის ყველაზე გავრცელებული ტიპები.

Continue reading

Zuhair Murad Haute Couture spring 2014

Zuhair Murad Haute Couture spring 2014

რა შეიძლება ითქვას ამ კოლექციაზე? სიმდიდრე, ფუფუნება, დახვეწილობა, ელეგანტურობა, ზღაპრულობა.

მიუხედავად იმისა რომ ყველა კოლექციაში სტილი ერთია, მაინც ახერხებს ეს ადამიანი დაიჭიროს პუბლიკა და აღფრთოვანების სიტყვები წამოაძახებინოს.

მე პირადად ამ კოლექციის წარმოდგენის მეთოდს, თავად შოუს ელემენტებს უფრო დავუკრავდი ტაშს.

მოდით 2 წუთით ვიმოგზაუროთ ზღაპრის სამყაროში, სადაც ყველა ბავშვისთვის და მშობლისთვისაც, რომლებიც ზღაპრებს უკითხავენ ან აყურებინებენ ბავშვებს ცნობილია, რომ გაზაფხული მოჰყავთ ელფებს და ფერიებს. მათ შორის ელფები არიან პაწაწუნა მოსიარულე და ძალიან გამრჯე არსებები და ფერიები არიან ასევე ძალიან გამრჯე მფრინავი არსებები.

ორივე ეს არსება ზღაპრულ ბუნებაში ცნობილია გამოკვეთილი და ხანდახან ოდნავ წაგრძელებული ყურებით.

ახლა კი მოდით დავაკვირდეთ ამ საოცარი კოლექციის ფონს და თავად მოდელებს, სადაც იდეალურად არის ნაჩვენები რომ ესენი არიან სწორედ ის ზღაპრული ელფები და ფერიები რომლებსაც მოჰყავთ გაზაფხული:

ულამაზესი და სადა მაკიაჟი, სადა ვარცხნილობა და გამოკვეთილად წინ წამოწეული ყურები.

აღფრთოვანებული ვარ მე პირადად.

 photo ZUHAIRMURAD2014taage1_zps1e83d10b.jpg

Continue reading

Thirsty Skin

უზარმაზარი ჭიქით მიდევს გვერდით წყალი და გწერთ ჩემს გუშინდელ გამოცდილებას.

იმის გამო რომ სამსახურის საქმეები უკვე საერთოდ აღარ მაძლევს საშუალებას მოვიცალო ჩემი თავისთვის და კანისთვის, უკვე დიდი ხანია კოსმეტოლოგთან არ ვყოფილვარ 🙁

ბოლოს სინდისმა და სარკემ ერთად რომ შემაწუხეს ხათოს (hairhaus) ვთხოვე დარჩენილიყო 7 საათის მერე და მიეხედა ჩემი სახისთვის.

მივედი და სასტიკად გავილანძღე მოუვლელი სახის კანის გამო 🙁 რაც ძალიან მომხვდა გულზე, იმიტომ რომ მეც ვხვდები რომ ასე არ უნდა “მივაგდო” სახე მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა არ იყო. სახე მქონდა საოცრად გასაწმენდი და საოცრად გამომშრალი – რაზეც მკითხა კიდეც ხათომ – წყლის სმასაც გადაეჩვიეო? ? ? Continue reading

2010 წლის საუკეთესო ტონალური კრემები

რამდენი ხანია სილამაზის და თავის მოვლის სფეროზე არაფერი დამიწერია, ამიტომ დღეს გავინებივრებ თავს ამ მხრივ

2010 წელს უამრავი სიახლე შემოგვთავაზეს თავის მოვლის საშუალებებში საუკეთესო ბრენდებმა, იმდენად ბევრი სიახლე რომ ძალიან ბევრი პოსტის მიძღვნა მომიწევს თუნდაც ნახევარ მათგანზე რომ დავწერო, ამიტომ ნელ – ნელა მივყვები და გაგაცნობთ მათ.

რა თქმა უნდა სიახლეები ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს მოდა არ არის რომ შარშანდელი უკვე ძველმოდურად და “ბანძურად” ითვლებოდეს, თვით სუნამოებიც კი – მართალია გარკვეულწილად “მოდაში” შემოდის ხოლმე, მაგრამ საუკეთესო სურნელებმა დრო და წლები არ იციან. ისინი რჩებიან და რჩებიან

მაშ ასე – რით გამოიჩინეს თავი 2010 წელს სილამაზის სამყაროს მონარქებმა?

სახის კანის ფუძე:

Chanel Mat Lumiere

დანართი: რადგან დაინტერესება ამპროდუქტზე საკმაოდ დიდი იყო და რადგან მე ვერ დავწერე ჩემი გამოცდილება (არ მქონია არც ერთი მათგანი) ამიტომ თაკოს გამოცდილებას ვამატებ პოსტშივე:

თუ გაქვთ ჩემნაირი კანი, ანუ კომბინირებული, პრობლემური T ზონაში, ამ ორიდან გირჩევნიათ აიღოთ შანელის მატ ლუმიე, ეს არის ხაზგასმით მატი, ანუ ის ზედმეტი ბრწყინვალება რაც ჩემნაირი სახის კანს როგორც წესი აქვს, ამ ტონალურით ძალიან კარგად ნეიტრალდება და კანი ინარჩუნებს მხოლოდ ლამაზ და ჯანსაღ ბზინვარებას, ტექსრურა მსუბუქია და არ შეწუხდები.

Continue reading