Third Giveaway on Taa.ge

დაპირებისამებრ , აგვისტოც არ ჩაივლის გივევეის გარეშე.    🙂

ზოგადად შევეცდები რომ ყოველ თვე გავახარო ჩემი ერთგული მკითხველი სხვადასხვა სიურპრიზებით და საჩუქრებით, გივევეი ამ დიდი გეგმის ერთ ერთი ნაწილია და იმედს ვიტოვებ რომ საინტერესო და სახალისო პროცესები გველის, ისევე როგორც ორი წინა გივევეის დროს 🙂

Second Giveaway on taa.ge

The First GIVEAWAY on Taa.ge

ამჯერად საჩუქრის არჩევაზე 1 კვირა ვფიქრობდი, რა დამეწესებინა მზის სათვალე თუ თავის მოვლის საშუალება და უცებ დამხმარედ გამომეცხადა vovovo.ge

VOVOVO.ge ელექტრონული კომერციის მულტი სისტემაა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი სერვისებით:

– ამანათების გამოწერა და ჩამოტანა ამერიკიდან და ევროპიდან (აქვე უნდა დავამატო რომ სექტემბრის მოლოდინში ვარ, რადგან ევროპიდან გზავნილები სექტემბრიდან დაიწყება და საშუალება მექნება ZARA და სხვა ჩემთვის საინტერესო ბრენდები პირდაპირ ევროპიდან გამოვიწერო).

-ჯგუფური შეძენების შედეგად მიღებული ფასდაკლებების სერვისი – როგორიც იყო მაგალითად ჩემს მიერ ბოდილაინის ლაზერული ეპილაციის ჩეკების შესყიდვა დიდი ფასდაკლებით, თუ დაინტერესდებით ამ სისტემით აქ გადახედეთ.

– და ბოლოს სერვისი : შეიძინე ჩემთვის (Buy for me) -თუ თქვენ არ გაქვთ ბანკის პლასტიკური ბარათი ან თქვენი პლასტიკური ბარათით ვერ ხერხდება გადახდის განხორციელება, ვებ გვერდზე არსებულ შესაბამის განყოფილებაში(შეიძინე ჩემთვის) ჩააგდებთ იმ  ნივთის ბმულს რისი გამოწერაც გსურთ და VOVOVO.GE იზრუნებს თქვენთვის ამ ნივთის შეძენაზე.

ამჯერად კი ვოვოვო-მ დააწესა გივევეის საჩუქრად ფალიაშვილის 3 ნომერში მდებარე CG SALONის ვო- ჩეკი, რაც გულისხმობს სახის გაწმენდას და წარბების კორექციას აბსოლუტურად უფასოდ.

იმისათვის რომ სალონის მიერ დაწესებულ ვადებში ჩავეტიოთ, გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს შაბათს, ანუ შაბათს საღამოს დასრულდება გივევეი. კვირას გამარჯვებულს გადაეცემა ვო- ჩეკი, რომლით სარგებლობის ვადა არის მხოლოდ შემდეგი 1 კვირის მანძილზე.

დაგეგმეთ თქვენთვის სასურველი დღე ორშაბათსვე, დარეკეთ სალონში ნომერზე:

229 15 95 –  აუხსენით რომ თქვენ ხართ ვოვოვო -ს ჩეკის მფლობელი და ჩაეწერეთ აუცილებლად წინასწარ.

რაც შეეხება კონკურსის პირობებს:

1. აუცილებლად დაალაიქეთ ვოვოვოს Facebook-ის გვერდი, რადგან აქ თქვენ ყოველთვის საინტერესო ფასდაკლებები გელით, დატოვეთ კომენტარი სადაც მიუთითებთ რომ გადასული ხართ taa.ge-დან

2. მთავარი საკონკურსო პირობა: გამოიცანით რამდენი პოსტი არის დაწერილი taa.ge-ზე დღიდან მისი გახსნისა, რა თქმა უნდა არ მაქვს ილუზია რომ ზუსტად გამოიცნობთ, მაგრამ ყველაზე მიახლოებული პასუხის მიხედვით აირჩევა გამარჯვებული

3. და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ taa.ge-ს გვერდის დალაიქებაც 🙂

რა თქმა უნდა დიდ მადლობას ვუხდი vovovo.ge-ს და თქვენ  წარმატებებს გისურვებთ.

გამარჯვებულს კი სასიამოვნო პროცედურებს 🙂 🙂 🙂

 

 

 

SUMMER ACCESSORIES 2010

ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა ჟურნალი IN STYLE და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი საინტერესო პოსტის წყაროდ შემიძლია გამოვიყენო

ზაფხული უკვე “в самом разгаре ” როგორც რუსები ამბობენ, ქალაქში უკვე უამრავი გარუჯული სხეული დადის. სამშაბათს შუადღეზე კუს ტბაზე ვიყავი ასული საქმიანი შეხვედრა მქონდა და უამრავ “მოზაგრავე” ადამიანს გადავეყარე.  ძალიან მენატრება დღის ცხოვრება, აი ვერ წარმოიდგენთ რა ძალიან მაგრად. საღამოობით კი ბატონო პრობლემა არ მაქვს მითუმეტეს ახლა როცა ვიკი დასასვენებლადაა, მაგრამ დღისით სამწუხაროდ 10-19 საათებში გამოკეტილი ვარ ჩემს ციხე სიმაგრეში და ცხვირს ვერ ვყოფ გარეთ.

ოთხშაბათს საღამოს დაბადების დღეზე ვიყავი, საკმაოდ დიდი წვეულება იყო და ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე რომ ერთადერთი ქატქათა ვიყავი და თეთრად ვანათებდი ამდენ გარუჯულ სხეულს შორის.

მოკლედ გარუჯვა მენატრება, აუზი და კიდევ ერთხელ ზაფხულის დღის ცხოვრება, ცურვა, ცივი ხილის კოქტეილები, საცურაო კოსტუმების გამარიაჟება :დ (თუმცა ამ წუთას ერთიც კი არ გამაჩნია 🙁 ) და წყლის სასრიალოები.

დიდი “შურით” ვკითხულობ ხოლმე ფორუმებზე და ფეისბუქზე აუზზენამყოფი ან აუზზემიმავალი ხალხის სტატუსებს და ველოდები ჩემს დროს 🙂

მანამდე კი სანამ თეთრი და ციხეში გამომწყვდეული ვარ – დავწერ 2010 წლის ზფხულის აქსესუარების შესახებ, ჟურნალ IN STYLE-ს მიხედვით

1. შლაპა,

რომელიც მე უკვე ვიყიდე, ულამაზესია, თუმცა უფრო კლასიკური ვიდრე ვთქვათ საპლაჟედ შეიძლება გამოიყენო ადამიანმა

2. საზაფხულო ფეხსაცმელი ახალი კოლექციებიდან

ჟურნალში 27 ვერსია არის მოცემული, მე მხოლოდ რამდენიმე ავარჩიე

Diane von Furstenberg

Continue reading