LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

TFW Day1 – Materiel By Alexander Akhalkatsishvili

ალექსანდრე (ლექსო) ახალკაციშვილის გამორჩეულ კოლექციებს ქართველი საზოგადოება უკვე შეეჩვია, მისი ქმნილებები მატერიას მაღაზიაშიც ერთ ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კარგად გაყიდვადია.

Fashion House "MATERIEL" Aleksandre Akhalkatsishvili

შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში ლექსოს პალტოებმა და მოსასხამებმა უამრავი ადამიანი აალაპარაკა და განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახადა კოლექცია: Continue reading

Escada S/S 2015 collection – NYFW

ნიუ იორკის მოდის კვირეული 4 სექტემბერს დაიწყო და 11 სექტემბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილი იქნება 2015 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის განკუთვნილი კოლექციები.

პირველი ბრენდი, რომლის კოლექციაც თქვენთვის საჩვენებლად ავარჩიე არის Escada – არჩევანს ერთადერთი მოტივაცია განაპირობებდა, ეს მაღაზია მაინც გვაქვს თბილისი მოლში, სადაც მართლა საუცხოო ქსოვილებისგან შექმნილ სამოსი დევს ყოველთვის.

მართალია მეეჭვება Escada S/S 2015 კოლექცია თუნდაც მომდევნო 1 წლის მანძილზე მოხვდეს ამ მაღაზიაში, მაგრამ დაინტერესებულ პირებს იქნებ შეკვეთის შემთხვევაში მაინც დაეხმარონ 🙂

Escada S/S 2015 collection – ლუქბუქის სახით წარსდგა ფართო საზოგადოების წინაშე და ამ კოლექციას თავისი სახელიც აქვს: “Fashion Floraculture” და ალბათ მიხვდით რომ სულ ყვავილოვანი და ფლორალ კოლექციაა. ფერებიც კი ძალიან ყვავილოვანია გამოყენებული.

სამწუხაროდ ვერ ვიტყვი, რომ კოლექცია ულამაზესი ან ძალიან ორიგინალურია, პირიქით ძალიან ჩვეულებრივი და ბანალურიც მეჩვენება. აი ფეხსაცმელი კიიი -საოცრად მომბეზრდა ეს ტანგეტკები.

https://i0.wp.com/fabfashionfix.com/wp-content/uploads/2014/09/e151.jpg?resize=487%2C731 Continue reading