biorevitalization

ბიორევიტალიზაცია და ფილერი

ეს დღეც დადგა და ძალიან დიდი ხნის ჭოჭმანის, ინფორმაციის შეგროვებისა და ინექციის შიშის დაძლევის შემდეგ ჩემს თავს შთავაგონე – ცხვირ ტუჩის ნაოჭი უნდა შეავსოო !!!

ეს ნაოჭი ახალი ამბავი არ არის ჩემთვის და ასაკობრივზე უფრო მიმიკურია, რადგან საკმაოდ პატარა ასაკიდან მომყვება, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად უკვე იმას კი აღარ ნიშნავს, რომ “ღიმილა” ხარ, არამედ საკმაოდ ცუდ ასოციაციებს ბადებს, მოუვლელობის, ასაკის მატების, გიჩნდება სურათების გადაღების შიში რადგან ყველგან სადაც იცინი, ისიც იქვე ჩნდება და ატყობ რომ გარდა იმისა რომ ღრმულებად გადაიქცა, ზედა ტუჩიც ჩაიტანა და ფაქტობრივად გაანახევრა ზომაში.

ვის მოუნდება ასეთ საშინელებასთან ცხოვრება? არავის !!!

ხოდა დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დავიწყე აქტიურად კვლევა, ძებნა, შედარება, ფიქრი, შიშთან ბრძოლა. Continue reading

Beauty Adviser 3

ვაგრძელებ ჩემს ერთ ერთ ყველაზე საყვარელ პროექტს: რჩევები taa.ge-საგან.

ვისაც წინა პოსტები არ გინახავთ აუცილებლად ნახეთ და დამიტოვეთ თქვენი კომენტარები ამა თუ იმ beauty პროდუქტის შესახებ

ახლა კი რჩევები და რჩეული ბრენდები

1. ფრჩხილების ლა Forever Strong – Maybelline საგან

გამოირჩევა ფრჩხილების გამამაგრებელი ეფექტით, ძალიან მდიდარი ცოცხალი ფერებით, და დიდხანს ძლებს. ზედგამოჭრილია ჩემნაირი ადამიანებისათვის რომლებსაც არ გვაქვს ბევრი დრო ყოველ მეორე – მესამე დღეს ფრჩხილების მოვლისათვის და ლაკის განახლებისათვის.  ლაკი გამდიდრებულია სპეციალური რკინის შემცველობით, სწორედ ეს ნივთიერება აძლიერებს ფრჩხილებს.

2. Dercos Shampoo Technique – Vichy საგან

მისი განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში რომ თავის კანზე მოწმედებს დამამშვიდებლად,  კარგია ხშირი გამოყენებისათვის და აღადგენს თავის კანის უნიკალურ ბალანსს.  უკვე სამიოდე ხმარების შემდეგ თმა გაცილებით ელასტიური და მბზინავი ხდება.

Continue reading