TFW Day1 – ELOSHI by Lela Eloshvili

ლელა ელოშვილის ბრენდის ელოშის შემოდგომა – ზამთრის კოლექცია საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია.

მისტიური ქალბატონები და ულამაზესი პრინტები დარწმუნებული ვარ ყველა დამსწრეს დაამახსოვრდა.

მე პირადად ისევე როგორც წინა კოლექცია, ეს კოლექციაც ძალიან მომეწონა და სიამოვნებით შევივსებდი გარდერობს ლელას რამდენიმე ქმნილებით.

Continue reading

5 classic winter coats every woman should own

დარწმუნებული ვარ უამრავი ჩემნაირი დადის ჩვენს ქალაქშიც და ქვეყანაშიც, მარტო 5 კიარა 105 პალტო რომ ჰქონდეს მაინც პალტოებისკენ რომ გაურბის თვალები მაღაზიებში.

რომ არ მოგატყუოთ, ჩემს გარდერობში არსებულო ყველა პალტოდან მხოლოდ 2  მეტევა ამ ეტაპზე –  მიზეზი ცნობილია.

არადა ყოველთვის მაღაზიებში გავლისას თვალი მრჩება ხოლმე, ლამაზ და განსაკუთრებით ფერად პალტოებზე, თუმცა ამ წუთას ცოტა თავს ვიკავებ ყიდვისგან, რადგან ზუსტად ვიცი სამომავლოდ 2 ზომით დიდი პალტო არ გამომადგება.

დღევანდელი დღის ინსპირაციაც ერთ ერთი ქუჩაში ნანახი ულამაზესი პალტო გახდა, თუმცა ვირე ულამაზესებამდე და გარდერობის ვარსკვლავებამდე მივალთ, ვთვლი, რომ არსებობს რამდენიმე ტიპის პალტო, რომელიც ყველა ქალბატონს უნდა ჰქონდეს ზამთრის გარდერობში:

1. შავი პალტო – სულერთია კლასიკური თუ მოდერნი სხვადასხვა ელემენტებით, მთავარია ერთი შავი პალტო. თანაც უნდა შეეცადოთ რომ ეს პალტო იყოს ყველაზე ძვირფასი, რადგან ის წლების მანძილზე შეგიძლიათ გამოიყენოთ. შავი პალტო წლების გამოცდას უძლებს და ამიტომ რაც უფრო ძვირფასი და ხარისხიანი იქნება თქვენი შავი პალტო, მით უფრო მეტად გასიამოვნებთ შედეგით და მით მეტად თავდაჯერებული იქნებით მისი ტარებისას.

Continue reading

Learn from celebrities: How to wear the blanket coat

ამბობენ The blanket coat  – ანუ პლედისმაგვარი პალტო 2014 წლის შემოდგომის ოფიციალური ბილი მოსაცმელიაო ყველაზე

ტრენდული და ყველაზე მოდური.

სულ მალე თბილისის მოდის კვირეული გაიმართება, ვნახოთ აბა

რამდენი ადამიანი მიმართავს ამ ტენდენციას 🙂

მანამდე კი გადავხედოთ თუ როგორ ატარებენ ამ ტრენდს საზღვარგარეთ

ცნობილი ადამიანები რომლებსაც მხოლოდ ბარბერის  blanket coat-ები აცვიათ.

თუმცა დემოკრატიული ბრენდებიც არ ჩამორჩნენ და ზარაში, ტოპშოპსა

და მარკს & სპენსერში შეგიძლიათ მოიძიოთ ეს თბილი სამოსი.

cape Continue reading

Desigual @Tbilisi Mall

Welcome to the world of colors and prints...

logo_DSGLმხოლოდ ერთი ნაბიჯი და ფერებისა და პრინტების სიუხვეს რაღაც სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ.

Desigual – მართლაც ნამდვილი ესპანეთია, მზით გამთბარი, ზღვასავით ლაჟვარდოვანი, ესპანელი ქალებივით ეშხიანი და ესპანელი კაცებივით მიმზიდველი.

ყველა სამოსს, დეტალს თუ აქსესუარს არნახული ენერგია დაჰყვება, თუმცა ამავდროულად თითოეული მათგანი საოცრად ჯიუტი, კაპრიზული და მომთხოვნია. მათთან ურთიოერთობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება თორემ ოდნავი გადამეტებაც  გამოუსწორებელ შედეგთან მიგიყვანს.

წლების წინ გავიცანი ეს ბრენდი ინტერნეტიდან და იმ დღიდან შეყვარებული ვარ მის პალტოებზე, თრენჩებზე და ჩანთებზე.

ერთადერთი ნივთი რომელიც აქამდე გამაჩნდა ამ ბრენდისგან საოცრად მოხატული ტოპი იყო, დღეს კი ჩემი ბლოგის წყალობით კიდევ ერთი ნივთი შეემატა.

სპეციალურად taa.ge-სთვის,  Tbilisi Fashion Week-ის მსვლელობისას ერთ ერთი ჩემი ლუქის გამორჩეული ნაწილი იქნება სწორედ ბრენდით Desigual.

მანამდე კი შეიხედეთ ამ საოცარ მაღაზიაში taa.ge-სთან ერთად და აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რომელია თქვენი ფავორიტი ლუქი. Continue reading