????????????

#Blogomanija – Day 2

კონფერენციის მეორე დღე არანაკლებ საინტერესო და თანაც ცოტა უცნაური აღმოჩნდა,

11 საათზე უკვე ჩვენი არაჩვეულებრივი გონდოლებით ჰაბაკუკისკენ დავეშვით, არაჩვეულებრივი ამინდი იყო

????????????

ამ დღეს მე, ნელია (აზერბაიჯანი) და აკსანა (უკრაინა) ვმონაწილეობდით პანელურ განხილვებში რამდენიმე ადგილობრივ ბლოგერთან ერთად.

ვიდრე კონფერენციის პირველი ნაწილი დაიწყებოდა ყველანი ტერასაზი ვიჯექით და დეტალურად გავიარეთ თემები და მერე ფოტოებსაც ვიღებდით შიგნით.

???????????? Continue reading

თქვენ გინდათ ეს წრე მზედ ვაქციო?!

ერთ სრულიად ჩვეულებრივ სამუშაო დღეს, ჩემს კომპიუტერთან კლავიატურას მშვიდად ვუკაკუნებდი, როდესაც ასევე ჩვეულ ხმაზე გაისმა სატელეფონო ზარი ჩემი ტელეფონიდან.

ზარი, რომელმაც მომდევნო 1 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება სრულიად განსხვავებულ და საოცარ თავგადასავლად აქცია.

10432987_10152296800347599_1005530367306452117_n ლევან გიორგაძე (teatri.ge-ს დამფუძნებელი და eastern promotion-ის მედია კოორდინატორი) მიკავშირდებოდა შემოთავაზებით :

ალბათ, ცხოვრებაში, ერთხელ მაინც, ყველა ჩვენთაგანს უოცნებია თეატრის სცენაზე დამდგარიყო და ერთ ჩვეულებრივ სპექტაკლში, ერთი ჩვეულებრივი როლი ეთამაშა…, ბოლოს „პაკლონზე“ გამოსულიყო და მაყურებლის „ბრავო“ და აპლოდისმენტები მოესმინა – და ამას მოჰყვა მთელი 5 წუთიანი ტექსტი და მეც ჰიპნოზირებული დავთანხმდი ამ საოცარ წამოწყებაში მონაწილეობაზედ.

ლევანი ჩვენი სპექტაკლის პროდუსერია, ადამიანი რომელმაც უზომო ენერგია, ნერვები და დრო ჩადო ამ პროექტში. ადამიანი რომელსაც ყოველდღიურად უწევს გამკლავება 14 ყველაზე დაკავებულ ადამიანთან. Continue reading

One sweet evening

არაჩვეულებრივი, უთბილესი და უსაყვარლესი საღამო გვქონდა გუშინ შარდენის 12-ის, ახლად გახსნილ მესამე სართულზე.

ფოკუსის ვიპ გათამაშებას ამჯერად “ახალი ნათება” ასპონსორებდა. საერთო სურათებს ჯერ ვერ დავდებ რა ხდებოდა კონკრეტულად ივენთზე, განწყობისათვის მხოლოდ ჩემს სურათებს დავდებ …

მადლობა ფოკუსს უმშვენიერესი საღამოებისთვის სადაც მართლა ძალიან გემრიელად ვერთობით ხოლმე, ვსაჩუქრდებით ან ვასაჩუქრებთ და კმაყოფილები და მხიარულები ვბრუნდებით სახლებში.

მოღუშული სახე მწველი მზისგან მაქვს 🙂

Continue reading

ერთი კვირაც და . . .

გადავყევი ამ მოდის კვირეულზე წერას 🙂

არადა პარალელურად რა საგიჟეთი მაქვს ცხოვრებაში რო იცოდეთ: სამსახური, ბავშვი – უძიძოდ დარჩენილი 2 დღე ერთ ბებიასთან მერე 2 დღე მეორესთან, მზადება იტალიაში წასასვლელად, რემონტი, სწავლა და ბლოგი.

სამშაბათს გოგიჩასთან ვიყავი დილის გადაცემაში, ფერადმა ინტერიერმა და გოგიჩას მხიარულმა ხასიათმა ისე გაგვიხალისა დილის ეთერი რომ წეროებიც კი ვითამაშეთ პირდაპირ ეთერში. ძალიან კარგი იყო, თავიდან ცოტა ვღელავდი მაგრამ მერე ძაან მოვეშვი და ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდა

გადავიკითხე ყველა ბლოგი რაც კი მილანში შოპინგს ეხებოდა, ყველა მაღაზიის მისამართი მაქვს გადმოწერილი თავისი აუთლეტებით. გავიკითხ გამოვიკითხე და კარგად შოპინგის იმედი გადამეწურა – აღმოჩნდა რომ მილანი არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უძვირესი ქალაქი საშოპინგოდ. ფაქტიურად ZARA, MANGO და H&M-ის და ამ დონის ბრენდების გარდა სხვა შესაძლებლობები ამომეწურა. Continue reading