გაგიკვირდებათ რატომ გამოვყავი ასე ცალკე ერთი კონკრეტული საღამო, მაგრამ ეს იყო იმდენად გიჟური და იმდენად სასაცილო საღამო რომ არ შემეძლო ცალკე პოსტი არ მიმეძღვნა, იმდენი, იმდენი ვიცინეთ ამ საღამოს რო ზუსტად ვიცი ბოლო 5 წელი ამდენი ერთად არ მიცინია.
მოკლედ, გამოფენის მერე სადღაც 7ის ნახევარზე სასტუმროში მივედით, გამოვიცვალეთ, მოვწესრიგდით და გადავწტვიტეთ სადმე რესტორანში გვეჭამა. ჩვენივე რესეპშენში გამოვართვით მისამართი მათი რეკომენდირებული რესტორნის და ვიდრე თაკოს და ზურას (ჩემი უფროსი) ჩამოსვლას ველოდებოდით მე შოთამ და ირაკლიმ ფოტოსესია მოვაწყვეთ.
აი მანდ დაიწყო ხალისი, ბიჭებმა გადაწყვიტეს რომ რადგან ეს ყველაფერი ბლოგზე უნდა დამეწერა ესე იგი სურათები სასტუმროს წინაც უნდა გადამეღო, თან ვხალისობდით ხომ უნდა ნახოს ხალხმა რაღაც ბანძ სასტუმროში რომ არ ცხოვრობდიო, ეს ყველაფერი ისეთი იუმორის ფონზე მიდიოდა რო რა სურათების გადაღება სიცილით ვკვდებოდით სამივე

მერე ირაკლი კაიფობდა – ნუ კაი Holiday Inn ვინც არიცის ვარსკვლავების თვლა ხომ მაინც იცისო და უკან ბუჩქს რომელიც ეფარებოდა ვარსკვლავებს – გვერდზე წევდა და ისე ანიშნებდა შოთას გადაგვიღეო, ამაზე ცალკე დავიხოცეთ სიცილით, უკვე ისე ისტერიულად ვიცინოდით რო რესეპშენიდან ხალხი გამოდიოდა :დ :დ Continue reading →