279-e7f30ea3f95a

San Remo, July 17-19

სანრემო იტალიის ზღვისპირა საკურორტო ქალაქია ჩრდილოეთ იტალიაში, ხმელშაშუა ზღვის სანაპიროზე. სანრემო ცნობილია იმით რომ აქ გაჩნდა პირველი ოფიციალური სათამაშო სახლი – კაზინო – 1905 წელს, რომლის არქიტექტურა ეკუთვნის ფრანგ არქიტექტორს  Eugène Ferret-ს.

სანრემოში მილანიდან მატარებლით წავედით, მგზავრობას დაახლოებით 4 საათამდე მოვუნდით. გზა თავიდან იყო ძალიან უინტერესო, მაგრამ დაახლოებით 2 საათის შემდეგ,  როცა დაიწყო ზღვისპირა ზოლი უკვე შესამჩნევლად გამოვცოცხლდით, მითუმეტეს რომ  ძალიან ახლოს იყო მატარებლის გზა პლაჟებთან და საკმაოდ კარგად დავათვალიერეთ იტალიის საკურორტო ქალაქები.

Fotor0728192222_zps9011bb81

განსაკუთრებით გამოვყოფდი ალასიოს, რომელსაც განსხვავებული და გაცილებით კეთილმოწყობილი პლაჟები და ლამაზი ზღვისპირა კაფეები ჰქონდა.

Continue reading

My Dream Trip

https://i1.wp.com/www.ibelieveinadv.com/wp-content/uploads/2012/07/viajes-century-travel-agency-tuberculata-jellyfish-tiger-mosquito-stink-bug-2-ibelieveinadv.jpeg?resize=301%2C197 ყველა ჩემი მოგზაურობა დღემდე იყო ხოლმე Inspired by someone or something.  არასოდეს გადამიწყვეტია აი აქ მინდა და წავსულვარ 🙂 ყველა ჩემს თრიფს რაღაც პატარა ისტორია აქვს.

მაგალითად Kiev Fashion Days-ზე გამგზავრება იყო Inspired by ჯიჯი რეჯინი. 2 წლის წინ დათუნა სულიკაშვილის ჩვენება გაიმართა აეროპორტის მეტროს სადგურზე. ჩვენებამ რათქმა უნდა მინიმუმ 2 საათით დააგვიანა და ჩვენც აეროპორტის კაფეში ვისხედით და ვსაუბრობდით. მაშინ მიყვებოდა ჯიჯი Kiev Fashion Days-ს შესახებ. მეც მოვინდომე და ზუსტად 5 თვეში იქ ვიყავი. 

შემდეგი მოგზაურობა დუბაიში იყო აბსოლუტურად Inspired by Chiarra Ferragni, იტალიელი Fashion Blogger, რომლის ბლოგიც ბესთ სელერია დღესდღეისობით მოდური ბლოგების სამყაროში. შარშან გაზაფხულზე დადო კიარამ დუბაიში მოგზაურობის სურათები და უდაბნოს ქვიშებში გადაღებულ სურათებზე რაღაც საოცრება დამემართა, მაშინვე ვთქვი რომ აქ  უნდა წავიდე!!! და ნოემბერში წავედი კიდეც.  ჩემს თავს მოვუწყვე არაჩვეულებრივი დაბადების დღე.

ჩემი მომდევნო მოგზაურობა რომელიც 15 ივლისს დაიწყება არის Inspired by Book 🙂 დიახ, დიახ, სკოტ ფიცჯერალდის წიგნის “ნაზია ღამეს” მიერ. ამ წიგნს ზამთარში ვკითხულობდი და ვგრძნობდი, რომ ვერ ვიარსებებდი French Riviera რომ არ მენახა და  გადაწყვეტილებაც მივიღე 🙂 ეს არის სურათი ამ წიგნის საფუძველზე შექმნილი ფილმიდან. ასე გამოიყურება ფრანგული რივიერა 20-იან წლებში და თუ როგორია ის დღეს, ამას ივლისში შეიტყობთ ჩემი ბლოგიდან.

untitled Continue reading