21-1200x900

Kamelya Collection, Side, Turkey

დასვენება თურქეთში ამ წელს კიდევ უფრო უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ოდესმე. ტური ჩემი მეგობრის რჩევით Toy Travel -ს დავაგეგმინეთ, რომლებმაც ძალიან პროფესიონალური და საუცხოო სერვისი შემოგვთავაზეს.

5 ივლისს მე, დიმა, ვიკა, ანიკა და ორივე ბებო გავემგზავრეთ სიდეში.

Kamelya Collection, side, Turkey photos (1)

Continue reading

Bakuriani, Day 1

პოსტს დავიწყებ იმით, რომ ძალიან დასვენებული, განტვირთული და ნასიამოვნები დავბრუნდი და მზად ვარ თითოეული დღე გაგიზიაროთ რჩევებითურთ.

დავბინავდით სასტუმრო “ეტალასში” რომელიც არის დიდველისკენ მიმავალ გზაზე პირველივე სასტუმრო, 25-იანების და დიდველის გზების გასაყართან, რეალურად ვიყავი ყველაფერთან ძალიან ახლოს, ლოკაცია იყო შესანიშნავი, მადლობა ჩემს მეგობრებს შოთასაკსა და მარიამს რომ მირჩიეს ეს სასტუმრო.

მიუხედევად იმისა, რომ სასტუმრო დავჯავშნე 2 დღით ადრე, რაღაც გაუგებრობა მაინც მოხდა და ჩვენს ნომერში სხვები შეუშვეს, თუმცა ეს აღმოჩნდა ძალიან კარგი ჩვენთვის, რადგან ამ გაუგებრობის გამო ჩვენ დავიკავეთ გაცილებით უფრო ძვირი, 2 სართულიანი ხის თბილი და ღუნღულა კოტეჯი მთლიანად, არავინ იყო ჩვენს გარდა.

ჩვენი კოტეჯი <3

7479754 Continue reading