at-home-vs-professional-teeth-whitening-pict

კბილების გათეთრება კაპებით

კბილების გათეთრების შესახებ პოსტი, საქართველოში მომსახურების უბადრუკობით უნდა დავიწყო.

მოგეხსენებათ (ბლოგის აქტიურ მკითხველებს) რომ მწეველი ვარ და არც ყავასა და წითელ ღვინოზე ვამბობ უარს, ამიტომ 2 წლის წინ, როდესაც უკვე სავალალოდ მივიჩნიე  ჩემი კბილების ფერი და მდგომარეობა დავიწყე ინფორმაციის მოძიება კბილების გათეთრების შესახებ.

ჯერ Air Flow ვცადე, მართლა ძალიან კარგი პროცედურაა, მაგრამ ჩემს კბილებს ეგ ვერ უშველიდა. მერე დავიწყე კონკრეტულად გათეთრებაზე გამოკითხვა და ვიზიტები.

წინა კბილებიდან 2 ადგილზე მაქვს პლომბი, ამის გამო ყველა კლინიკა მეუბნებოდა:

  • იცით რაა პლომბი არ თეთრდება! – და აქ ასრულებდნენ კომუნიკაციას, არც რჩევები არც გზის შეთავაზება და არც არაფერი და მეც ბატივით მოვდიოდი ხოლმე უკან ან ვთიშავდი ტელეფონს.

Continue reading

Alba-Dent

დიდი ხანია მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ და ვერ მოვიცალე რომ ნორმალურად მომეყოლა.

დაახლოებით თებერვალში, თუ არ ვცდები ვცადე კბილების მოვლის დაწყება და ბოლომდე მიყვანა, მაგრამ ამაოდ. სამსახურმა და ბავშვმა არ მომცა ამის საშუალება. დავდიოდი ისევ უამრავი პრობლემით ვიდრე ჩემმა ერთმა მეგობარმა, პირდაპირ კაფედან სადაც ძაან ვიწუწუნე უკანა კბილი მტკივა მეთქი – პირდაპირ არ გამაქანა თავის კლინიკაში.

იმ დღიდან მოყოლებული უკვე 1 თვეა, როგორც კი გამოვნახავ საღამოს დროს, საშინელი საცობების და გადათხრილი აღმაშენებლის გამზირის მიუხედავად გავრბივარ კლინიკაში.

ალბა-დენტი ქართულ ინგლისური სტომატოლოგიური კლინიკაა, ძალიან მძლავრი კონტაქტებით და პარტნიორებით ინგლისში, ძალიან კომფორტული და სასიამოვნო ინტერიერით, საზღვარგარეთ კვალიფიცირებული და განათლება მიღებული ექიმებით და ძალიან კარგი სერვისით, რაშიც თავადაც დარწმუნდებით თუ დაინტერესდებით.

ზოგადად მე ექიმების მიმართ საკმაოდ მტრული დამოკიდებულებით გამოვირჩევი, არ მიყვარს ხოლმე ექიმებთან ვიზიტები, წამლები და მკურნალობა. მაგრამ პირველად რომ შემოვედი ალბა დენტში საერთოდ ვერ ვიგრძენი თავი სტომატოლოგიურ კლინიკაში –  გარედან შემოდიხარ საკმაოდ გრილ ჰოლში, რომელიც რამოდენიმე საფეხურით ადის მოსაცდელ დარბაზში, ჰოლში არის უზარმაზარი სარკეებიანი კედელი – რომელიც საცეკვაო დარბაზს მაგონებდა, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან კარგი გასართობია. ინტერიერი ჩემდა გასაკვირად ორ ყველაზე ტრენდულ ფერში: ფორთოხლისფერში და ლურჯში იყო გადაწყვეტილი და ძალიან სასიამოვნოდ და მყუდროდ გამოიყურებოდა.

Continue reading

8 საუკეთესო კბილების მათეთრებელი

თეთრ, ლამაზ, ჯანსაღ, ჰოლივუდურ კბილებზე დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენთაგანს უოცნებია. მე ნამდილად მიოცნებია და თან ძალიანაც ხშირად.

საერთოდ კბილებს ადრე კარგად ვუვლიდი, სისტემატიურად დავდიოდი დანტისტთან, ვიწმენდდი, ქვებს და რაღაცეებს ვიშორებდი. მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე მავნებელზე ყავა, მუქი ჩაი და სიგარეტზე ვერასოდეს ვამბობდი უარს. შემდეგ მოვიდა ორსულობის ხანა და მერე ვიკიკო. საერთოდ არ მაქვს დრო და სამწუხაროდ აღარც იმდენი ფინანსები (არ მაქვს დაზღვევაც 🙁 ) რომ ისევ ვიარო კარგ სტომატოლოგიურ კლინიკებში და კარგად მივხედო კბილებს.

Continue reading