Untitled-2

FASHION OF 30’S

30 იანი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოდისა და კინოს ინდუსტრიისთვის. ზუსტად ამ ეპოქას ემთხვევა მოდისა და ჰოლივუდის “შეხვედრა” უდიდესი ბიძგი მისცა ტანსაცმლის ინდუსტრიის განვითარებას, რაც გამოიწვია  ქალთა სამყაროში ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოების გაჩენამ.

ქალებმა მასიურად დაიწყეს თავის მოვლა, სალონებში სიარული, სამოსისადმი მეტი ყურადღების მიქცევა რათა ახლოს მისულიყვნენ თავიანთ სათაყვანებელ მსახიობ ქალებთან.

30-იან წლებში სამოსი ჯერ კიდევ გრძელია, წელზე გაკეთებული აქცენტებით და ძლიერი მხრებით.
კაბებში უკვე ირიბი ჭრა “bias-cut” გამოიყენება, რომლის შემქმნელად დიზაინერი Madeleine Vionnet გვევლინება, რომელმაც  1927 წელს პირველად გამოიყენა ამ ტიპის ჭრა კაბის შეკერვისას და რომელმაც განსაზღვრა ამ ეპოქის კაბის სილუეტი. Continue reading

MAGIC By Zimmermann

Zimmermann–ის საცურაო კოსტუმების  2013 წლის ზაფხულის კოლექცია გახდა არა მხოლოდ მოდის მიმდევრებისა და Fashion ბლოგერების საყვარელი საჭორაო და საწერი თემა, არამედ საყოველთაოდ აღიარებული და ტრენდულიც კი.

შეიძლება ითქვას რომ არც ერთი ბრენდის საცურაო კოსტუმებზე იმდენი არ უსაუბრიათ ამ ზაფხულს და იმდენჯერ არ უშეარებიათ სურათები როგორც Zimmermann-ის კოლექციაზე.

Continue reading

ჯერ კიდევ ზაფხულია

რამდენიმე კვირაა ძალიან პირად პოსტებს ვწერ და სულ ამოვვარდი ბლოგის ჩარჩოდან …

ამჯერად მინდა მოდას მივუბრუნდე ცოტათი, სანამ ზაფხული დაგვემშვიდობება თვალი გადავავლოთ საცურაო კოსტუმების შემოთავაზებებს:

სიას ამჯერადაც 8 პუნქტად გავაკეთებ.

1.   OndadeMar – 110$


2.  Nicole Olivier   202$

Continue reading

აუცილებლად უნდა მოვყვე

შეიძლება ბევრ თქვენგანს კი არადა უმეტესობას არც აინტერესებს

მაგრამ მე მინდა რომ მოვყვე გუშინდელი დღის ამბავი …

გული მაქვს სიყვარულით სავსე – ვიკიკო მიყვარს ძალ-ღონის დაკარგვამდე, უსასრულოამდე და უკიდეგანობამდე 🙂

გუშინ იყო ის ძალიან იშვიათი დღე როდესაც მე და ვიკლი მთელი დღე ერთად ვიყავით. შაბათობით ძირითადად კანდელაკზე არის ხოლმე და მე კვირას დღის მეორე ნახევარში ვნახულობ ხოლმე, როცა სალონებს და ასე შემდეგ საჭირო ადგილებს მოვივლი ხოლმე.  გუშინ მთელი დღე ერთად ვიყავით და ყველგან 🙂

დილით 8ზე დააჭყიტა თვალი, ავდექი და გაოგნებულმა აღმოვაჩინე რომ არც ერთი ცალი პამპერსი აღარ გვქონდა. უცებ ჩავაცვი  და წავედით დილაადრიან ავერსში რომ გვეყიდა შეკვრა. ძლივს მოვზიდე სახლში ამხელა შეკვრა პამპერსი და ვიკიკო.

მერე გავუკეთე ფაფა, რომელიც ისეთი უგემური გამომივიდა რომ ბავშვმა მესამე კოვზზე ღრიალი დაიწყო. ჩემი აწ უკვე ბიზნეს პარტიორი ქეთი კი გამეკაიფა ფაფა უგემური რანაირად გამოგივიდაო, მაგრამ რა ვქნა, რომ გავსინჯე მართლა ისეთი უგემური იყო რო ბავშვი შემეცოდა ის 3 კოვზიც როგორ ცაყლაპა, ალბათ როგორ შიოდა 🙂 უსებ გავუკეთე მაწონი და პეჩენია და ის ვაჭამე, გამგელებული ჭამდა გემო რო იგრძნო ნორმალური. მერე ვთამაშობდით ერთად, ვალაგებდით სახლს და რავი ვერთობოდით.

მერე დავაძინე და მე გავამზადე რაღაცეები რაც თან უნდა წაგვეღო, კანდელაკზე მივდიოდით, მე სუპის და ბორშის გაკეთების გონზე არ ვარ და ლარისას (დიმას დედა) ვთხოვე გაგვიკეთე და ხვალ გამოვალთ მეთქი.

2სთვის გაიღვიძა, გამოვუცვალე, დავბანე – ვეფერე და ვეთამაშე. მალე წავედით კანდელაკზე. იქ ისეთი ამბავი იყოოოოოოოო, წინა დღეს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩაგვისვეს, სახლი ჯერ კიდევ არ იყო აზრზე მოსული + წინა ღამით ლარისას დაქალები ჩამოსულიყვნენ მოსკოვიდან და ერთი ორომტრიალი იდგა. უცებ ვაჭამეთ ბავშვს და ხატიას ვთხოვე გამომიარეთ და ბილეთებზე მეც წამოვალ მეთქი. გამომიარეს, მანქანა დიმას დავუტოვე და წავედით. ბილეთები ვერ ავიღეთ, ორშაბათისთვის გადავდეთ, ჩვენ წავედით საშოპინგოდ, საცურაო კოსტუმების არჩევა მინდოდა მე, ხატიას კიდევ რაღაცეები. ჯერ პეკინით დავიწყეთ, იქ ახალ მაღაზიაში ერტი მაიკა ვიყიდე ბერჟკასი, და ერთი სასწაულად ლამაზი კუპალნიკი ვნახე, აი ჩემთვის რომ იყო შექმნილი – მაგრამ იმხელა ზომა იყო მილიონი თათა ჩაეტეოდა 🙁

მერე წავედით ქარვასლაში, დავიარეთ ყველა მაღაზია, იქ ვნახე 2 კუპალნიკი რომელსაც ვიყიდდი მაგრამ ვიკის ეძინებოდა და არ მიდიოდა არავისთან რომ გამეზომა, კვირას წავალ ალბათ, ერთი თეთრი განსაკუთრებით მომეწონა 41.50 ღირდა.

მერე ჯიმარტში შევედი, ბეევრი რამის ყიდვა მინდოდა, თან ეხლა აქცია აქვთ, 20 ივლისამდე 125 ლარს თუ დახარჯავ, ანუ იუნიქარდის 25 ქულას თუ დააგროებ, გიორმაგდება ქულები. 75 ლარუ უკვე დავხარჯე და წასვლისთვის კიდე რამდენი რამე მექნება საყიდელი გზისთვის 🙂  ვიკის ურიკით დავატარებდით და ძალიან უხაროდა რარაცებს რომ ვუდებდით, ზოგიერთი რაც არ მოსწონდა გარეთ ყრიდა ხოლმე და დავსდევდი და ვკრიფავდი.

მერე სახლში მოვედით და გვიან ღამემდე მარტო ვიყავით მე და ვიკლი, რაღაცნაირი ზალიან საყვარელი და ბედნიერი საღამო გვქონდა. ძალიან დამღალა აი უძალიანესად, თან ბანაობა მინდოდა მაგრამ მაინც შეუდარებელი იყო. იმდენი ვიტამაშეთ, ვიცეკვეთ, ვიხოხეთ, ვიმღერეთ, ვიხტუნავეთ, ტანსაცმელები და ფეხსაცმელები გადმოვყარეთ, პამპერსები აურდაურიეთ და საერთოდაც ისეთი დომხალი მოვაწყვეთ და ისეთი ბედნიერები ვიყავით რო არ შეიძლება სიტყვით გადმოცემა.

2 წუთითაც თუ გავდიოდი ხოლმე ოთახიდან – მაშინვე იძაბებოდა და მეძახდა” დედა, დედა-ო.

მერე საწმელი ვაჭამე, ვაბანავე, გამოვუცვალე და მივახვედრე რომ ძილის დრო იყო. რომ დავაწვინე არ იიძინებდა ცოცხალი ტავით, გვერდიდან არ მშორდებოდა, ალბათ ეშინოდა რომ წავიდოდი და რომ გაიღვიძებდა აღარ ვიქნებოდი, ძალიან მეტკინა გული. რა მაგრად ვენატრები ხოლმე ჩემს ბაიას 🙁 ბოლოს რა გააკეთა იციიიიიიიიიიით

იხოხა, იხოხა საწოლში და მოვიდა ჩემთან. ამაცოცდა და ჩემს გულზე მოკალათდა გემრიელად (რაღა გემრიელად ძვლები თუ არ შეერჭო) მაგრამ აი ესე იხოხა იხოხა და ჩაეძინა ჩემზე. ვაიმეეეე კინაღამ გავსკდი ტირილით,თან ვერც ვინძრეოდი რომ არ გადმოვარდნილიყო ან არ გაეღვიძა და რარაცა ბედნიერებისგან, სიყვარულისგან და დანანებისგან რო უფრო მეტ დროს ვერ ვატარებ მასთან ვტიროდი ესე გიჟივით.

მიყვარს ჩემი ცუცქნულა ძალიან ძალიან