2018-03-17 14.59.30

Paragraph Resort & Spa Shekvetili

რადგან თითქმის ყველა სასტუმროს რევიუები და ამბები მაქვს მოყოლილი სადაც კი დამისვენია, გადავწყვიტე არც პარაგრაფი იყოს გამონაკლისი, მითუმეტეს რომ ძალიან სასიამოვნოდ გავოცდი როცა ასეთი მშვენება ვნახე საქართველოში.

პარაგრაფში 4 დღე ვიყავით, ხუთშაბათიდან კვირის ჩათვლით და აუცილებლად მინდა გირჩიოთ, განსაკუთრებით ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, რომ დასასვენებლად სამუშაო დღეები შეარჩიოთ. იმხელა განსხვავება იყო ამ 4 დღის განმავლობაში სამუშაო დღეების გარემოსა და შაბათ კვირის გარემოს შორის – როგორც ცა და დედამიწა. მითუმეტეს რომ ზღაპრული ამინდები დამემთხვა + 25 გრადუსი შაბათ კვირას.

დავიწყოთ სასტუმროთი, ნუ ცოტა შორია თბილისიდან, ვერაფერს იტყვი, გზა დამღლელია.

სასტუმროს ტერიტორია არუს ულამაზეზი, წიწვოვანი ტყე, სხვათა შორის შემოღობილი ტყის ნაწილი აქვს სადაც შვლების ნახვა შეგიძლიათ.

საუცხოო ნომერი შეგვხვდა და ყველას გირჩევდით 1 ან 2 ციფრზე დასრულებული ნომრები აირჩიოთ რადგან ტყეზეც გექნებათ ხედი და ზღვაზეც, საოცრად ამშვიდებს თვალებს და ძაიან სასიამოვნოა აივანზე თუ გიწევს ჯდომა და მუშაობა.

(სამწუხაროდ ვიდეოები იხსნება ცალკე ლინკად 🙁 ძალიან ვწუხვარ მაგრამ სხვანაირად ვერ ჩავსვი)

paragraph hotel view

აქვე დავწერ, ერთადერთი დისკომფორტი ამ საუცხოო აივანს აქვს ის (და ალბათ სხვებსაც) რომ არ არის არც ერთი შტეფსელი აივანზე.

მაგრამ აი ოთახებში კი სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა, ამ დონეზე საუცხ Continue reading

Victoria – Elisabed

დამავიწყდა დაწერა, უფრო სწორად დრო არ მქონდა DSC03711
ბავშვი მოვნათლეთ
29 ივნისს 40 დღე შეუსრულდა თუ არა იმავე დრეს
ასე მოითხოვა მამა სოგრატემ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასი
სადაც ვიკი მოინათლა
ნათლობის სახელად ეწოდა ელისაბედ და გახდა doublequeen  😀

Victoria-Elisabed

უკვე შედარებით დაჭკვიანდა, ისე აღარ ტირის როგორც ადრე,
ტირილები მიზანმიმართული გახდა, უკვე იცი მიზეზი, თუმცა ხანდახან მარგალიტებსაც გადმოაფრქვევს ხოლმე
აი მაგალიტად გუშინწინ ღამე და გუშინ დღისით გამაგიჟა
ცოცხალი ტავით არ იდებდა ძუძუს, დაიწყებდა ჭამას და ერთ 5-7 წუთში გამოაგდებდა და ისეთ ისტერიკაში ვარდებოდა გეგონებოდა ვაწამებდი
მთელი რამე გაგვათენებინა მეც დიმასაც და დედაჩემსაც
გუშინაც იგივე, სადღაც 2 საათისთვის რო გაჭედა იძულებული გავხდი გამომეწველა და ბოთლით მიმეცა
მიზეზი დრემდე დაუდგენელია, ერთადერთი შვება ის არის რომ ყველა მეუბნება ბავშვებმა იციანო
ეს კიდე განსაკუთრებული ბავშვია, მე ვგრძნობ ამას, თითქოს მართლა ცისფერსისხლიანი იყოს
საოცრად უყვარს კომფორტი, ვერაფერს ვერ გააკეთებინებ, ვერ დაიჭერ, ვერ დააწვენ ისე თუ არ მოსწონს
და მოსწონს მხოლოდ ყველაფერი საუკეთესო
ჯერ მარტო სოსკა რომელიც ეხლა უდევს, ეგ რო აგვერჩია ზუსტად 6 სოსკა ვიყიდეთ 😀 და მარტო ეს ჩაიდო

ძალიან მიყვარს, დღითი დღე უფრო და უფრო
რო იძინებს ხოლმე უკვე ვგიჟდები ისე მენატრება ხოლმე
ერთი სული მაქვს როდის გახდება 4-5 თვის ყველგან რო ვატარო. ერთი სული მაქვს როდის დაჯდება რო გემრიელად ვეთამაშო ხოლმე
და ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული რო მაშინ როცა საუკეთესო ასაკში იქნება სათამაშოდ და გასართობად, მე 10დან 7მდე სამსახურში უნდა ვიჯდე ხოლმე 🙁

6ში სიონში მივდივართ 1 კვირით
ექიმმა მზის აბაზანები ბავშვს მიაღებინეთ ხოლმეო, ოღონდ ეზოშიო ხეების ჩრდილში, ტან ისე რო მომენტებში მზემაც დახედოსო
და მაინტერესებს ზაგარს თუ მიირებს
ჩემი დისშვილი ყავდა ხატიას ჩამოყვანილი და ისეთი ზაგრიანია ბავშვი რო დავიშოკე

მეც ვივლ დილა საღამოს ტბაზე და შევეცდები ცოტა ფერზე მოვიდე
დიდი ზაგარი არა მგონია დამედოს, ისედაც ძნელად ვიღებ ისიც შუადღის მზეზე უნდა ვიწვე ხოლმე, მაგრამ ოდნავ თუ გავმუქდები გაასწორებს
რომ ჩამოვალ სალონებშიც გავივლი გამოვივლი, ბავშვი რაც დაწყნარდა უკვე მარტო დიმაც დაიტოვებს ხოლმე ბეზ პრაბლემ
და დედაჩემიც თუ დასვენების დღეები ექნება
ხოდა ცოტათი ჩემს თავსაც მივხედავ, იმხელა თმები გამეზარდა რო ერთი სული მაქვს გავისწორო რო გავიგო სოგრძე
მერე რო ჩამოვალ ცოტა ფორმასაც მივცემ და ბოლოებსაც მოვიჭრი, პედიკურებსაც გავიკეთებ და ხელების მასაჟსაც პარაფინით, ხელის ფრჩხილები ბოლომდე მაქვს დაჭრილი ბავშვის გამო 🙂
spa_massage_mastheadამასობაში სექტემბერიც მოვა, ბავშვი ორთოპედტან უნდა მივიყვანო და მერე მასაჟები უნდა დავიწყოთ. მასაჟისტად აუცილებლად ლიზიკო დეიდას მოვიწვევ, სხვას ვერ ვანდობ ჩემს ბავშვს. მეც უნდა ჩავიტარო ხერხემლის მასაჟის ერთი მინი კურსი, ფინანსები რამდენსაც გამიქაჩავს. ძალიან მტკივა ხერხემალი მშობიარობის მერე.
სექტემბერში თან უკვე სამსახურშიც უნდა გავიდე ნახევარ განაკვეთზე და ძიძაუნდა ავიყვანო. დაახლოებიტ უკვე მყავს კანდიდატურა და გავგიჟდები უარი რო მითხრას. არ მინდა ვინმე უცხომ მოუაროს ბავშვს. თან სექტემბერში უკვე ფიტნეს კლუბში უნდა დავიწყო ისევ მაისტან სიარული აერობიკაზე, თორე დამირბილდა უკვე სხეული და გამკვრივება მესაჭიროება. ერთი პერიოდი იოგა ვიფიქრე ფორუმელებთან ერთად, მაგრამ გადავიფიქრე. მაის ვერ შეველევი 🙂

 

 

A GIFT FOR YOU