LG4_5907c3e73fff1

MBFWTbilisi – Liya Fall/Winter 2017

Liya – ქართველი დიზაინერის, ლიკა გოგლიძის ახალი ხაLika Goglidzeზია, რომლის სადებიუტო ჩვენება მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში
მოეწყო თბილისში.

ლიკას შესახებ ერთ ერთ წინა პოსტშიც ვისაუბრეთ:

ლია გოგოლიძე თბილისში დაიბადა, შემდეგ მოსკოვში და ამჟამად ვენაში ცხოვრობს, ვენაში ეკონომიკის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა სწავლა ლორენციაში განაგრძო Polimoda school of Design- ში, სადაც ბაკალავრის წოდება მიიღო და მილანში IED Istituto Europeo di Design- ში დაასრულა. მილანიდან საქართველოში ჩამოვიდა უამრავი საინტერესო იდეითა და პროექტით.

მუშაობა საბავშვო ხაზით დაიწყო და 2014წ. შეიქმნა InkyGold, ხოლო 2016 წლიდან დაიწყო ახალ  ხაზზე – LIYA  –  მუშაობა. 

მინდა გაგიზიაროთ ახალი ბრენდის ინსტაგრამი, სადაც შეძლებთ თვალი ადევნოთ სიახლეებს –  https://www.instagram.com/liya__official/ 

კოლექცია გამოირჩეოდა ფერთა საოცარი შეხამებით და რაც მთავარია ფერთა სიუხვით, რაც ძალიან იშვიათი მოვლენაა ქართველ დიზაინერებში.

როგორც თავად დიზაინერი აღნიშნავს ქალი, რომელიც LIYA-ს სამოსს ატარებს, ცხოვრობს საინტერესო, აქტიური ცხოვრებით, აქვს მკაცრი იმიჯი,  ჰყავს ოჯახი და აქვს განსაკუთრებული გარემო, რომელშიც არსებობს. ეს არის ქალი, რომლის გარეგნობის მიღმა, ხანდახან, საჭიროა ხასიათისა და ემოციების ამოხსნა.

გარდა სამოსისა, კოლექცია მოიცავდა ლიკას დიზაინით შექმნილ ულამაზეს და საოცრად დახვეწილ, ქალურ ფეხსაცმელს, ჩანთებსა და საყურეებს.

თუმცა თქვენი განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო უდახვეწილეს და ძალიან საინტერესო პალტოებსა და მოსასხამებზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას!!

LG4_5907c3e73fff1

Continue reading

ახლა ჩემი დროა. . .

ახლა ჩემი დროა. . .

ვგრძნობ, ჩემი დროა… ყველაფერი უნდა გავაკეთო რომ ყველაფერი უკეთესად იყოს ვიდრე ჩემი დრო დასრულდება, რადგან ყველაფერს მათ შორის “ჩემს დროსაც” ალბათ რაღაც სასიცოცხლო ციკლი აქვს – უნდა მოვასწრო ყველაფერი – და მოვასწრებ კიდეც . . .

3–ჯერ მეტს ვიმუშავებ, 5–ჯერ მეტს ვისწავლი და 100000–ჯერ უფრო მაგრად ჩავეხუტები ვიკიკოს და მაინც ყველაფერს მოვასწრებ.

******************

ამბობენ, როცა რაღაცაზე ოცნებობ, როცა ძალიან გინდა, დიდხანს გინდა, გულით გინდა
წლების მანძილზე ….
აუცილებლად აგისრულდებაო

სასწაულები ხდება თურმე და დღეს 29 მარტია, მე კი დაპირებისამებრ – ჩემს ახდენილ ოცნებაზე უნდა მოგიყვეთ.

აი რაღაცნაირ წიგნებში რომ არის ხოლმე ხომ იცით, სამყაროს მიზიდულობა აქვსო, კიდე რაღაცეებიო აბსტრაქტული, შენი ოცნებები სადღაც ფარფატებს და თუ ძალიან ძალიან გულით გინდა აუცილებლად ცხადდებაო.

მე მჯერა ამ ყველაფრის, მე ეს დავიჯერე როცა მანქანა ვიყიდე და მჯერა დღესაც!!!

დღეს მე ბავშვობის ოცნება ამისრულდა – დღეს ყველა და ყველაფერი მიყვარს დედამიწაზე (ტარაკნებიც კი) :დ

******************

სულ პატარა გოგო ვიყავი იტალიაზე რომ ვოცნებობდი, მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორაზ, ემეორე უცხო ენად იტალიური ავირჩიე და თავგადაკლული ვსწავლობდი. ვსწავლობდი წლების მანძილზე, ერთ ლექტორთან, მეორესთან, მესამესთან სანამ ინგლისურზე უკეთ არ შევისწავლე და სანამ პაწაწუნა მოთხრობების კითხვა არ დავიწყე იტალიურად. საათობით ვესაუბრებოდი ხოლმე ჩემს თავს იტალიურად, ინტონაციებით და მთელი პრანჭვა გრეხვით.

ამასობაში მაგისტრატურაც დავამთავრე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკა გავიარე და ის ის იყო ოცნება დავიწყე იტალიაში საელჩოში მუშაობაზე, რომ “ვარდების რევოლუცია !!! 🙁

ყველაფერი აირია, დაირია, ვინ სად წავიდა, ვინ სად დაიწყო მუშაობა კაცი ვერ გაიგებდა, მეც ჯერ კოლეჯში ვმუშაობდი ინგლისურს და იტალიურს ვასწავლიდი ბავშვებს, მერე ტვ ლოტოში და ბოლოს მოვხვდი აქ, ახალ ნატებაში – სადაც ყველაზე კარგად ვიპოვე ჩემი გზა . . . Continue reading

Go-To label of Isabel Marant

Isabel Marant – ფრანგი გოგოშკების საყვარელი მარკა, რომელიც 1984 წელს მხოლოდ აქსესუარებით დაიწყო და უკვე 1994 წლიდან სამოსის კოლექციებსაც ქმნიდა ..

მინდა გაგაცნოთ ეს ბრენდი ვინც არ იცის 🙂

spring-summer 2010

1. ამ აუთფიტში ყველაფერი მომწონს

2.  სიამოვნებით მექნებოდა ეს კაბა 🙂

3. ეს იუბოჩკაც

Continue reading

GLAMOUR is an appearance of enhanced attractiveness (2)

ამ პოსტში მინდა ისევ დავუბრუნდე გლამურის თემას 🙂
მაშ ასე – რა არის კონკრეტულად გლამური? ეს შეკითხვა ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას ბადებს თვით მოდისა და სტილის სპეციალისტებშიც კი. ზოგისთვის გლამური არის ახალგაზრდული, ბრჭყვიალა და ფერადი სტილი, ზოგისთვის კი ფუფუნება და ყველაზე ძვირფასი ნივთები, იქნება ეს ტანისამოსი თუ აქსესუარები.
აი რაც შეეხება საფრანგეთს, ფრანგებს გლამური ცოტა სხვანაირად ესმით, მათთვის ეს არის უფრო ქცევის ნორმა ვიდრე ტანსაცმელი და გარეგნობა. ისინი გლამურს უწოდებენ სილამაზეს რომელიც სავსეა შარმით, მომხიბვლელობით და მაცდურობით.
თუმცა ყველა გაგებით გლამური არის სურვილი იყო გამორჩეული არა მხოლოდ მასებიდან, არამედ შენს მსგავსებს შორისაც.

glamour-1_3478cba

თუ პატარა ისტორიულ ექსკურსს გავაკეთებთ, პირველ გლამურულ ქალბატონებად უდაოდ ითვლებიან კინო ვარსკვლავები, მათი სტილი და ჩაცმულობა ყოველთვის იყო მიბაძვისა და გახილვის საგნები. მათი ჩაცმულობის მიხედვით იცვლებოდა სტილი მაყორებელთა შორისაც, ვამპირული სtილი, ვეერები, ღრმა დეკოლტეები, გრძელი ხელთათმანები, მრავალფეროვანი თავსაბურავები, ამოჭრილ ზურგებიანი კაბები, გრძელი მუნდშტუკები და ასე შემდეგ.
დღეისათვის კი გასული საუკუნის დახვეწილობა და შიკი აბსოლუტურად შეიცვალა გაცილებით ხელოვნურობით და თეატრალობით, აღარ არის ისეთი ქალური როგორც გასულ საუკუნეი. დღევანდელი ვარსკვლავების სამყაროში გლამური იკარგება სინამდვილეში, ტანისამოსს იცმევენ და აქსესუარებს იკეთებენ არა იმიტომ რომ მოსახერხებელია, არამედ იმიტომ რომ სხვებს დაანახონ. დღეისათვის გლამური არის ფარდა რომელიც სინამდვილეს ფარავს გარშემომყოფთაგან (ჩემი სუბიექტური აზრი).
გლამური არის სხვადასხვაგვარი – ზოგი თამაშობს მას ზოგი კი ცხოვრობს გლამურით. ეს თანამედროვე მოდასავიტაა, ზოგი მას აკოპირებს ზოგი კი საკუთარი სტილის მიხედვით იხდენს. თუ ადამიანი ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული, თუ გინდა გქონდეს საკუთარი სტილი, გინდა იყო გლამურული- გამორჩეული სხვებისგან, მაშინ კეთილი იყოს ნeბისმიერი თქვენტაგანის მობრძანება – დაიმახსოვრეთ რომ ნამდვილი გლამური არის დახვეწილი უბრალოება და არა გადმოღებული მანერები და სარკის წინ ნავარჯიშები პოზები.

Continue reading