HotelSplitSeaLaroma-anticellulite-massage-2000

სხეულის გამკვრივება

როგორც წინა პოსტებში გიყვებოდით:

წინა პოსტი 1

წინა პოსტი 2

უსასტიკესი ბრძოლა გამოვუცხადე ცელულიტებს მასაჟების, სხეულის გამოძერწვისა და სხეულის მოდელირების კურსით, რომელსაც Body Care -ში ვიკეთებ.

Image result for body toning

კურსის პირველი და მეორე ეტაპი ძალიან წარმატებით და უდიდესი კმაყოფილებით დავასრულეთ და გადავედით მესამე დასკვით ნაწილზე, რომელსაც სხეულის გამკვრივება ჰქვია, ხოლო ბოდი ქეარის გოგონები ტონინგს ან “მოჭერებს” ეძახიან.

სხეულის გამკვრივებისთვის 10 პროცედურას იტარებთ, პირველი ამათგან არის პარაფანგო – ზღვის წყალმცენარეებისა და პარაფინის პროცედურა, რომლის დროსაც ამ პროდუქტების ერთობლივი მოქმედება ათავისუფლებს ორგანიზმს ტოქსინებისაგან და ამკვრივებს კანს. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი სხეული რეალურად მცირდება სანტიმეტრებით და ძალიან დიდ სიამოვნებასაც იღებთ.

Continue reading

სახის მოვლა სახლის პირობებში

ნატალიში დავგეგმეთ ძალიან სასიამოვნო, გოგოშკური ღონისძიებები.

ეს არის ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება ხოლმე ნატალი ანტი ეიჯ კლინიკაში.

ანუ: ყოველ კვირას გვექნება სხვადასხვა თემაზე, (ძირითადად სახისა და სხეულის მოვლა) შეხვედრები 8-9 ადამიანთან, რომელთაც იქვე ჩავუტარებთ და ვანახებთ ამ ყველაფერს.

ამავე ღონისძიების ფარგლებში პროდუქცია,

რომელსაც ამ პროცედურისთვის ვიყენებთ გაიყიდება დიდი ფასდაკლებით.

პირველი ღია კარის დღე მიეძღვნა თემას:

სახის  Smart Spa სახლის პირობებში –   ეს არის პროცედურა რომელიც უზრუნველყოფს:

*  უმოკლეს დროში და სახლის პირობებში თქვენი სახის კანის მაქსიმალურად მოვლას, კანი ხდება გლუვი, სუფთა, დატენიანებული და პრიალა.

* სახის კანის დაცვას გარემო პირობებისგან.

* დაღლილობის კვალის წაშლას.

Continue reading