HotelSplitSeaLaroma-anticellulite-massage-2000

ვიწყებ ცელულიტთან ბრძოლას

უკვე მეორე გაზაფხულია რაც აქტიურად ვარ ჩართული ჩემი სხეულის “მიშვებულ” უბნებთან ბრძოლაში.

გადატვირთული გრაფიკის გამო ცოტა დამაგვიანდა დაწერა და თქვენთვის კარგი ამბების გაზიარება, მაგრამ მსურველისთვის არც ახლაა გვიანი, თუმცა მე ზაფხულისთვის მზადებას აპრილის ბოლოდან ვიწყებ ხოლმე.

სინამდვილეში, უფრო სწორია როდესაც თებერვლის ბოლოდან მაინც იწყებ და აუჩქარებლად, დაგეგმილად და მშვიდად მიდიხარ სასურველ შედეგამდე, მაგრამ არც ახლაა ძალიან დაგვიანებული.

2017-04-05 00.45.13მოკლედ საქმე იმაშია, რომ როგორც შარშან წელსაც არ მომიკლავს თავი ვარჯიშით, არ გამიკეთებია არც ერთი პრესი, არ მირბენია და არ მივლია არც იოგაზე და არც სხვა რამეზე და შედეგად მაქვს: მოშვებული მუცელი, ცელულიტები და მოკლედ რომ ვთქვათ “გამოსაძერწი სხეული”. მითუმეტეს რომ ახლა მეტი მოტივაცია მაქვს და მინდა ძალიან მალე გამოვაჩინო ჩემი ტატუ :))

Continue reading

სახის მოვლა სახლის პირობებში

ნატალიში დავგეგმეთ ძალიან სასიამოვნო, გოგოშკური ღონისძიებები.

ეს არის ღია კარის დღეები, რომელიც ჩატარდება ხოლმე ნატალი ანტი ეიჯ კლინიკაში.

ანუ: ყოველ კვირას გვექნება სხვადასხვა თემაზე, (ძირითადად სახისა და სხეულის მოვლა) შეხვედრები 8-9 ადამიანთან, რომელთაც იქვე ჩავუტარებთ და ვანახებთ ამ ყველაფერს.

ამავე ღონისძიების ფარგლებში პროდუქცია,

რომელსაც ამ პროცედურისთვის ვიყენებთ გაიყიდება დიდი ფასდაკლებით.

პირველი ღია კარის დღე მიეძღვნა თემას:

სახის  Smart Spa სახლის პირობებში –   ეს არის პროცედურა რომელიც უზრუნველყოფს:

*  უმოკლეს დროში და სახლის პირობებში თქვენი სახის კანის მაქსიმალურად მოვლას, კანი ხდება გლუვი, სუფთა, დატენიანებული და პრიალა.

* სახის კანის დაცვას გარემო პირობებისგან.

* დაღლილობის კვალის წაშლას.

Continue reading

Get ready for Cold Season

რამდენიმე რჩევა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ აცივებიდან – დათბობამდე პერიოდში:

1. სიცივე ძალიან ვნებს ხელებს! არ გახვიდეთ სახლიდან ხელის კრემის გარეშე.

მე პირადად Body Shop-ის შემცვლელი ვერ ვნახე, ასე რომ უხდებოდეს ჩემს კანს ხელებზე.

https://i1.wp.com/images.totalbeauty.com/content/photos/best-worst-hand-creams-01_01.jpg?resize=336%2C496

Continue reading

Love Your Body

დიახ, დიახ

გიყვარდეთ თქვენი სხეული, მიხედეთ და მოუარეთ მას, რადგან თქვენ ცხოვრების ბოლომდე განუყრელი ხართ მისგან, რადგან თქვენ –  გარდა თქვენი ცნობიერისა – სხეული ხართ და გრძნობები …

მე მინდა დავწერო რამდენიმე საკვებ პროდუქტზე რომლებიც ძალიან სასარგებლოა თქვენი სხეულისათვის და შეგიძლიათ მიირთვათ დიდი სიამოვნებით:

Continue reading