PayLess

სრულ შოკში ვარ, გაღიმებული, ფართოდ დაჭყეტილი თვალებით ვზივარ . . .

ვიბადრები

და ვკაშკაშებ

დღეს მეორე პოსტის გამოქვეყნებას არ ვაპირებდი მაგრამ ასეთი რამე როგორ არ უნდა დავწერო არ ვიცი.

პირველად taa.ge-ს ისტორიაში, ბლოგი მოხვდა პრიალა ჟურნალის ფურცლებზე, თან ისეთი საყვარელი ტექსტი ახლავს რომ მემილიონეჯერ გადავიკითხე უკვე.

მოკლედ დღეს ჩვენთან გადამღებმა ჯგუფმა მოიტანა ჟურნალი ფეილესი, რომელიც მე პირადად ძალიან მიყვარს და იქ განთავსებულ ვაუჩერებს ძალიან ხშირად ვიყენებ კიდეც.

გარდა ამისა ახალი ნათების რეკლამა ყოველთვის დევს ამ ჟურნალში, ყველას ძალიან მოეწონა ჩვენთან და თანამშრომლები იწერენ კიდეც, რათა იქ არსებული ვაუჩერები გამოიყენონ.

ხოდა როგორც კი წავიდა გადამღები ჯგუფი, გავხსენი ჩემი სახელით და გვარით დასათაურებული კონვერტი და ვათვალიერებ ჟურნალის ფერად გვერდებს, როდესაც ერთი სურათი მომხვდა თვალში, ჩემი სურათი – რომელიც სავარაუდოდ ფეისბუქიდან მომპარეს 😀 😀 😀

და უსაყვარლესი ტექსტი, როსთვისაც უზომოდ დიდ მადლობას გიხდით მთელს ფეილესის გუნდს.

ძალიან გამახარეთ, მასიამოვნეთ და მეცხრე ცაზე შემომასკუპეთ

მადლობააააააააააააააააა

ჩემი ყოველდღიურობა

ჩემი ყოველდღიურობა იმდენად ერთნაირი გახდა რომ დროა უკვე რაღაც დიდი და გრანდიოზული მოხდეს, ამდენ ერთნაირ დღეებს ვეღარ ვუძლებ …

დილით : ყავა, ფაფა, მანქანის გათბობა

მერე სულ სამსახური, სამსახური, სადაც იმდენი საქმე მაქვს რომ სარკეში ჩასახედად არ მცალია

მართალია ასისტენტი ამიყვანეს, მაგრამ ჩემი ფუნქციები 2ჯერ უფრო გაიზარდა – დამაწინაურეს 🙂

კარგია, ბედნიერი ვარ და მიხარია, მაგრამ სამსახურიდან ისეთი დაღლილი მოვდივარ ხოლმე რომ არაფრის თავი არ მაქვს, ცხოვრების აზრი მეკარგება ვიდრე კარებთან არ მივალ და ვიკიკოს ხმას არ გავიგებ ხოლმე “თათა დედიკო მოიდააააააააა” …

აქ მეორე ცხოვრება მეწყება, მხიარული, ბედნიერი, სიყვარულით და სიახლეებით სავსე ყოველდღიურად. მაგიჟებს ეს ერთი ციდა ბავშვი – საათობრივად რომ ვითარდება. უკვე ლექსებიც იცის, სიმღერებიც, ცეკვა, თვლა ქართულად ად რუსულად, ელემენტარული სასაუბრო სიტყვები და ფრაზები რუსულად და გამართული წინადადებები მცირე ხარვეზებით ქართულად.

გუშინ ძაან მაგარი გვაცინა, მე და დიმა საწოლზე ვიჯექით, ჩვითონ თავის საწოლში იყო ჩასკუპებული და რარაცეებს გვეტიტინებოდა, უცებ ვეკითხები:

დედიკო, მამიკოს რა მანქანა ყავს?

ხოოონდა – მპასუხობს

დედიკოს? – ველითხები გაბადრული მოლოდინში რო  “დაბუდაო” მიპასუხებს და უცებ

– “მარშუტკა” – დააბრეხვა, კინაღამ ავყირავდით მე და დიმა სიცილით

Continue reading

რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?

რას აკეთებს ნორმალური კომპანია როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?
– ცდილობს მოიპოვოს საკუთარი რესურსებიდან, ან მიუთითოს ალტერნატიული წყარო

რას აკეთებს წყნეთის გასართობი ცენტრი კოპალა როდესაც ადამიანი ითხოვს შედარებით იაფიან პროდუქტს?
– არც უსმენენ და ბოლოს ჩეკზე აღმოჩნდება ხოლმე რო შედარებით იაფიანი კი არა – ყველაზე ძვირი შეგირჩიეს და “შემოგტენეს”  🙁 🙁
რბილად რომ ვთქვა სირცხვილია …

პარასკევის, 1 ოქტომბრის საღამო ერთ ერთი სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის რომ არა ინციდენტი წყნეთის კოპალაში.

გუშინ ბავშვი მთელი ღამით რჩებოდა კანდელაკზე, ხელფასი ახალი აღებული გვქონდა და მე და დიმამ გადავწყვიტეთ, ჩემს დასთან და სიძესთან ერთად, სასიამოვნო და აქტიური საღამო გაგვეტარებინა – ფოკუსის ივენთის შემდეგ.

ჯერ გადავწყვიტეთ სადმე გვეჭამა,  დაიბადა იდეა კოპალაში ავიდეთო, თან შევჭამთო, თან ვითამაშებთო.

მოვითხოვეთ მენიუ, შევუკვეთეთ 2 ცეზარი, 2 შემწვარი კარტოფილი და პიცა (რომელიც ამაზრზენი იყო) გამაგრილებელი სასმელები და ბიჭებმა კონიაკის დალევაც გადაწყვიტეს.

დაუძახეს მიმტანს და ეკითხებიან, ყველაზე იაფიანი რა გაქვთო? ბიჭმა სარაჯიშვილის კონიაკი ურჩია, მაგრამ იქაც იყო განსხვავება ფასებში, დათომ გარკვევით უთხრა ყველაზე იაფიანი მომიტანეთო და დიმამ დაამატა ოღონდ ეს იქს ო არ მოგვიტანოთო. იქს ო – ყოფილა სარაჯიშვილის კონიაკის ტიპი რომელიც არის დაძველებული სპეციალურად და შესაბამისად საკმაოდ ძვირი …

ძალიან ვისიამოვნეთ თამაშით საკმაოდ დიდხანს, ვივახშმეთ საკმაოდ უსიამოვნოდ – ცეზარს ეყარა შავი პილპილი– რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, ეს იგივეა ჩაიში შაქრის ნაცვლად მარილი ჩაგიყარონ.  უზომოდ შეუსაბამო გემოა, და თუ ვინმე იცნობთ მანდ ვინმეს აუცილებლად გადაეცით ჩემი შენიშვნები და პიცას ესხა მოტკბო კეჩუპი – შესაბამისად რჩევა ჩემგან – არ იკვებოთ მანდ, სამზარეულოს არავინ ყურადღებას არ აქცევს და არის სრული კრახი. ვერანაირ სიამოვნებას ვერ მიიღებთ …

დავასრულეთ თამაში და მხიარულები და ბედნიერები გამოვედით, ამჯერად ბილიარდის თამაში გვინდოდა და ბიჭებს პინგ–პონგის. ვახშამის გადახდა ჩემს თავზე ავიღე და მას შემდეგ რაც ფეხსაცმელი გამოვიცვალე ვიდექი ველოდი ჩეკს. მომიტანეს და ის იყო პლასტიკური ბარათი უნდა გამეწოდებინა რომ დავხედე ჯამს

192.55 ლარი

ჯერ ვიფიქრე შეეშალათ მეთქი და გადავხედე ჩამონათვალს, მაგრამ ძაღლის თავი იქვე იყო.

კონიაკი სარაჯიშვილი იქს–ო 76 ლარი – ამშვენებდა ჩეკს …

თავიდან ვერ მივხვდი და ბიჭებს ვკითხე ეს რა დალიეთ მეთქი, რა ხდებაო რომ მკითხეს და ჩეკი რომ ვანახე დათო გაწითლდა სიბრაზისგან …

მოვითხოვეთ მაშინვე მიმტანიც და გავედით ადმინისტრატორთან, რომ ჩვენ ეს არ შეგვიკვეთავს რომ შეცდომაა და პირიქით ყველაზე იაფიანი მოვითხოვეთ… ვინ გისმინა, მიმტანმა მაშინვე თავის მართლება დაიწყო ეგ მითხარითო, ადმინისტრატორს რაღაც ბგერები ამოსდიოდა “უFF”–ს მსგავსი დ მოკლედ ვერ დავარწმუნეთ და მომიწია ამხელა თანხის გადახდა …

წამოვედით ძალიან ცუდ ხასიათზე – დედის გინებით შესაბამისად

რჩევა მომხმარებელს – გააკონტროლეთ თითოეული შეკვეთა სიტყვიერად და ჩეკზეც, იცოდეთ ეს ის ადგილია სადაც არ ერიდებიან კლიენტების “დაბოლებას”

რჩევა ადმინისტრაციას: იზრუნეთ თანამშრომლების ჰიგიენაზე, აიძულეთ მიმტანები ყურები გამოიწმინდონ დღეში რამდენიმეჯერ, მათ ეს სჭირდებათ და ჩაუნერგეთ მომენის კულტურა. კარგი ტრენინგები ვიცი და შემიძლია მიგასწავლოთ.  დამიჯერეთ არ გიღირთ 76 ლარი კონიაკი 4 განრიზხებულ კლიენტად, მითუმეტეს როდესაც ეს 4 კიდევ 4ჯერ ბევრ ადამიანს მოუყვება ამის შესახებ. რეპუტაციას და ნდობას მოპოვებაზე მეტად გაფრთხილება სჭირდება და მარტო კომფორტული გარემო ვერაფერს გიშველით თუ მენეჯმენტი გაქვთ “ნული”

პატივისცემით

თაა (თქვენი ყოფილი ერთგული კლიენტი)