Desigual @Tbilisi Mall

Welcome to the world of colors and prints...

logo_DSGLმხოლოდ ერთი ნაბიჯი და ფერებისა და პრინტების სიუხვეს რაღაც სხვა, ჯადოსნურ სამყაროში გადაჰყავხარ.

Desigual – მართლაც ნამდვილი ესპანეთია, მზით გამთბარი, ზღვასავით ლაჟვარდოვანი, ესპანელი ქალებივით ეშხიანი და ესპანელი კაცებივით მიმზიდველი.

ყველა სამოსს, დეტალს თუ აქსესუარს არნახული ენერგია დაჰყვება, თუმცა ამავდროულად თითოეული მათგანი საოცრად ჯიუტი, კაპრიზული და მომთხოვნია. მათთან ურთიოერთობას განსაკუთრებული ცოდნა სჭირდება თორემ ოდნავი გადამეტებაც  გამოუსწორებელ შედეგთან მიგიყვანს.

წლების წინ გავიცანი ეს ბრენდი ინტერნეტიდან და იმ დღიდან შეყვარებული ვარ მის პალტოებზე, თრენჩებზე და ჩანთებზე.

ერთადერთი ნივთი რომელიც აქამდე გამაჩნდა ამ ბრენდისგან საოცრად მოხატული ტოპი იყო, დღეს კი ჩემი ბლოგის წყალობით კიდევ ერთი ნივთი შეემატა.

სპეციალურად taa.ge-სთვის,  Tbilisi Fashion Week-ის მსვლელობისას ერთ ერთი ჩემი ლუქის გამორჩეული ნაწილი იქნება სწორედ ბრენდით Desigual.

მანამდე კი შეიხედეთ ამ საოცარ მაღაზიაში taa.ge-სთან ერთად და აუცილებლად მომწერეთ კომენტარებში რომელია თქვენი ფავორიტი ლუქი. Continue reading