Untitled-1

თმის ფილერი

თმის ფილერი AKA თმის ბოტოქსი, თმის გამაჯანსაღებელი და აღმდგენი სალონური პროცედურაა.

მართალია იგივე პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგრამ გამომდინარე იქედან რომ კლიმაზონი ერთ ერთი აუცილებელი კომპონენტია ამ პროცედურის, სახლში 1 საათი პირსახოცმოხვეულ ყოფნას, ისევ სალონში ჩაიტაროთ ჯობია.

Untitled-1

მას შემდეგ რაც თმა სუპრით გავიღიავე, რომ ვარდისფრად შემეღება ბოლოები …

მას შემდეგ რაც თმა სუპრით ხელახლა გავიღიავე + ვარდისფერი ჩამოვრეცხე და ისევ გავიქერავე ბოლოები…

მას შემდეგ რაც თმას მთელი შემოდგომა – ზამთარი ფენით ვიშრობდი და თუ სალონში ვერ მივდიოდი თმის ბოლოებს თმის უთოთი ვიპრიხავდი …

შედეგად მივიღე – ფუჩეჩი !!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაფშეკილი, გამომშრალი, უსიცოცხო და მახინჯი თმის ბოლოები.

თმა, რომლის დავარცხნას ტატუს გაკეთება სჯობდა ისე იწიწკნებოდა და მტკიოდა. Continue reading

რა ვაჩუქო?

Christmas-Decoration-Ideas-3რა ჩავიცვა, სად წავიდე? და რა ვჭამო?-ს შემდეგ ახალი წლის მოახლოებასთან ერთად კიდევ ერთი უუუაქტუალურესი კითხვა ჩნდება:

რა ვაჩუქო? 

არადა ყოველდღიურად იმდენი შემოთავაზება მოდის  სმს, მეილი და სხვა საკომუნიკაციო არხებით – რომ ცოტა არ იყოს ვიბნევით და უფრო გვიჭირს არჩევანის გაკეთება.

ამიტომაც გადავწყვიტე რომ ბავშვების გარდა ყველას საჩუქარი “ოფისიდან გაუსვლელად” თანაც განახევრებულ ფასებში შევუძინო და ასეც მოვიქეცი.

ესეც სარეკლამო პოსტია, უფრალოდ ბევად უფრო პასუხობს თქვენს და თქვენი საჩუქრის ადრესატის საჭიროებებს ვიდრე მოსული შემოთავაზებების ალბათ 70%.

ის რაც ყველას სჭირდება: Continue reading

თმის მოვლის საშუალებები

თმის მოვლაზე დაწერილი პოსტი ერთ ერთი იმ საწყის პოსტთაგანი იყო, სილამაზის სფეროდან რომ ვწერდი
იმის მერე უამრავი რამე შეიცვალა, უამრავი ახალი სისტემა და ბრენდი თმის მოვლისათვის
დღესაც რამდენიმე ვარსკვლავზე უნდა მოგიყვეთ.
Moroccanoil
არის სალონის პროდუქტებისა და თმის მოვლის სისტემებისა და საშუალებების მწარმოებელი ერთ ერთი უდაოდ ძალიან ხარისხიანი და საინტერესო ბრენდი.
ეს ბრენდი გამოირჩევა ძალიან დიდი სანდოობით, მათი პატენტები არ არსებობს, ისინი იყიდება დედამიწაზე მხოლოდ რამდენიმე ცნობილ სალონთა ქსელში და მომხმარებელსაც მხოლოდ იქ შეუძლია მათი ყიდვა. ისინი არ იყენებენ არანაირ ცხოველურ ინგრედიენტს და არც ცდებს ატარებენ ცხოველებზე.
აქვთ საკმაოდ დიდი არჩევანი პროდუქციისა და მთელს ენერგიას ტექნოლოგიურად და ხარისხობრივად გაზრდას ახარჯავენ

Frederik Fekkai Dry Shampoo

მხოლოდ და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული დასაბანი საშუალებაა,  რომელიც აღადგენს და ასუფთავებს თმასა და თავის ქალას წყლის გარეშე. არანაირი აბაზანა არ გესაჭიროებათ ისე ჩამოაქვს თმიდან ყველანაირი ცხიმი და ასე შემდეგ ნივთიერებები. ძალიან მოსახერხებელია ხანგრძლივი მგზავრობის დროს. განსაკუთრებით თავის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც ყველაზე მალე ჭუჭყიანდება, სრულიად ასუფთავებს და აქრობს ცხიმიანობის სუნს. თმა გამოიყურება ახალ დაბანილივით და სულ რაღაც 23$ ღირს

Got2B Heat Protectant Spray
ეს არის ძალიან სასიამოვნო სურნელიანი და ძალიან საინტერესო ბოთლში მოტავსებული თმის სპრეი. რომელიც ედება დაბანილ თმაზე და შრება მასთან ერთად.
ძალიან კარგი დამცავი საშუალებაა თუ ფენს იყენებთ ხშირად, ასევე კარგი საშუალებაა თმის სტაილინგისათვის, თმას არბილებს ძალიან და ანიჭებს ელვარებას.
უიჰ, მთავარი დამავიწყდა, ეს არის შვარცკოფის პროდუქტი 🙂
და ჩვენს საუკუნეში როდესაც ადამიანებს ყველაფერი და ყველგან გვეცქარება, თმასაც უბრალოდ ესე აღარ ვიშრობთ ხოლმე ყოველთვის ფენი ან სხვა სითბური გამაშრობლები, რომლებიც აზიანებს ჩვენს თმას, ამიტომ გამოიწერეთ და გამოიყენეთ ეს სპრეი, სულ რარაც 6-7$ ღირს როგორც ვიცი.
– ეს პროდუქტი კარფურშიც იყიდება უკვე
 Fekkai Advanced Glossing Shampoo
ფრედერიკ ფეკკაი, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ძალიან ცნობილი და ერთ ერთი წამყვანი სახელი გახდა თმის მოვლის სამყაროში.
ეს შამპუნი განსაკუთრებით მისწრებაა შეღებილი თმისათვის. აჯანსაღებს, არბილებს და ატენიანებს
მართალია 35$ ღირს – მაგრამ იმ შედეგისთვის რასაც ის იძლევა ნამდვილად ღირს.
თანაც ამ ბოლო დროს ძალიან იმატა ტენდენციამ ყოველ დღე თმის დაბანისა– რაც სულაც არ არის სასარგებლო თქვენი თმისათვის, მინიმუმ ყველა მესამე დღეს უნდა დაიბანოს თმა და მაქსიმუმ 5–6 დღეს.
ეს შამპუნი ძალიან კარგი და სასარგებლოა ყოველდღიური დაბანის დროსაც, მაგრამ უნჯობესია მაინც ამ ცუდ ჩვევას გადაეჩვიოთ თქვენც და გადააჩვიოთ თქვენი თმაც.