სად ვიყიდოთ სილამაზე – 2

როგორც ადრე დაგპირდით “სად ვიყიდოთ სილამაზე” იქნება რიგი პოსტებისა სადაც იქნება აღწერილი სად უნდა ვიყიდოთ სილამაზე მაქსიმალური კომფორტის პირობებში.

დღევანდელი პოსტი ეძღვნება რედისონ ბლუ–ს 18–ე სართულზე არსებულ, ულამაზეს და უკომფორტულეს Anne Semonin Spa–ს, სადაც ვიზიტის ბედნიერება მხვდა გუშინ წილად. სიმართლე გითხრათ წამოსვლა არ მინდოდა …

დავიწყებ იმით რომ უდიდეს მადლობას გადავუხდი მაიკო ჯავახიშვილს და ნატალია ლუჩანინოვას, ვაუჩერისთვის რომლითაც მე ეს ყველაფერი უფასოდ ვიგემე 🙂 თუმცა ისეთი შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რომ არა მგონია ფული დამენანოს, აუცილებლად ვეწვევი კიდევ ხშირად სხვადასხვა პროცედურებისათვის. ეხლა კი დეტალურად თუ რა პროცედურები ჩავიტარე და რა შედეგები მივიღე.

დაახლოებით ალბათ 12 საათი იქნებოდა რომ შევედი და 5ის ნახევარი რომ გამოვედი :დ :დ :დ ისიც ვიკისთან მეჩქარებოდა თორე გავიხანგრძლივებდი ამ სიამოვნებას.

შევედი გამოსაცვლელ ოთახში, სადაც გაძლევენ კარადას პირსახოცით, ხალათით და ჩუსტებით, აუცილებლად უნდა გადაივლო დუში, სადაც ანე სემონინის შამპუნები და დუშ გელები ასხია, სასიამოვნო ბალახეული სუნით, რომელიც ჯერ კიდევ ამდის თმაზე და სხეულზე 🙂

ჩავიცი სპორტული ფეხსაცმელი და შორტები, რადგან ფიტნესით მინდოდა დაწყება და გავედი გასახდელიდან, პირველივე რაც გხვდება არის არაჩვეულებრივი სიჩუმე, ულამაზესი – დახვეწილი ინტერიერი, არაამქვეყნიურად სასიამოვნო მუსიკა და არომატი, რომელიც ისეთი სასიამოვნოა რომ მარტო ერთი შეყნოსვითაც კი სრული რელაქსის შეგრძნებას გიტოვებს.

Continue reading

ვიღებ ბლოგერულ შვებულებას

დღეს იმდენი საქმე მაქვს სამსახურში რო თავს ვერ ვწევ 🙁

გადაბარება ყველაფრის რაც გიკეთებია ამდენი ხანი, არის ყველაზე რთული და დამღლელი სამსახურეობრივი მოვალეობა…

მითუმეტეს მაშინ როდესაც იცი რომ ჩანთა არ გაქვს ჩალაგებული

როცა ფიქრობ რომ რამე არ დამრჩეს

როცა ფიქრობ როდის ჩააღწევ დანიშნულების ადგილამდე და “განერთხმები შეზლონგსა ზედა”

როცა ზღვის სუნი და ხმა გენატრება

როცა ერთი სული გაქვს თვალები დახუჭო და ყველაფერი დაივიწყო დედამიწაზე ვიკიკოს ღიმილის გარდა …

და ამ დროს მუშაობა, მუშაობა, გადაბარება, ზარები, ინვოისები, ანგარიშ ფაქტურები, მედია გეგმები, სარეკლამო ტექსტები, კლიპები და მილიონი პატარა თუ დიდი დეტალი …

მაგრამ მირჩევნია ამ წუთას დავბრუნდე და ყველაფერი მოვაგვარო და გადავაბარო თამთუშკას, ვიდრე მერე ზღვიდან ამოსულს მილიონი მისდ ქოლი დამხვდეს ტელეფონზე სამსახურის ნომრით

ხოდა ვინაიდან ხვალ მთელი დღე ავტობუსში ვიქნები და ზეგ ანტალიაში ვრცები სასტუმროში სადაც გაურკვეველია ინტერნეტი არის თუ არა

ამიტომ 9 ივლისამდე გემშვიდობებით, 9ში უკვე ჩვენს სასტუმროში დავბარგდებით, კემერიდან 8 კილომეტრში, პატარა წყნარ ახალ კურორტზე რომელსაც ჩამიუვა ქვია …